ვენის კონგრესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: oc:Congrès de Viena
ხაზი 71: ხაზი 71:
[[nn:Wienerkongressen]]
[[nn:Wienerkongressen]]
[[no:Wienerkongressen]]
[[no:Wienerkongressen]]
[[oc:Congrès de Viena]]
[[pl:Kongres wiedeński]]
[[pl:Kongres wiedeński]]
[[pt:Congresso de Viena]]
[[pt:Congresso de Viena]]

00:48, 15 ნოემბერი 2012-ის ვერსია

ფაილი:Europa1814.jpg
ევროპა 1814 წელს

ვენის კონგრესიევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლების კონფერეცია რომელიც ჩატარდა ავსტრიის იმპერიის დედაქალაქ ვენაში 1814 წლის სექტემბრიდან – 1815 წლის ივნისის ჩათვლით. მისი მიზანი იყო საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება და გადაწყვეტა. ნაპოლეონზე გამარჯვებულ ქვეყნებს; რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, პრუსიასა და ავსტრიას მიღწეული შედეგების ხელშეკრულებებში ასახვა და საერთაშორისო ურთიერთობების ახალ წესებზე შეთანხმება სურდათ. მათთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის რევოლუციის, როგორც მონარქიის დამხობის პრეცენდენდენტის, შედეგების აღმოფხვრა. ამიტომაც აღადგინეს ბურბონთა დინასტია. მონაწილეთა საერთო მიზანს ევროპაში აბსოლუტიზმის გაძლიერება წარმოადგენდა.

მიმდინარეობა

საერთო მიზნების გარდა მონაწილეებს ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებიც ჰქონდათ ამიტომაც შეხვედრები მიმდინარეობდა ფარული ინტრიგების ფონზე. კონგრესს ავსტრიელი დიპლომატი, გრაფი მეტერნიხი ხელმძღვანელობდა. საფრანგეთს ტალეირანი წარმოადგენდა. რუსულ დელეგაციაში იყო იმპერატორი ალექსანდრე I. კონფერეციაში ასევე მონაწილეობდნენ; ესპანეთი, პორტუგალია, შვედეთი. ასევე; დანია, შვეიცარია, რომის პაპის წარმომადგენელი და ბავარია.

გადაწყვეტილება

დასკვნით აქტს, ხელი მოეწერა 9 ივნისი, 1815 წელი. მის დებულებები შედის:

  • პრუსიას გადაეცა საქსონიის ორი მეხუთედი, ვარშავავის საჰერცოგოს ნაწილი, დანციგი და რაინლანდ–ვესტფალია.
  • შეიქმნა გერმანიის კავშირი (კონფედერაცია) რომელიც 38 სახელმწიფოსგან შედგებოდა. ავსტრიისა და პრუსიის მხოლოდ ნაწილი მოხვდა კონფედერაციის ტერიტორიაზე.
  • ნიდერლანდები და სამხრეთ ნიდერლანდები (დაახ. თანამედროვე ბელგია) გაერთიანდა ერთიან კონსტიტუციურ მონარქიაში.
  • შვედეთის პომერანია დანიისგან გადაეცა პრუსიას.

ლიტერატურა

თარგი:Link GA