ჰომეროსი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ r2.7.2+) (ბოტის დამატება: udm:Гомер |
მ r2.7.1) (ბოტის დამატება: wa:Homere |
||
ხაზი 154: | ხაზი 154: | ||
[[vi:Hómēros]] |
[[vi:Hómēros]] |
||
[[vo:Homeros]] |
[[vo:Homeros]] |
||
[[wa:Homere]] |
|||
[[war:Homeros]] |
[[war:Homeros]] |
||
[[xmf:ჰომეროსი]] |
[[xmf:ჰომეროსი]] |
00:03, 6 ნოემბერი 2012-ის ვერსია
ჰომეროსი (ბერძ. Ὅμηρος Hómēros) — ლეგენდარული ბერძენი პოეტი, რომელსაც მიაკუთვნებენ ილიადისა (Ἰλιάς) და ოდისეის (Ὀδύσσεια) შექმნას. ერთ დროს ჰომეროსს მიაკუთვნებდნენ მთელ ეპიკურ ციკლს, რომელშიც შედიოდა პოემები ტროას ომზე და ასევე თებეური პოემები ოიდიპოსსა და მის ვაჟებზე. მასვე მიაკუთვნებდნენ ჰომერიკულ ჰიმნთა ტომებს, კომიკურ მინი-ეპოსს ბატრახომიომახია (Βατραχομυομαχία, ბაყაყისა და თაგვის ომი) და მარგიტებს, თუმცა ამჟამად ამ მტკიცებას ეჭვქვეშ აყენებენ.
გადმოცემის თანახმად ჰომეროსი ბრმა იყო. დაბადების ადგილად რამდენიმე იონიის ქალაქს მიიჩნევენ, (საბერძნეთის შვიდი ქალაქი ეცილებოდა ერთმანეთს ჰომეროსის სამშობლოს საპატიო ტიტულს), თუმცა სხვაგვარად მისი ბიოგრაფიული მონაცემები თითქმის არ არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ ჰომეროსი შესაძლოა ნამდვილი ადამიანი არ ყოფილიყო და რომ ეს სახელი შესაძლოა რამდენიმე ზეპირი პოეტისთვის მიეკუთვნებინათ, ტრადიციული ეპოსის გადმოცემისთვის. ასევე საკამათოა ილიადისა და ოდისეის ერთ პიროვნებაზე მიკუთვნება. სხვა ზემოთ აღნიშნულ პოემებს კი უფრო გვიანდელ პერიოდს მიაწერენ.
რესურსები ინტერნეტში
- ჰომეროსის ილიადა
- ჰომეროსის ნამუშევრები გუტენბერგის პროექტზე.
- ორენოვანი რედაქცია 1-12 წიგ.
- ჰომეროსი სხვადასხვა ვებგვერდზე
- ბერძნულის გაკვეთილები ჰომეროსზე დაყრდნობით
- Clyde Pharr, ჰომეროსი და ბერძნულის შესწავლა
- Homer
- SORGLL: Homer, Iliad, Bk I, 1-52; read by Stephen Daitz
- Racing Odysseus: A College President Becomes a Freshman Again