აკაში-კაიკიოს ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: ta:அகாசி கைக்ஜோ
r2.7.1) (ბოტის დამატება: fa:پل آکاشی کای کیو
ხაზი 28: ხაზი 28:
[[es:Gran Puente de Akashi Kaikyō]]
[[es:Gran Puente de Akashi Kaikyō]]
[[et:Akashi-Kaikyō sild]]
[[et:Akashi-Kaikyō sild]]
[[fa:پل آکاشی کای کیو]]
[[fi:Akashi-Kaikyōn silta]]
[[fi:Akashi-Kaikyōn silta]]
[[fr:Pont du détroit d'Akashi]]
[[fr:Pont du détroit d'Akashi]]

23:26, 1 ნოემბერი 2012-ის ვერსია

აკაში-კაიკიოს ხიდი
ხიდი ზემოდან.
ხიდი საყრდენი კოშკიდან.

აკაში-კაიკიოს ხიდი (იაპონ. 明石海峡大橋 აკაში კაიკიო ო-ჰაში), ასევე ცნობილი როგორც მარგალიტის ხიდი — დაკიდული ხიდი იაპონიაში, აკაშის სრუტეზე; აერთებს მაიკოს კობეში და ივაიას ავაძის კუნძულზე, და ჰონსიუ-სიკოკუს გზატკეცილის ნაწილია. ეს ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდია მსოფლიოში დღეისთვის, როგორც საერთო სიგრძით (3.911 მ), ასევე მიცი ცენტრალური ფრთის ზომით (1 991 მ). გეგმით ის ერთ-ერთია სამ ხიდთაგან ჰონსიუ-სიკოკუს მონაკვეთზე.

ხიდის აგებამდე მგზავრები აკაშის სრუტეზე ბორნით გადადიოდნენ. სრუტე ხშირად შტორმიანია და 1955 წელს ძლიერი უამინდობის გამო ერთ-ერთი მორიგი ბორანი 168 მგზავრით ჩაიძირა, მგზავრების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ უბედური შემთხვევით გამოწვეული შოკითა და საზოგადოების აღშფოთების გამო იაპონიის მთავრობამ სრუტეზე დაკიდული ხიდის გეგმის შექმნა გადაწყვიტა. თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო ხიდზე რკინიგზის ხაზის დამატებაც, თუმცა მშენებლობისას ეს პირობა უკუგდებულ იქნა - დარჩა მხოლოდ საავტომობილო ექვსი ხაზი. მშენებლობა 1988 წლის მაისში დაიწყო და მხოლოდ 1998 წლის 5 აპრილს დასრულდა. აკაშის სრუტე საერთაშორისო სანაოსნო გზაზეა და 1500 მეტრი სიგანის სანაოსნო ზოლს საჭიროებდა.

ხიდს სამი ფრთა აქვს. ცენტრალური ნაწილი 1991 მეტრია, გარდიგარდმო ფრთები 960 მეტრია. ხიდის საერთო სიგრძე 3911 მეტრია. ცენტრალური ფრთის სიგრძე 1990 მეტრი იყო თავდაპირველად, მაგრამ 19995 წლის კობეს მიწისძვრამ იგი ერთი მეტრით დააგრძელა. ხიდი პროექტით უძლებს 286 კმ/სთ ქარის წინაღობას, 8.5 მაგნიტუდის მიწისძვრას რიხტერის შკალით და სწრაფ ზღვის დინებას.

ხიდის მშენებლობა ¥ 500 მილიარდი (≈USD 5 მილიარდ) დაჯდა. ამ თანხის დაფარვას ხიდზე მგზავრობის გადასახადით გეგმავდნენ. თუმცა ეს გადასახაი იმდენად მაღალია (2.300 იენი ან $20 დოლარი), რომ მძღოლთა უმრავლესობა ნელ მაგრამ იაფ ბორანს ამჯობინებს.

რესურსები ინტერენტში