სანშუ I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: az:I Sanço
ხაზი 45: ხაზი 45:


[[an:Sancho I de Portugal]]
[[an:Sancho I de Portugal]]
[[az:I Sanço]]
[[be:Саншу I]]
[[be:Саншу I]]
[[br:Sancho Iañ Portugal]]
[[br:Sancho Iañ Portugal]]

15:47, 8 დეკემბერი 2012-ის ვერსია

სანშუ I
Sancho I o Povoador
პორტუგალიის მე-2 მეფე
მმართ. დასაწყისი: 6 დეკემბერი 1185
მმართ. დასასრული: 26 მარტი 1212
წინამორბედი: აფონსუ I
მემკვიდრე: აფონსუ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 ნოემბერი, 1154
დაბ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 26 მარტი, 1212
გარდ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალია
მეუღლე: დულსა არაგონელი
შვილები: 13 შვილი
დინასტია: ბურგუნდიული დინასტია
მამა: აფონსუ I
დედა: მატილდა სავოიელი

სანშუ I (პორ. Sancho I; დ. 11 ნოემბერი, 1154, კოიმბრა, პორტუგალია — გ. 26 მარტი, 1212, კოიმბრა, პორტუგალია) — პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან 1185-1212 წლებში. აფონსუ I და მატილდა სავოიელის შვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა პორტუგალიის მე-2 მეფე. მისი სამეფოს ცენტრი გახდა ქალაქი კოიმბრა. სანშუმ შეწყვიტა ომი მეზობლებთან გალისიის საზაღვრო ტერიტორიების კონტროლისათვის. მთელი თავისი ყურადღება გადაიტანა სამხრეთით მავრების წინააღმდეგ საბრძოლველად. თავდაპირველად მან ბრძოლით მოახერხა გადაადგილება ალგარვიმდე და ალენტეჟუმდე, მაგრამ 1190 წელს იძულებული იყო უკან დაეხია. ჯვაროსნების დახმარებით 1191 წელს მან აიღო სილვეში და ბრძანა აეგოთ სილვეშის ციხესიმაგრე, რომელიც დღეს მნიშვნელოვანი ძეგლია პორტუგალიისა და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისათვის.

მოულოდნელად მეფის ინტერესები ისევ ჩრდილოეთით წარიმართა, სადაც საფრთხე დაემუქრა პორტუგალიის ტერიტორიულ მთლიანობას ლეონისა და კასტილიის სამეფოების მხრიდან. სილვეში კვლავ მავრებს დარჩათ.

სანშუ დიდ ყურადღებას უთმობდა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანიზაციას, მან გაამდიდრა სახელმწიფო ხაზინა და მთელი სიმდიდრე მიმართა ხელობის განვითარებისა და საშუალო კომერსანტების მხარდასაჭერად. მისი მმართველობის დროს აშენდა მრავალი ახალი ქალაქი და სოფელი. ჩრდილოეთი პორტუგალიის მიწებში ჩაასახლა ბურგუნდიელები და ფლამანდრელები — რისთვისაც მიიღო თავისი ისტორიული სახელი — დამსახლებელი.

მეფე ცნობილია თავისი სიყვარულით მეცნიერებისა და ლიტერატურისადმი. სახელმწიფო ხაზინიდან აფინანსებდა პორტუგალიელ ახალგაზრდებს, რომლებიც ისწავლიდნენ ევროპის უნივერსიტეტებში.