Nestlé: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 46: ხაზი 46:


[[კატეგორია:შვეიცარიის კომპანიები]]
[[კატეგორია:შვეიცარიის კომპანიები]]
[[კატეგორია:კვების მრეწველობა]]

20:56, 2 იანვარი 2013-ის ვერსია

Nestlé S.A.
ნესტლე
ტიპი ანონიმური საზოგადოება
დარგი კვების მრეწველობა
დაფუძნდა 1905
დამაარსებელი ანრი ნესტლე
სათავო ოფისი ვევეი, შვეიცარიის დროშა შვეიცარია
მმართველი
პეტერ ბრაბეკ-ლეტმატე (თავმჯდომარე)
პროდუქცია

ბავშვთა კვება
ყავა;
ყოველდღიური პროდუქტები;
სწრაფი კვების პროდუქტები;
საკონდიტრო ნაწარმი;
ჩამოსხმული წყალი;
ნაყინი;

ცხოველთა კვება;
საწარმოო შემოსავალი 12,53 მლრდ შვეიცარიული ფრანკი (2011)[1]
სუფთა მოგება 9,487 მლრდ შვეიცარიული ფრანკი (2011 წელი)[1]
თანამშრომელი 328 000 (2012)[1][2]

Nestlé S.A.შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია, უმსხვილესი მსოფლიოში კვების პროდუქტების სფეროში. სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ვევეიში. შემოსავლების თვალსაზრისით, ნესტლე მსოფლიოში პირველია კვების მრეწველობის კომპანიებს შორის.[3][4]

ნესტლეს პროდუქცია მოიცავს ბავშვის საკვებს, ჩამოსხმულ წყალს, სწრაფი კვების პროდუქტებს, ყავას, საკონდიტრო ნაწარმს, ყოველდღიურ პროდუქტებს, ნაყინს, ცხოველთა საკვებს და ნამცხვრებს. ნესტლეს 29 ბრენდის წლიური გაყიდვები 1 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (1,1 $) აღემატება.[3][5] მათ შორისაა Nespresso, Nescafé, KitKat, Smarties, Nesquik, Stouffer's, Vittel, და Maggi. კომპანია ფლობს 450 საწარმოს მსოფლიოს 86 ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 328 000 ადამიანი. ამავე დროს, იგი მსოფლიოს უმსხვილესი კოსმეტიკური კომპანიის — L'Oréal–ის ერთ–ერთი მთავარი მეწილეა.[6]

ნესტლე ჩამოყალიბდა 1905 წელს, ძმები ჯორჯ და ჩარლ პეიჯების მიერ 1866 დაარსებული ანგლო–შვეიცარიული რძის კომპანიისა და ამავე წელს ანრი ნესტლეს მიერ დაარსებული Farine Lactée Henri Nestlé–ს (ანრი ნესტლეს რძის კომპანია) შერწყმის შედეგად. კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველი მსოფლიო ომის დროს, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გაფართოვდა მანამდე შეთავაზებული ძირითადად შედედებული რძისა და ჩვილთა კვების პროდუქტებისაგან შემდგარი ასორტიმენტი. კომპანიამ განახორციელა რამდენიმე კორპორაციული შენაძენი, მათ შორის იყო Crosse & Blackwell 1950 წელს, Findus 1963 წელს, Libby's 1971 წელს, Rowntree Mackintosh 1988 წელს და Gerber 2007 წელს.

შვეიცარიის ბირჟის სიაში ნესტლე პირველ ადგილზეა და შედის Swiss Market Index–ში. Euronext–ის ბირჟის სიაში ის მეორეა. 2011 წელს, ნესტლემ Fortune Global 500–ის შეფასებაში პირველი ადგილი დაიკავა, როგორც მსოფლიოში ყველაზე მომგებიანმა კორპორაციამ.[7] 200 მილიარდი აშშ დოლარიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, Financial Times Global 500–ის შეფასებით ნესტლე მე–13 ადგილზეა.[8]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nestlé&oldid=2227763“-დან