სამედიცინო გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4: ხაზი 4:
სამედიცინო გეოგრაფიის ცნება დაკავშირებულია იტალიელი მეცნიერის [[ბერნარდინო რამაცინი]]ს სახელთან ([[XVII საუკუნე]]). სამედიცინო გეოგრაფია, როგორც მეცნიერება, ყალიბდება [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] მეორე ნახევარში. [[რუსეთი|რუსეთში]] სამედიცინო გეოგრაფიას უკავშირდება ო. გუნის, ა. ვლადიმირსკის, ი. ჩისტოვიჩის, ნ. გაისკის სახელებს. სამედიცინო გეოგრაფიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინგლისელმა მეცნიერმა ს. ჰენენმა, ფრანგმა შ. ბუდენმა და სხვ. [[XX საუკუნე|XX საუკუნეში]] ამ დარგში მოღვაწეობდნენ დ. ზაბოლოტნი და ე. პავლოვსკი. ამ უკანსაკნელის მოძღვრება, ე. წ. ტრანსმისიურ დაავადებათა ბუნებრივი კერობრიობის შესახებ ([[1939]]) საფუძვლად დაედო ''ეპიდემიოლოგიური გეოგრაფიის'' ჩამოყალიბებას.

სამედიცინო გეოგრაფია შეისწავლის [[ლანდშაფტი|ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა]] ზემოქმედებას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე (კომპონენტური სამედიცინო გეოგრაფია, სამედიცინო ლანდშაფტმცოდნეობა, სამედიცინო-გეოგრაფიული ქვეყანათმცოდნეობა), გარემოს ზემოქმედებას დაავადებათა გავრცელების სზღვრებსა და არეალების სტრუქტურაზე (ნოზოგეოგრაფია), ბუნებრივ გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის არსებული კავშირების ტერიტორიულ არაერთგვაროვნებას (სამედიცინო გეოგრაფიული დარაიონება); ამუშავებს სამედიცინო-გეოგრაფიული რუკების შედგნის პრინციპებსა და მეთოდებს.
სამედიცინო გეოგრაფია შეისწავლის [[ლანდშაფტი|ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა]] ზემოქმედებას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე (კომპონენტური სამედიცინო გეოგრაფია, სამედიცინო ლანდშაფტმცოდნეობა, სამედიცინო-გეოგრაფიული ქვეყანათმცოდნეობა), გარემოს ზემოქმედებას დაავადებათა გავრცელების საზღვრებსა და არეალების სტრუქტურაზე (ნოზოგეოგრაფია), ბუნებრივ გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის არსებული კავშირების ტერიტორიულ არაერთგვაროვნებას (სამედიცინო გეოგრაფიული დარაიონება); ამუშავებს სამედიცინო-გეოგრაფიული რუკების შედგენის პრინციპებსა და მეთოდებს.

სამედიცინო გეოგრაფია აქტიურად მონაწილეობს პრობლემის „ადამიანი და ბიოსფერო“ შესწავლაში. სამედიციო-გეოგრაფიული კველა საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტერიტორიებისათვის წინასწარ გავითვალისწინოთ [[ადამიანი]]ს ორგანიზმზე გარემოს გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ახალი ბუნებრივ-ტერიოტრიული კომპლექსების ზემოქმედების ხასიათი და შედეგები.
სამედიცინო გეოგრაფია აქტიურად მონაწილეობს პრობლემის „ადამიანი და ბიოსფერო“ შესწავლაში. სამედიციო-გეოგრაფიული კვლევა საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტერიტორიებისათვის წინასწარ გავითვალისწინოთ [[ადამიანი]]ს ორგანიზმზე გარემოს გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ახალი ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ზემოქმედების ხასიათი და შედეგები.

სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევის ორგანიზაციას ეწევა საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სამედიცინო-გეოგრაფიული კომისია. სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევა წარმოებს მოსკოვის გეოგრაფიულ ინსტიტუტში, შორეული აღმოსავლეთის გეოგრაფიულ ინსტიტუტში (ირკუტსკი) და სხვ. სამედიცინო-გეოგრაფიული გამოკვლევები ტარდებოდა ვახუშტის გეოგრაფიულ ინსტიტუტშიც.

== სამედიცინო გეოგრაფია საქართველოში ==
== სამედიცინო გეოგრაფია საქართველოში ==
[[საქართველო]]ს სამედიცინო-გეოგრაფიული კველვის ჩანასახი ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში აღინიშნება (კარაბადინები). პირველი მეცნიერული სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევა საქართველოში ჩაატარა მ. ტოროპოვმა ([[1864]]). [[1962]] წელს [[თბილისი|თბილისში]] საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში, [[ალექსანდრე ჯავახიშვილი (გეოგრაფი)|ალექსანდრე ჯავახიშვილის]] ინიციატივით, შეიქმნა სამედიცინო-გეოგრაფიის სექცია, რომელიც კოორდინაციას უწევდა
[[საქართველო]]ს სამედიცინო-გეოგრაფიული კველვის ჩანასახი ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში აღინიშნება ([[კარაბადინი|კარაბადინები]]). პირველი მეცნიერული სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევა საქართველოში ჩაატარა მ. ტოროპოვმა ([[1864]]). [[1962]] წელს [[თბილისი|თბილისში]] საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში, [[ალექსანდრე ჯავახიშვილი (გეოგრაფი)|ალექსანდრე ჯავახიშვილის]] ინიციატივით, შეიქმნა სამედიცინო-გეოგრაფიის სექცია, რომელიც კოორდინაციას უწევდა რესპუბლიკის სამედიცინო და გეოგრაფიულ დაწესებულებებში მიმდინარე სამედიცინო-გეოგრაფიული ხასიათის სამუშაოებს.
რესპუბლიკის სამედიცინო და გეოგრაფიულ დაწესებულებებში მიმდინარე სამედიცინო-გეოგრაფიული ხასიათის სამუშაოებს.

== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==

18:48, 28 ნოემბერი 2012-ის ვერსია

მწვავე ინფექციური დაავადების ჰეპატიტი A-ს გლობალური გავრცელების რუკა (2005)

სამედიცინო გეოგრაფიამეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის დაავადებათა და პათოლოგიურ მდგომარეობათა გავრცელებას, გავრცელების მიზეზებს და გეოგრაფიული გარემოს გავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. სამედიცინო გეოგრაფია ვითარდება გეოგრაფიისა და სამედიცინო ბიოლოგიურ მეცნიერებათა მიჯნაზე, მჭიდროდ უკავშირდება ეკოლოგიას, ეპიდემიოლოგიას, ჰიგიენას, ფიზიკურ და ეკონომიკურ გეოგრაფიას.

სამედიცინო გეოგრაფიის ცნება დაკავშირებულია იტალიელი მეცნიერის ბერნარდინო რამაცინის სახელთან (XVII საუკუნე). სამედიცინო გეოგრაფია, როგორც მეცნიერება, ყალიბდება XIX საუკუნის მეორე ნახევარში. რუსეთში სამედიცინო გეოგრაფიას უკავშირდება ო. გუნის, ა. ვლადიმირსკის, ი. ჩისტოვიჩის, ნ. გაისკის სახელებს. სამედიცინო გეოგრაფიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინგლისელმა მეცნიერმა ს. ჰენენმა, ფრანგმა შ. ბუდენმა და სხვ. XX საუკუნეში ამ დარგში მოღვაწეობდნენ დ. ზაბოლოტნი და ე. პავლოვსკი. ამ უკანსაკნელის მოძღვრება, ე. წ. ტრანსმისიურ დაავადებათა ბუნებრივი კერობრიობის შესახებ (1939) საფუძვლად დაედო ეპიდემიოლოგიური გეოგრაფიის ჩამოყალიბებას.

სამედიცინო გეოგრაფია შეისწავლის ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა ზემოქმედებას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე (კომპონენტური სამედიცინო გეოგრაფია, სამედიცინო ლანდშაფტმცოდნეობა, სამედიცინო-გეოგრაფიული ქვეყანათმცოდნეობა), გარემოს ზემოქმედებას დაავადებათა გავრცელების საზღვრებსა და არეალების სტრუქტურაზე (ნოზოგეოგრაფია), ბუნებრივ გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის არსებული კავშირების ტერიტორიულ არაერთგვაროვნებას (სამედიცინო გეოგრაფიული დარაიონება); ამუშავებს სამედიცინო-გეოგრაფიული რუკების შედგენის პრინციპებსა და მეთოდებს.

სამედიცინო გეოგრაფია აქტიურად მონაწილეობს პრობლემის „ადამიანი და ბიოსფერო“ შესწავლაში. სამედიციო-გეოგრაფიული კვლევა საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტერიტორიებისათვის წინასწარ გავითვალისწინოთ ადამიანის ორგანიზმზე გარემოს გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ახალი ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ზემოქმედების ხასიათი და შედეგები.

სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევის ორგანიზაციას ეწევა საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სამედიცინო-გეოგრაფიული კომისია. სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევა წარმოებს მოსკოვის გეოგრაფიულ ინსტიტუტში, შორეული აღმოსავლეთის გეოგრაფიულ ინსტიტუტში (ირკუტსკი) და სხვ. სამედიცინო-გეოგრაფიული გამოკვლევები ტარდებოდა ვახუშტის გეოგრაფიულ ინსტიტუტშიც.

სამედიცინო გეოგრაფია საქართველოში

საქართველოს სამედიცინო-გეოგრაფიული კველვის ჩანასახი ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში აღინიშნება (კარაბადინები). პირველი მეცნიერული სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევა საქართველოში ჩაატარა მ. ტოროპოვმა (1864). 1962 წელს თბილისში საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში, ალექსანდრე ჯავახიშვილის ინიციატივით, შეიქმნა სამედიცინო-გეოგრაფიის სექცია, რომელიც კოორდინაციას უწევდა რესპუბლიკის სამედიცინო და გეოგრაფიულ დაწესებულებებში მიმდინარე სამედიცინო-გეოგრაფიული ხასიათის სამუშაოებს.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 715-716.
  • Павловский Е. Н., Методы и задачи медицинской географии, в кн. Вопросы географии, М. - Л., 1956;
  • Шошин А. А. Основы медицинской географии. М. - Л., 1962.