დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ქვეყნა →ქვეყანა
ხაზი 176: ხაზი 176:
[[th:เครือรัฐเอกราช]]
[[th:เครือรัฐเอกราช]]
[[tk:Garaşsyz Döwletleriň Arkalaşygy]]
[[tk:Garaşsyz Döwletleriň Arkalaşygy]]
[[tl:Sampamahalaan ng mga Estadong Nagsasarili]]
[[tl:Commonwealth of Independent States]]
[[tr:Bağımsız Devletler Topluluğu]]
[[tr:Bağımsız Devletler Topluluğu]]
[[tt:Бәйсез Дәүләтләр Берлеге]]
[[tt:Бәйсез Дәүләтләр Берлеге]]

05:32, 16 ნოემბერი 2012-ის ვერსია

Содружество Независимых Государств
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა
დსთ-ს დროშა
დსთ-ს დროშა
Flag of the CIS
  წევრი ქვეყანა
  ასოცირებული წევრი
შტაბ-ბინა მინსკი, ბელარუსი
წევრი ქვეყნები 10 წევრი ქვეყანა
1 ასოცირებული წევრი
სამუშაო ენა რუსული
აღმასრულებელი მდივანი სერგეი ლებედევი
ჩამოყალიბდა 21 დეკემბერი, 1991
ოფიციალური ვებგვერდი http://cis.minsk.by

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, „დსთ“ (რუს. Содружество Независимых Государств - СНГ) საერთაშორისო ორგანიზაცია, ან ალიანსი, შედგება 10 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთისგან. თურქმენეთმა 2005 წლის 26 აგვისტოს სრულუფლებიანი წევრობისგან უარი განაცხადა და ამჟამად ასოცირებული წევრია.

დსთ-ს შექმნა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მოხდა და რუსეთის ლიდერთა მტკიცებით მისი დანიშნულება საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ცივილური განქორწინების განხორციელება უნდა ყოფილიყო. თუმცა მრავალ დამკვირვებელთა აზრით დსთ -ს რუსეთისთვის საშუალება უნდა მიეცა შეენარჩუნებინა გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე. თანამეგობრობის ჩამოყალიბებიდან დღემდე მისმა წევრებმა მრავალ საერთო შეთანხმებას მოაწერეს ხელი ეკონომიკის, თავდაცვისა და საგაერო პოლიტიკის ინტეგრაციისა და კოოპერაციის თაობაზე. პოპულარული წარმოდგენის მიუხედავად დსთ კონფედერაცია არ არის.

საბჭოთა კავშირის ორმა ყოფილმა რესპუბლიკამ 1997 წლიდან რუსეთ-ბელარუსის კავშირი შექმნეს, კონფედერაციული გაერთიანებით.

წევრები

  • ყოფილი წევრები/ასოცირებული წევრები:
    • დროშა: თურქმენეთი თურქმენეთი (1991 და გამოვიდა 2005, მას შემდეგ ასოცირებული წევრია)
    • დროშა: საქართველო საქართველო (1993, თებ. 2006 გამოვიდა თავდაცვის მინისტრთა საბჭოდან, 2008-ში გაკეთდა განცხადება გასვლის სურვილთან დაკავშირებით, 2009 წლის 18 აგვისტოს საქართველო ოფიციალურად გამოვიდა დსთ-დან[1])

ისტორია

რუსეთის ფედერაცია, უკრაინა და ბელორუსია გაეროში

საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკები არც საკუთრივ შიგნიდან მინიჭებული საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსით და არც საგარეო, ანუ საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსისით არ იყვნენ თანასწორები (თუმცა საბჭოთა კონსტიტუციით ეს დეკლარირებული იყო). კერძოდ, საერთაშორისო სტატუსის თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციას, უკრაინას და ბელორუსიას - თვით საბჭოთა კავშირის მიერ მინიჭებული ჰქონდათ ძალზე არსებითი უპირატესობები. როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წელს საბჭოთა კავშირმა - რათა მისი წარმომადგენლობის მაქსიმიზება მოეხდინა - საერთაშორისო საზოგადოება აიძულა დამაფუძნებელი წევრების სახით მიეღოთ და გაეროს შექმნის ქარტიის ხელმომწერებად დაეშვათ: რუსეთის ფერდერაციული რესპუბლიკა, ბელორუსია და უკრაინა. 1958 წლიდან ნიუ იორკში დაარსდა ბელორუსიის მუდმივი წარმომადგენლობა. უკრაინა საბჭოთა პერიოდში ორჯერ იყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი (1948-1949, 1984-1985).

ბალტიის რესპუბლიკები სსრკ-ში

მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შესაბამისად მოახდინა ბალტიის რესპუბლიკების ოკუპირება და ანექსია, 1940 წლის 23 ივლისს აშშ ხელისუფლებამ სიმპსონის დოქტრინა განავრცო ბალტიის რესპუბლიკებზეც: „ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საბჭოთა ანექსიისა და სსრკ-ში ჩართვის არ ცნობით“.

ბალტიის რესპუბლიკების ანექსიის უსამართლობის ცნობა სსრკ მიერ 1989 24 დეკემბერს

1989 წლის 2 დეკემბერს კუნძულ მალტასთან მოხდა სსრკ პრეზიდენტის მ.გორბაჩოვისა და აშშ პრეზიდენტის ჯ.ბუშს. ამ შეხვედრაზე გადაწყდა „ცივი ომის“ დასრულება და ამ ომისაგან გამომდინარე წინააღმდეგობებისა დარეგულირება (მათ შორის იგულისხმებოდა აგრეთვე ბალტიის რესპუბლიკების სსრკ მიერ ოკუპაცია და ანექსიაც).

  • სინქრონოლოგია: მალტის შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ კი საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ 1989 წლის 24 დეკემბერს ბალტიის რეპუბლიკების - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია და ანქსია საბჭოთა კავშირის მიერ 1940 წელს უკანონოდ ცნო და განაცხადა, რომ ეს საბჭოთა ხალხის სურვილისა და ნების წინააღმდეგ და მეტიც - საბჭოთა კანონების დარღვევით მოხდა. ამით არსებითად საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ ბალტიის რესპუბლიკების გასვლას საბჭოთა კავშირიდან ლეგიტიმური საფუძველი მისცა და წააქეზა.

დსთ-ს შექმნა ბალტიის რესპუბლიკების გარეშე

1991 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკების ლიდერები, რომლებიც გაეროს დამაფუძნებელი წევრები იყვნენ ანუ რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის - შეიკრიბნენ ბელორუსიაში, ბელოვეჟში და ხელი მოაწერეს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ)“ შექმნის ხელშეკრულებას.

1991 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთის დედაქალაქში ალმა-ათაში ეუთოს დამაფუძნებლებმა მიიწვიეს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მეთაურები გარდა ბალტიის ქვეყნებისა როდესაც მათ ხელი მოაწერეს დსთ-ში გაწევრიანებას.

საქართველო და დსთ

საქართველოს გაწევრიანება დსთ-ში

საქართველოს გამოსვლა დსთ-დან

2009 წლის 18 აგვისტოს საქართველო ოფიციალურად გამოვიდა დსთ-დან. ამას წინ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული დაპირისპირება უძღოდა. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებიდან საქართველო ერთადერთია რომელიც დსთ-ს წევრი არ არის.

სქოლიო

  1. „საქართველომ დსთ-დან გამოსვლის პროცესი დაასრულა“. ახალი ამბები. Civil.Ge. 18 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო 2009. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში