ალემანები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: sk:Alamáni
r2.7.2) (ბოტის წაშლა: sk:Alamáni
ხაზი 70: ხაზი 70:
[[sh:Alemani]]
[[sh:Alemani]]
[[simple:Alamanni]]
[[simple:Alamanni]]
[[sk:Alamáni]]
[[sl:Alemani]]
[[sl:Alemani]]
[[sq:Alemanët]]
[[sq:Alemanët]]

18:21, 30 ნოემბერი 2012-ის ვერსია

ალემანთა განსახლების არეალი ანტიკურ ხანაში

ალემანები, ალამანები (გერმ. Alamannen, Alemannen) — ანტიკურ ხანასა და ადრეულ შუა საუკუნეებში ცენტრალურ ევროპაში მცხოვრები ხალხი, რომელიც დასავლურ გერმანიკულ ოჯახს მიეკუთვნებოდა.

ალემანური მოსახლეობა დადასტურებულია როგორც არქეოლოგიური აღმოჩენების, ისე ისტორიული წერილობითი წყაროების საფუძველზე. ალემანთა სამოსახლოები თავისი წრიული ნაგებობებით დღემდე შემორჩენილია მათ განსახლების არეალში — ალემანიაში, რომელიც დღეს მოიცავს ბადენ-ვიურტემბერგს, ელზასს, ბავარიის შვაბიას, შვეიცარიის გერმანულენოვან ნაწილს, ლიხტენშტაინსა და ფორარლბერგს (ავსტრია).

VI-დან IX საუკუნემდე ალემანია პოლიტიკურად და კულტურულად აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს ნაწილი იყო; X-დან XIII საუკუნემდე კი ჯერ კიდევ შტაუფების დინასტიის მმართველობის ქვეშ შვაბიის საჰერცოგოს შემადგენლობაში ექცეოდა.

ალემანი ხალხის სახელწოდებამ განსაზღვრა რამდენიმე თანამედროვე ენაში, მათ შორის ფრანგულში (Allemagne), ესპანურსა (Alemania) და პორტუგალიურში (Alemanha) თანამედროვე გერმანიისა და გერმანელი ხალხის სახელწოდებები, რა ენათა გავლენითაც ეს სახელწოდება ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში დამკვიდრდა.

ლიტერატურა

  • Gregor von Tours: Zehn Bücher Geschichten. Bd 1, Buch 1–5. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 1991. ISBN 3-534-06809-2
  • Karin Krapp: Die Alamannen: Krieger – Siedler – frühe Christen. Theiss, Stuttgart 2007. ISBN 3-8062-2044-1
  • John F. Drinkwater: The Alamanni and Rome 213–496. Caracalla to Clovis. Oxford 2007. ISBN 0-19-929568-9
  • Andreas Gut: Alamannenmuseum Ellwangen. Fink, Lindenberg 2006. ISBN 3-89870-271-5

რესურსები ინტერნეტში