ზარათუშტრა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ესკიზი აღარაა.
ხაზი 3: ხაზი 3:
== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
* {{ქსე|2|483}}
* {{ქსე|2|483}}

{{ესკიზი-რელიგია}}


[[კატეგორია:ზოროასტრიზმი]]
[[კატეგორია:ზოროასტრიზმი]]

07:39, 16 სექტემბერი 2012-ის ვერსია

ზარათუშტრა (ირან., ბერძნ. ზოროასტრი) — ძველი სპარსული რელიგიის რეფორმატორი — ზოროასტრიზმის დამაარსებელი და წინასწარმეტყველი. მეცნიერებაში დადგენილია, რომ ზარათუშტრა ისტორიული პირია. ავესტაში არის ცნობები მის გვარზე, ქალიშვილსა და მეგობრებზე. ზარათუშტრას ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროს ზუსტად არ არის ცნობილი. ვარაუდობენ, რომ იგი ცხოვრობდა ძვ. წ. X საუკუნესა და VI საუკუნის I ნახევარს შორის პერიოდში. სადავოა ზარათუშტრას სამშობლოს საკითხიც. მკვლევართა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ზარათუშტრა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აღმოსავლეთ ირანში. ზოროასტრული ტრადიციით კი მისი სამშობლო აზერბაიჯანია. ზარათუშტრას მიაწერენ გათების (ავესტის უძველესი ნაწილი) შექმნას. დასაშვებია, რომ ზარათუშტრა იყო არიული რელიგიის ქურუმი და თავის ახალ მოძღვრებაში შეინარჩუნა არიული რელიგიის ინსტიტუტები და მრავალი რელიგიური ტერმინი. გათბის მიხედვით, ზარათუშტრას მოძღვრებას მის სამშობლოში წარმატება არ ჰქონია, იგი გაქცეულა და თავი შეუფარებია ქავი (მეფე) ვიშტასპას კარზე. ვიშტასპამ და მისმა ქვეშევრდომებმა მიიღეს ახალი რელიგია და ხელი შეუწყვეს მის გავრცელებას. „მცირე ავესტაში“ ზარათუშტრა უკვე მითურ პიროვნებად, ღმერთკაცად გვევლინება.

ლიტერატურა

თარგი:Link FA