ტრინიდადი (კუნძული): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მმ|ტრინიდადი (კუნძული)|ტრინიდადი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
{{ინფოდაფა კუნძული
{{ინფოდაფა კუნძული
| სახელი = ტრინიდადი
| სახელი = ტრინიდადი

07:45, 30 სექტემბერი 2012-ის ვერსია

ტერმინს „ტრინიდადი (კუნძული)“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ტრინიდადი (მრავალმნიშვნელოვანი).
ტრინიდადი
მშობ. სახელი: Trinidad

ტრინიდადი და ტობაგოს რუკა
გეოგრაფია
კოორდინატები 10°25′ ჩ. გ. 61°21′ დ. გ. / 10.417° ჩ. გ. 61.350° დ. გ. / 10.417; -61.350
ფართობი 4,748 კმ²
უმაღლესი წერტილი 940 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 1,252,800

ტრინიდადი (ესპ. Trinidad — «სამება») — კუნძული კარიბის ზღვაში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, წარმოადგენს სახელმწიფო ტრინიდადი და ტობაგოს მთავარ ნაწილს, მასზე ქვეყნის მოსახლეობის 96% ცხოვრობს. კუნძული მდებარეობს ვენესუელის სანაპიროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ში.

კუნძული მატერიკისგან გამოყოფილია ბოკას-დელ-დრაგონისა და ბოკას-დე-ლა-სერპეს სრუტით, ასევე პარიის ყურით. სანაპირო ზოლი საკმაოდ დანაწევრებულია, ჩრდილოეთით სანაპირო ზოლს მიუყვება მარჯნის რიფები, ხოლო სამრეთით მანგროს ტყეები. ტრინიდადის ტერიტორია ძირითადად დაბლობია, რომელიც აღმოსავლეთით დაჭაობებულია. ჩრდილოეთით არის მცირე მთიანი სისტემა, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 940 მეტრს აღწევს (მთა არიპო), ეს მცირე მთიანი სისტემა არის ვენესუელის კორდილიერების გაგრძელება. სამხრეთ სანაპიროზე ასევე არის ტალახის ვულკანები. ამ ტერიტორიაზე მოიპოვება ბუნებრივი ასფალტი (პიჩის ტბა), ნავთობი (სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ შელფზე) და ბუნებრივი აირი.

რესურსები ინტერნეტში