ყვავილოვანი მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: diq:Angiosperms
r2.5.4) (ბოტის შეცვლა: ar:كاسيات البذور
ხაზი 46: ხაზი 46:
[[af:Bedeksadiges]]
[[af:Bedeksadiges]]
[[an:Magnoliophyta]]
[[an:Magnoliophyta]]
[[ar:مغطاة البذور]]
[[ar:كاسيات البذور]]
[[az:Çiçəkli bitkilər]]
[[az:Çiçəkli bitkilər]]
[[ba:Ябыҡ орлоҡлолар]]
[[ba:Ябыҡ орлоҡлолар]]

16:08, 24 სექტემბერი 2012-ის ვერსია

ყვავილოვანი მცენარეები

Magnolia virginiana
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ლათინური სახელი
Magnoliophyta
Anthophyta
Angiospermae

ყვავილოვანი მცენარეები (ლათ. Magnoliophyta ან Angiospermae) — უმაღლეს მცენარეთა ჯგუფი. მოიცავს 400 ოჯახს, 12 ათასზე მეტ გვარს და თითქმის 240 ათ. სახეობას; რაოდენობრივად მცენარეთა ყველა დანარჩენ ჯგუფს აღემატება. ყვავილოვანი მცენარეების წარმომადგენლები ზომითაც უდიდესია მთელ ორგანულ სამყაროში. მაგ., ზოგიერთის (ევკალიპტი) სიმაღლე 100 მ აღწევს, ზოგი ლიანის სიგრძე 200 მ-ზე მეტია. ყვავილოვანი მცენარეები ყველა კლიმატური ზონასა და მრავალნაირ ეკოლოგიურ პირობებში იზრდება — ტროპიკულ ტყეებიდან ტუნდრამდე, ჭაობებიდანუდაბნოებამდე და ზღვის სანაპიროებიდან — უმაღლეს მთებამდე. ისინი შეადგენენ ბიოსფეროს მცენარეული სამყაროს ძირითად მასას და უზრუნველყოფენ ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის არსებობას.[1]

ყვავილოვანი მცენარეები თავისი აგებულებითა და ფუნქციებით ურთულესია მცენარეთა ყველა სხვა ჯგუფთან შედარებით. მათ ახასიათებთ მაღალსპეციალიზებული გამტარი სისტემა თავისი ჭურჭლებით და თანამგზავრი უჯრედების მქონე საცრიანი მილებით, სასიცოცხლო პროცესების, ზრდისა და განვითარების აჩქარება, მზის მაღალ რადიაციასთან შეგუება, სპეციალიზებული ნივთიერებების — ალკალოიდების, ეთერზეთების, გლიკოზიდების და სხვ. წარმოქმნა, მაღალი პლასტიკურობა (განსაკუთრებით ფოთლების), მრავალიარუსიანი თანასაზოგადოებების შექმნის უნარი. მხოლოდ ყვავილოვანი მცენარეებისთვისაა დამახასიათებელი ყვავილი, რომელშიც ნაყოფის ფოთლებისაგან ანუ მეგასპოროფილებისაგან შექმნილი დახურული სათავსი-ნასკვია განვითარებული.

ნასკვის კედლებზე თესლკვირტები სხედან. ნასკვის წარმოქმნამ ურზუნველყო თესლკვირტების დაცვა, პლასტიკური ნივთიერებათა ეკონომია. განაყოფიერების შემდეგ ნასკვიდან ნაყოფი ვითარდება, სადაც თესლებია მოთავსებული. სწორედ აქედან წარმოდგება ყვავილოვან მცენარეთა მეორე სახელწოდება — ფარულთესლოვანები. ნაყოფის წარმოშობამ ფარულთესლოვანებში განაპირობა თესლის გავრცელების მრავალნაირობა. ნასკვის წარმოქმნასთან არის დაკავშირებული ფარულთესლოვანთა კიდევ ერთი არსებითი განსხვავება: მტვრის მარცვლები თესლკვირტებში ხვდება ნაყოფის სპეციალიზებული ზონით — დინგით.[1]

ფარულთესლოვნები (Angiospermae), ყვავილოვნები (Magnoliophyta ანუ Anthophyta), თესლოვან მცენარეთა განყოფილებაა. მათთვის დამახასიათებელია ტიპური ყვავილი, რომელიც შიშველთესლოვანთა სტრობილებისაგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ მეგასპოროფილი გადაქცეული აქვთ ნაყოფფოთლად. ნაყოფფოთლების შეზრდით წარმოიქმნება ღრუ სხეული, რომელშიც თესლკვირტები ვითარდება. ფარულთესლოვნებისთვის დამახასიათებელია ორმაგი განაყოფიერება. ფარულთესლოვნები ყველაზე მრავალგვაროვანი ჯგუფია.[2]

ყვავილოვანი მცენარეებისთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული საჩანასახე პარკი და ორმაგი განაყოფიერება, რაც გამოიხატება სპერმიების კვერცხუჯრედთან მეორეულ ბირთვთან ერთდროულად შერწყმაში. სამტვრე მილს აკისრია ახალი ფუნქცია — გამანაყოფიერებელი ელემენტების გადატანა თესლკვირტამდე. განაყოფიერების შედეგად წარმოიქმნება ტრიპლოიდური ენდოსპერმი, რომლის ჰიბრიდული ბუნება და პლოიდურობა პროგრესული ნიშანია ყვავილოვანი მცენარეებისათვის. ყვავილოვან მცენარეებში მკვეთრადაა გამოსახული მდედრობითი (საჩანასახე პარკის) და მამრობითი გამეტოფიტის (მტვრის მარცვალი გენერაციული და ვეგეტატიური უჯრედებითურთ) რედუქცია, მძლავრადაა განვითარებული სპოროფიტი.[1]

გალერეა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 ღვინიანიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 635-636.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 234.