კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კლემენტ → კლემენს
r2.7.3) (ბოტის დამატება: ml:ക്ലെമൻസ് വോൺ മെറ്റർനിക്ക്
ხაზი 45: ხაზი 45:
[[lmo:Prénzip Klemens Wenzel von Metternich]]
[[lmo:Prénzip Klemens Wenzel von Metternich]]
[[lt:Klemensas Vencelis Lotaras fon Meternichas]]
[[lt:Klemensas Vencelis Lotaras fon Meternichas]]
[[ml:ക്ലെമൻസ് വോൺ മെറ്റർനിക്ക്]]
[[nl:Klemens von Metternich]]
[[nl:Klemens von Metternich]]
[[no:Klemens von Metternich]]
[[no:Klemens von Metternich]]

12:36, 30 ოქტომბერი 2012-ის ვერსია

მეტერნიხი

კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხი (გერმ. Klemens Wenzel Lothar von Metternich; დ. 15 მაისი, 1773 – გ. 11 ივნისი, 1859) — ავსტრიელი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, თავადი.

1806–09 წლებში ელჩად იმყოფებოდა პარიზში. 1809–21 წლებში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ფაქტობრივად მთავრობის მეთაური იყო. მეტერნიხი მიისწრაფოდა დაებრუნებინა ნაპოლეონის მიერ ავსტრიისათვის წართმეული მიწები. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ცდილობდა ინგლის–რუსეთის წინააღმდეგობები ავსტრიის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ხელი შეეშალა ევროპაში რუსეთის შემდგომი ექსპანსიისათვის. დიდი როლი შეასრულა ვენის კონგრესზე. იყო „საღვთო კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. 1821 წელს ავსტრიის კანცლერი გახდა. 1848 წლის რევოლუციამ დაამხო მეტერნიხის ხელისუფლება, რის შემდეგაც იგი საზღვარგარეთ გაიქცა. 1851 წელს ავსტრიის რევოლუციის შემდეგ ავსტრიაში დაბრუნდა, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა აღარ მიუღია.

ლიტერატურა

  • კ. ანთაძე, ახალი ისტორია, მე-8 კლასის სახელმძღვანელო, თბ., „კონა“, 2001.