დაცვის სიგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''"დაცვის სიგელი"''', არაბი სარდლის ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ 654-655 წ...
(განსხვავება არ არის)

11:18, 20 აპრილი 2007-ის ვერსია

"დაცვის სიგელი", არაბი სარდლის ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ 654-655 წლებში გაცემული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა დამპყრობელი არაბებისა და ქართლის მოსახლეობის ურთიერთობას. "დაცვის სიგელს" არაბები აძლევდნენ ნებით დამორჩილებულ მოსახლეობას. ქართლის დასაპყრობად გამოლაშქრებულ ჰაბიბ იბნ მასლამას სტეფანოზ ერისმთავარმა საზღვართან შეაგება ელჩი ძღვნით და მორჩილება აღუთქვა. არაბები თბილისში შემოვიდნენ, მასლამამ მიღებული ძღვენი მომავალი ხარკის ანგარიშში ჩათვალა და ქვეყანას "დაცვის სიგელი" მისცა. სიგელის ძალით:

  • დამპყრობლები ხელუხლებლად ტოვებდნენ მოსახლეობის სარწმუნოებას;
  • დამორჩილებულ მოსახლეობას ეკისრებოდა ხარკი - ჯიზია, კომლზე თითო დინარი;
  • ორივე მხარე ვალდებულებას კისრულობდა არ შეეცვალა კომლთა რიცხვი გადასახდელის შემცირების ან გადიდების მიზნით;
  • ქართველ მოსახლეობას დაევალა სამხედრო სამსახური;
  • თავისი ნებით გამაჰმადიანებული დამპყრობელთა ძმად ცხადდებოდა და თავისუფლდებოდა ჯიზიისაგან.

ჩანს, ქართლის მოსახლეობა შემდეგ აღარ იცავდა სიგელით ნაკისრ ვალდებულებას. 724-725 წლებში ქართლში ილაშქრა არაბმა სარდალმა ჯარაჰმა, რომელმაც განაახლა "დაცვის სიგელი". ზოგიერთი ცვლილებით და დამატებით. ჯიზიასთან ერთად, რომელიც ამ დროისათვის სულად გადასახდელს წარმოადგენდა, მოსახლეობას დაეკისრა საადგილმამულო გადასახდელიც - ხარაჯა.

"დაცვის სიგელის" ტექსტი დაცულია არაბი ისტორიკოსების ტაბარის, ბალაძურის, იაკუთის თხზულებებში. სიგელის ტექსტი თარგმნილია გერმანულ, რუსულ ენებზე.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ლორთქიფანიძე მ., არაბთა მდლობელობის ხასიათი საქართველოში, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1963, ნაკვ. 35;
  • მისივე, ჰაბიბ იბნ მასლამას "დაცვის სიგელი", იქვე, 1951, ნაკვ. 29
  • სილაგაძე ბ., ჰაბიბიბნ მასლამას "დაცვის სიგელის" დათარიღებისათვის, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1971, № 1;
  • სიხარულიძე ე., არაბეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, «თსუ შრომები», 1959, ტ. 73;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
  • ჯანაშია ს., არაბობა საქართველოში, შრომები ტ.2, თბ. 1952