ძუძუსმაწოვებელი (ხატი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: fr:Galaktotrophousa
ხაზი 4: ხაზი 4:
წმინდა საბა მშვიდობით წარსდგა ღვთის წინაშე [[VI საუკუნე]]ში, ხოლო მისი წინასწარმეტყველება ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ აღესრულა: [[XIII საუკუნე]]ში [[პალესტინა]] მოინახულა წმინდა [[საბა სერბელი|საბა სერბელმა]]. მას გადაეცა წმ. საბა განწმენდილის წინასწარმეტყველური ანდერძი და ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის ხატი. სერბეთში დაბრუნების შემდგომ წმ. საბამ ხატი ხილანდარის მონასტერს გადასცა. აღსანიშნავია, რომ ჩვეულების წინააღმდეგ, ის წმ. საბამ კანკელზე აღსავლის კარის არა მარცხენა, არამედ მარჯვენა მხარეს მოათავსა, სადაც ჩვეულებრივ [[იესო ქრისტე|მაცხოვრის]] ხატია ხოლმე, ხოლო ყოვლისმპყრობელი უფლის ხატი მარცხენა მხარეს, ღვთისმშობლის ხატის ადგილასაა მოთავსებული.

== გამოყენებული ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
*''”ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულმოქმედი ხატების ისტორია”. გვ. 102-103. თბილისი 2001 წ.''
*''”ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულმოქმედი ხატების ისტორია”. გვ. 102-103. თბილისი 2001 წ.''
[[კატეგორია:ღვთისმშობლის ხატები]]
[[კატეგორია:ღვთისმშობლის ხატები]]

11:12, 4 სექტემბერი 2012-ის ვერსია

ძუძუსმაწოვებელი

ხატი იმყოფება ათონზე, კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაში და ხილანდარის მონასტერს ეკუთვნის. თავდაპირველად ეს ხატი იყო საბა განწმენდილის ლავრაში, რომელიც იერუსალიმიდან 18 ვერსითაა დაშორებული. აღმოსავლეთში ამ ერთადერთი ლავრის წმინდა დამაარსებელმა თავის აღსასრულთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველა, რომ გარკვეული დროის შემდგომ ლავრას სერბეთიდან მეფური შთამომავლობის თანამოსახელე ვინმე საბა ესტუმრებოდა და რომ ლავრა მას, ლოცვა-კურთხევის ნიშნად, ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიუძღვნიდა.

წმინდა საბა მშვიდობით წარსდგა ღვთის წინაშე VI საუკუნეში, ხოლო მისი წინასწარმეტყველება ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ აღესრულა: XIII საუკუნეში პალესტინა მოინახულა წმინდა საბა სერბელმა. მას გადაეცა წმ. საბა განწმენდილის წინასწარმეტყველური ანდერძი და ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის ხატი. სერბეთში დაბრუნების შემდგომ წმ. საბამ ხატი ხილანდარის მონასტერს გადასცა. აღსანიშნავია, რომ ჩვეულების წინააღმდეგ, ის წმ. საბამ კანკელზე აღსავლის კარის არა მარცხენა, არამედ მარჯვენა მხარეს მოათავსა, სადაც ჩვეულებრივ მაცხოვრის ხატია ხოლმე, ხოლო ყოვლისმპყრობელი უფლის ხატი მარცხენა მხარეს, ღვთისმშობლის ხატის ადგილასაა მოთავსებული.

ლიტერატურა

  • ”ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულმოქმედი ხატების ისტორია”. გვ. 102-103. თბილისი 2001 წ.