სიუზან ბელპერონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Article creation / Translation by Zurab Pavlenishvili
(განსხვავება არ არის)

01:43, 2 სექტემბერი 2012-ის ვერსია

სიუზან ბელპერონი

სიუზან ბელპერონი (ფრანგ. Suzanne Belperron) (დ.1900-გ.1983) დაიბადა სენ-კლოდში, საფრანგეთში, იყო 20-ე საუკუნის ერთ-ერთი უნიჭიერესი და გავლენიანი იუველირი-დიზაინერი[1].

ბიოგრაფია

იუველირის ცხოვრების ადრეული წლები

მადელინ, სიუზან, მარი, კლერ, ვუილერმი, ვაჭარ ჟიულ ალიქს ვუილერმის (1861-1913) და მარი კლარის ფაუსტინ ბეილი-მეტრის (1866-1931) შვილი დაიბადა 1900 წლის 26 სექტემბერს ქალაქ სენ-კლოდში, იურის მთებში (აღმოსავლეთ საფრანგეთი), 60 კილომეტრში ჟენევიდან (შვეიცარია).

ზამთრის გრძელი თვეების შესავსებად იურის რეგიონის მცხოვრებლებმა საუკუნეთა მანძილზე განავითარეს ტრადიციულ ხელსაქმეთა ფართო სფერო, რაც მოიცავდა ქვების კვეთის ხელოვნებას. [2] ქალაქი სენ-კლოდი 1885 და 1929 წლებს შორის იყო ასევე ბრილიანტების დამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მსოფლიო ცენტრი. [3]

იცოდა რა სიუზანის დიზაინერის ადრე განვითარებული ნიჭის შესახებ, მისმა დედამ წაახალისა ის მიეცა თავისუფალი მიმართულება მისი ნიჭისათვის, შეიყვანა რა ის სახვითი ხელოვნების სკოლაში ქალაქ ბეზანსონში.[4] ეს სკოლა დაარსა 1773 წელს შვეიცარიელმა მხატვარმა მელქიორ ვირშმა და ფრანგმა მოქანდაკემ ლიუკ ბრეტონმა. 1843 წლის შემდეგ სკოლის პირადაპირ არის საფრანგეთის უძველესი სახელმწიფო მუზეუმი ხელოვნებისა და არქეოლოგიისა ქ. ბეზანსონისა, მოწყობილი 1694 წელს, დაახლოებით 1 საუკუნით ადრე პარიზის ლუვრის მუზეუმზე, ეს არის ადგილი, სადაც არის საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი საგამოფენო დარბაზი, შესანიშნავი კოლექცია კლასიკური სიძველეებისა და ძველ-ეგვიპტური ნაკეთობებისა.

სიუზან ბელპერონმა მოიგო პირველი პრიზი „დეკორატიულ ხელოვნებაში“ წლიურ შეჯიბრებაში 1918 წლისა, ორნამენტით მორთული საათით.[5] ეს პრიზი იყო მისი ჯილდო სწავლის წლებისათვის სპეციალობით „საათების და იუველირულ ნაკეთობათა დამზადება.

სქოლიო

  1. (ფრანგული) Vogue magazine - Auction - Belperron jewels fr. Vogue.fr (21 november 2011).
  2. (ფრანგული) Colin, Thérèse (1937). Industries in Saint-Claude (fr). Les Études rhodaniennes, გვ. 196. ციტირების თარიღი: 29 April 2012. 
  3. (ინგლისური) Bauer, Max (1968). Precious Stones, Vol. 1. Dover Publications, გვ. 244. ISBN 978-0486219103. ციტირების თარიღი: 29 April 2012. 
  4. (ინგლისური) Raulet; Baroin (2011) Suzanne Belperron, გვ. 20. 
  5. (ინგლისური) Raulet; Baroin (2011) Suzanne Belperron, გვ. 8.