კრისტალოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13: ხაზი 13:

[[საქართველო]]ში კრისტალოგრაფიის კურსის კითხვა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თსუ]]-ში დაიწყო [[1919]] წელს [[ალექსანდრე თვალჭრელიძე]]მ; მასვე ეკუთვნის ქართულ ენაზე პირველი ([[1920]] წ.) სახელმძღვანელო გეომეტრიულ კრისტალოგრაფიაში.

== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.AmerCrystalAssn.org/ American Crystallographic Association]
*[http://www.xtal.iqfr.csic.es/Cristalografia/index-en.html Learning Crystallography]
*[http://cst-www.nrl.navy.mil/lattice/spcgrp/ Crystal Lattice Structures]
*[http://www.vega.org.uk Vega Science Trust Interviews on Crystallography] Freeview video interviews with Max Pertuz, Rober Huber and Aaron Klug.
*[http://www.iucr.org/iucr-top/comm/cteach/pamphlets.html Commission on Crystallographic Teaching, Pamphlets]
*[http://www.mcbmm.ameslab.gov/index.html Ames Laboratory, US DOE Crystallography Research Resources]
*[http://www.iucr.org/ International Union of Crystallography]

== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
ხაზი 31: ხაზი 22:
* Шубников А. В., Флинт Е. Е., Бокий Г. Б., Основы кристаллографии, М.— Л., 1940;
* Шубников А. В., Флинт Е. Е., Бокий Г. Б., Основы кристаллографии, М.— Л., 1940;
* Вайнштейн Б. Кристаллография, Кристаллография и научно-технический прогресс, там же, 1971, т. 16, в. 2, с. 261.
* Вайнштейн Б. Кристаллография, Кристаллография и научно-технический прогресс, там же, 1971, т. 16, в. 2, с. 261.

== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.AmerCrystalAssn.org/ American Crystallographic Association]
*[http://www.xtal.iqfr.csic.es/Cristalografia/index-en.html Learning Crystallography]
*[http://cst-www.nrl.navy.mil/lattice/spcgrp/ Crystal Lattice Structures]
*[http://www.vega.org.uk Vega Science Trust Interviews on Crystallography] Freeview video interviews with Max Pertuz, Rober Huber and Aaron Klug.
*[http://www.iucr.org/iucr-top/comm/cteach/pamphlets.html Commission on Crystallographic Teaching, Pamphlets]
*[http://www.mcbmm.ameslab.gov/index.html Ames Laboratory, US DOE Crystallography Research Resources]
*[http://www.iucr.org/ International Union of Crystallography]

[[კატეგორია:კრისტალოგრაფია]]
[[კატეგორია:კრისტალოგრაფია]]

13:45, 30 ოქტომბერი 2012-ის ვერსია

ყინულის კრისტალები

კრისტალოგრაფია (კრისტალი და ბერძნ. γράφω – ვწერ) — მეცნიერება კრისტალებისა და ნივთიერების კრისტალური მდგომარეობის შესახებ. შეისწავლის კრისტალთა სიმეტრიას, აგებულებას, თვისებებსა და წარმოქმნას. კრისტალოგრაფია დამოუკიდებელი მეცნიერების სახით გამოიყო XVIII საუკუნის შუა წლებში. ბუნებრივ კრისტალთა დაწახნაგების გეომეტრიული კანონზომიერებების შემსწავლელ დარგად ჩამოყალიბდა გეომეტრიული კრისტალოგრაფია, რომელსაც საფუძვლად უდევს რამდენიმე ძირითადი ემპირიული კანონი.

XIX საუკუნის ბოლოს შემუშავდა მოძღვრება კრისტალურ მესერზე; გაღრმავდა კრისტალთა ოპტიკურ თვისებების შესწავლა; ჩაისახა კრისტალთა ქიმიური თვისებების შემსწავლელი დარგი — კრისტალთქიმია. სტრუქტურული კრისტალოგრაფია შეისწავლის კრისტალთა აგებულებას რენტგენო-სტრუქტურული ანალიზის, ელექტრონოგრაფიისა და ნეიტრონოგრაფიის საშუალებით. გამოიყენება აგრეთვე ინფრაწითელი სპექტროსკოპიის, ბირთვული მაგნიტური რეზონანსის, ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსისა და სხვა მეთოდები. თანამედროვე კრისტალოგრაფიაში მნიშვნელოვან მიმართლებას წარმოადგენს კრისტალთა ჩასახვისა და ზრდის პროცესების თეორია და ექსპერიმენტული შესწავლა. ამ მიმართულებით კვლევისას კრისტალოგრაფია ემყარება თერმოდინამიკას და იყენებს ფაზურ გარდაქმნათა და ზედაპირულ მოვლენათა ზოგად კანონზომიერებებს.

ინტენსიურად განვითარდა რეალური კრისტალის კრისტალოგრაფია, რომელიც შეისწავლის კრისტალის რეალურ სტრუქტურას, კრისტალის ზრდის ან მასზე სხვადასხვა ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილ დეფექტებსა და დისლოკაციებს. კრისტალთა მექანიკური, ოპტიკური, ელექტრულ და მაგნიტურ თვისებებს შეისწავლის კრისტალთფიზიკა.

კრისტალოგრაფია შეისწავლის აგრეთვე სხვადასხვა მიკროსკოპული აგებულების მასალათა თვისებებს და ისეთ ნივთიერებებს, რომელთაც კრისტალური ნივთიერების მსგავსად ატომური მოწესრიგებულობა ახასიათებს (თხევადი კრისტალები, პოლიმერები). კრისტალოგრაფია აქტიურად შეიჭრა მოლეკულურ ბიოლოგიაში.

საქართველოში კრისტალოგრაფიის კურსის კითხვა თსუ-ში დაიწყო 1919 წელს ალექსანდრე თვალჭრელიძემ; მასვე ეკუთვნის ქართულ ენაზე პირველი (1920 წ.) სახელმძღვანელო გეომეტრიულ კრისტალოგრაფიაში.

ლიტერატურა

  • ავალიანი თ., ჯავრიშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 36-37.
  • თვალჭრელიძე ა., გეომეტრიული კრისტალოგრაფია, თფ., 1920;
  • პოპოვი გ.მ., შაფრანოვსკი ი.ი., კრისტალოგრაფია, თბ., 1951;
  • ყიფშიძე ი., გეომეტრიული კრისტალოგრაფია, ტფ., 1935;
  • ხარაშვილი გ., კრისტალოგრაფია, ნაწ. 1 - ლექციები გეომეტრიულ კრისტალოგრაფიაში, თბ., 1975;
  • Шубников А. В., Флинт Е. Е., Бокий Г. Б., Основы кристаллографии, М.— Л., 1940;
  • Вайнштейн Б. Кристаллография, Кристаллография и научно-технический прогресс, там же, 1971, т. 16, в. 2, с. 261.

რესურსები ინტერნეტში