ინსულტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14: ხაზი 14:


[[კატეგორია: ინსულტი]]
[[კატეგორია: ინსულტი]]
[[კატეგორია:დაავადებები]]


[[ar:سكتة دماغية]]
[[ar:سكتة دماغية]]

19:27, 18 ნოემბერი 2012-ის ვერსია

ინსულტი — თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა. ინსულტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: იშემიური, ანუ თვინის ინფარქტი, და ჰემორაგიული, ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში.

ინსულტით უფრო ხშირად ავადდებიან მამაკაცები, ვიდრე ქალები.

გამომწვევი მიზეზები და განვითარების მექანიზმი

ინსულტის დროს ხდება ტვინის ნაწილის ნეკროზი (კვდომა). დაავადების გამომწვევი მიზეზების მიუხედავად, თუკი დაზიანება დიდი არ არის, ორგანიზმის კომპენსატორული უნარის წყალობით ფუნქციები რამდენიმე დღესა თუ კვირაში აღდგება. მაგრამ, თუ ფართობი ვრცელია და დაზიანება ტვინის მნიშვნელოვან ნაწილს ეხება, ვითარდება პათოლოგიური დარღვევები.

იშემიური ინსულტი მაგისტრარული სისხლძარღვის ათეროსკლეროზული დაზიანებისას ხდება. ათეროსკლეროზული ფოლაქი თრომბის სახით სისხლძართვის სანათურის სხვადასხვა ხარისხით დახშობას იწვევს და ტვინის სისხლმომარაგებას არღვევს. მისი შედეგი კი ტყვინის ქსოვილის რაღაც ნაწილის იშემია (ჟანგბადოვანი შიმშილობა) და დაღუპვაა.

ჰემორაგიული ინსულტი წარმოადგენს ტვინში განვითარებულ სისხლჩაქცევას. იგი უმეტესად ვითარდება არტერიული წნევის მომატებისას. მაღალი წნევის ფონზე ტვინის რომელიმე სისხლძარღვის კედელი ზიანდება და ხდება სისხლის ჩაქცევა ტვინის ნივთიერებაში. ამას ტვინის შესაბამისი უბნისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გაჩენა მოჰყვება.

ლიტერატურა

  • საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, მესამე გამოცემა, ISBN 978-9941-19-431-3