ატამი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: lez:Гугъри; cosmetic changes
ბოტის წაშლა: cr:Min kamilauat (missing)
ხაზი 45: ხაზი 45:
[[chr:ᏆᏅ]]
[[chr:ᏆᏅ]]
[[ckb:قۆخ]]
[[ckb:قۆخ]]
[[cr:Min kamilauat]]
[[cs:Broskev]]
[[cs:Broskev]]
[[da:Ferskentræ]]
[[da:Ferskentræ]]

05:01, 21 სექტემბერი 2012-ის ვერსია

ატამი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Persica Mill
ატმის ყვავილი

ატამი (Persica Mill) — ხეხილოვანი მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ატმის სამშობლო ჩინეთია. მის გვარში 6 სახეობაა. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი ატამი, რადგანაც კულტურული ჯიშებია გამოყვანილი (ცნობილია 5 ათასამდე ჯიში). დანარჩენ სახეობებს უმთავრესად იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში და კულტურის ჯიშების საძირეებად.

ატმის ხე ან ბუჩქი იზრდება 7 - 8 მ-მდე, ფოთოლი ლანცეტისებრია, ორსქესიანი ყვავილის გვირგვინის ფურცლები ვარდისფერი ან აგურისფერია, ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) სხვადასხვა სიმსხოსია, წონით 250 გ არწევს. ატმის ნაყოფი სახრავი ან საპობია, კანი მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალოა. იგი შებუსული ან გლუვია (ვაშლატამა). რბილობი თეთრია ან ყვითელი. შეიცავს (%-ით) 7 - 12 შაქარს, 0,08 - 1,02 მჯავებს, 0,5 - 1,2 პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებსა და სხვა. ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცვებამდე მწიფდება. მცირე ნაყოფს იძლევა დარგვიდან მეორე წელს, 5 წლიდან სრულმოსავლიანია. ცოცხლობს 15 - 16 წლამდე. სითბოს მოყვარული, სიცხისა და გვალვის ამტანი მცენარეა. კარგად და ხანგრძლივად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებზე. მისი გავრცელების არეალი დაახლოებით ჩრდილოეთის განედი 50° და სამხრეთის განედი 40° აღწევს. ატმის კულტურას სამრეწველო მნიშვნელობა აქვს უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, დაღესტანსა და ყირიმში.

საქართველოში დარაიონებულია ატმის 11 ჯიში, აქედან ქართლის ზონისათვის ხალხური სელექციით შექმნილი საკონსერვო და სუფრის მსხვილნაყოფიანი, მკვრივხორციანი სახრავი ჯიშებია: ხიდისთაური - ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი - ბერების. კახეთის ადგილობრივი ჯიშებიდან ფართოდაა გავრცელებული საშემოდგომო კახური თეთრი, გავაზური, ხირსული. ქართველმა სელექციონერებმა გამოიყვანეს საკონსერვო საგვიანო ატმის ახალი ჯიშები: ბესტავაშვილი და წედისური, აგრეთვე საადრეო სუფრის ჯიშები: ნობათი, ერისთავის ვარდისფერი, გორული საადრეო, სკრის საადრეო, სანდო. შემოტანილი ჯიშებიდან: ამსდენი და ელბერტი. მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად (მყნობით). საძირედ იყენებენ ატმის, ტყემლისა და ნუშის ნათესარს. ატმისაგან მზადდება ჩირი, მურაბა, წვენი და კომპოტი. ატამს ყველაზე მეტად აზიანებს ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, ნაცარი, კლასტეროსპორიოზი, კურკოვანთა ნაადრევი ხმობა; მავნებლებიდან - ატმის მწვანე ბუგრი, ატმის ჩრჩილი.

ლიტერატურა

  • ვიქსიკონის ლოგო ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ატამი
  • ერისთავი ე., ატმის სელექციის შედეგები საქართველოში, «მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის შრომები», 1961, ტ. 13;
  • ერისთავი ე., ნასყიდაშვილი შ., ატამი, თბ., 1958;
  • ქსე, ტ. 1, გვ. 665. თბ., 1975