ვოლფგანგ პაული: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (Robot: Modifying fa:ولفگانگ پاولی to fa:ولفگانگ پائولی; cosmetic changes
r2.7.2) (ბოტის დამატება: pms:Wolfgang Pauli
ხაზი 68: ხაზი 68:
[[oc:Wolfgang Ernst Pauli]]
[[oc:Wolfgang Ernst Pauli]]
[[pl:Wolfgang Pauli]]
[[pl:Wolfgang Pauli]]
[[pms:Wolfgang Pauli]]
[[pnb:ولفگانگ پالی]]
[[pnb:ولفگانگ پالی]]
[[pt:Wolfgang Pauli]]
[[pt:Wolfgang Pauli]]

15:34, 21 სექტემბერი 2012-ის ვერსია

ეს სტატია შვეიცარიელ ფიზიკოსს (Wolfgang Pauli) ეხება. გერმანელი ფიზიკოსის (Wolfgang Paul) შესახებ იხილეთ ვოლფგანგ პაული (ფიზიკოსი).
ვოლფგანგ პაული

ვოლფგანგ ერნსტ პაული (Wolfgang Ernst Pauli) (დ. 25 აპრილი, 1900, ვენა ― გ. 15 დეკემბერი, 1958, ციურიხი) — შვეიცარიელი ფიზიკოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში.

ბიოგრაფია

ვოლფგანგ პაული დაიბადა 1900 წლის 25 აპრილს, ვენის უნივერსიტეტის პროფესორის, ვოლფგანგ იოზეფ პაულის ოჯახში. მეორე სახელი მომავალმა მეცნიერმა მიიღო ნათლიის, ფიზიკოს ერნსტ მახის საპატივსაცემოდ. 1918 წელს პაულიმ დაამთავრა გიმნაზია. სწავლის გასაგრძელებლად მან ამოირჩია მიუნხენი, სადად იმჟამად მუშაობდა მიუნხენის თეორიული ფიზიკის ფუძემდებელი არნოლდ ზომერფელდი. პირველი ორი ნაშრომი, რომელიც 1919 წელს პაულიმ შეასრულა ზომერფელდის ხელმზღვანელობით, დაკავშირებული იყო ფარდობითობის ზოგად თეორიასთან. 1920 წელს, ზომერფელდის დავალებით პაული იწყებს მუშაობას ენციკლოპედიისათვის, ფარდობითობის თეორიის სტატიაზე, რომლის შესახებ შემდგომში ალბერტ აინშტაინი იტყვის: „ის, ვინც წაიკითხავს ამ ნაშრომს, ძნელად თუ დაიჯერებს, რომ მისი ავტორი მხოლოდ 21 წლისაა. გაუგებარია, რისი უფრო მეტად უნდა გვიკვირდეს: იდეათა ღრმა ფსიქოლოგიური გაგების, თუ შეუდარებელი მათემატიკური დასკვნების“.

1921 წელს პაული გადადის გეტინგენში, სადაც იგი იწყებს მუშაობას მაქს ბორნის ხელმძღვანელობით. დაწყებული 1920 წლიდან, პაული დიდ ყურადღებას აქცევდა ატომებთან და მათ სპექტრთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევებმა, მეცნიერი მიიყვანეს მის ცხოვრებაში მომხდარ უდიდეს აღმოჩენამდე. 1924 წელს ვოლფგანგ პაული აყალიბებს მიკროსამყაროს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს, რომელიც მეცნიერებაში „პაულის პრინციპითაა“ ცნობილი.

გარკვეული პერიოდის განმვლობაში პაული მუშაობდა კოპენჰაგენის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში ნილს ბორთან ერთად, მანამ მას არ შესთავაზეს დოცენტის თანამდებობა ჰამბურგის უნივერსიტეტში. 1923 წელს პაული იწყებს მუშაობას ჰამბურგის უნივერსიტეტში. 1928 წელს იგი გადადის ციურიხში, პოლიტექნიკუმის პროფესორის თანამდებობაზე. 1930 წელს გამოთქვავს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს აზრს, რითაც შეიძლება ითქვას ჩიხიდან გამოჰყავს იმდროინდელი ფიზიკა. იმ დროსათვის, ექსპერიმენტალური გამოკვლევები აჩვენებდა, რომ ნეიტრონის ბეტა–დაშლისას მიღებული პროდუქტების — პროტონის და ელექტრონის ჯამური ენერგია ნაკლებია საწყის მნიშვნელობაზე, რაც ეწინააღმდეგებოდა ფიზიკის ფუნდამენტურ კანონს ენერგიის შენახვის შესახებ. პაულიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ბეტა–დაშლის შედეგად მიღებულ პროდუქტებს შორის არის მსუბუქი, ნულოვანი მუხტის მქონე ნაწილაკი, რომლის რეგისტრაცია მთვლელების საშუალებით შეუძლებელია მუხტის არარსებობის გამო და რომელიც არის ზუსტად იმ "ნაკლული ენერგიის" მატარებელი. ეს მოსაზრება, რომელმაც არა მხოლოდ ენერგიის, არამედ მომენტისა და იმპულსის მუდმივობის კანონები "გადაარჩინა" ექსპერიმენტალურად დამტკიცდა მხოლოდ 20 წლის შემდეგ. 1941 წელს პაული საცხოვრებლად მიემგზავრება აშშ–ში, სადაც მუშაობს პრინსტონის უნივერსიტეტში. 1945 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია. 1946 წელს იგი ბრუნდება სამშობლოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა პროფესორის თანამდებობაზე ციურიხის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში. მეცნიერებაში შეტანილი ღვაწლისათვის, 1958 წელს პაულის აჯილდოებენ მაქს პლანკის სახელობის მედლით. იმავე წლის 15 დეკემბერს, ციურიხში, კიბოსაგან გარდაიცვალა მე–20 საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი თეორეტიკოსი.

სამეცნიერო მიღწევები

  • 1924: კვანტურ მექანიკაში პაულის შემოაქვს ახალი თავისუფლების ხარისხის ცნება. ამ თავისუფლების ხარისხის არსებობა 1925 წელს დამტკიცდა ულენბეკის და გაუდსმიტის კვლევების შედეგად და მას ელექტრონის სპინი ეწოდა. ამავე წელს პაული აყალიბებს თავის აკრძალვის პრინციპს (პაულის პრინციპი), რომელიც უმნიშვნელოვანესია კვანტურ მექანიკაში.
  • 1926 : ვერნერ ჰაიზენბერგის მიერ, კვანტური მექანიკის მატრიცული წარმოდგენის გამოქვეყენების შემდეგ, პაული იყენებს ამ თეორიას წყალბადის ხილული სპექტრის აღსაწერად.
  • 1927 : ელექტრონის სპინის აღსაწერად პაულის შემოაქვს სპინორის ცნება
  • 1930 : პაული გამოთქვავს აზრს ნეიტრინოს არსებობის შესახებ, რომელიც ექსპერიმენტალურად ენრიკო ფერმის ცდების შედაგად დამტკიცდა მხოლოდ 1954 წელს.

რესურსები ინტერნეტში

ნობელის კომიტეტის ოფიციალური საიტი (ინგლ.)