ცხენისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: en:Tskhenistsqali
ხაზი 51: ხაზი 51:


[[cs:Cchenisckali]]
[[cs:Cchenisckali]]
[[en:Tskhenis-Tsqali]]
[[en:Tskhenistsqali]]
[[lt:Cchenisckalis]]
[[lt:Cchenisckalis]]
[[nl:Tschenis-Tsqali]]
[[nl:Tschenis-Tsqali]]

21:04, 28 აგვისტო 2012-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხენისწყალი (მრავალმნიშვნელოვანი).
ცხენისწყალი
ცხენისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქები ცაგერი
სათავე კავკასიონი
შესართავი რიონი
შესართავის მდებარეობა საქართველო
სიგრძე 176 კმ
აუზის ფართობი 2120 კმ²
ფაილი:Ckhenistskali.svg
აუზი
ცხენისწყალი ვიკისაწყობში

ცხენისწყალიმდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ფასისმთის დასავლეთით, 2710 მ სიმაღლეზე, ერთვის რიონს მარჯვენა მხრიდან სოფელ საჯავახოსთან. სიგრძე 176 კმ, აუზის ფართობი 2120 კვ.კმ. ცხენისწყლის შუა და ზემო დინება კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მოედინება, ქვემო — კოლხეთის დაბლობზე. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულ-ზაფხულში ახასიათებს წყალდიდობა (ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 70%), ზამთარში — წყალმცირობა (10%), შემოდგომაზე — წყალმოვარდნა (20%).

წყალდიდობა ქვემო დინებაში თებერვალ-მარტში იწყება, ზემო დინებაში — აპრილში. წყალდიდობის მაქსიმუმი მაის-ივლისშია, რის შემდეგ დონე იკლებს აგვისტოს ბოლომდე. აუზის მთიან ნაწილში წყალმცირობა 4-5 თვე გრძელდება (ნოემბრიდან მარტამდე). ქვემო დინებაში წყალმცირობა არამდგრადია, ხშირია წვიმებითა და თოვლის დნობით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 90,4 მ³/წმ. ცხენისწყალი ყოველწლიურად რიონს უერთებს 2,84 კმ³ წყალს. ყინულოვანი მოვლენები — ყინულნაპირისი და თოში — იცის ზემო და შუა დინებაში. მდორე დინების ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოიქმნება ყინულსაფარი, რომელიც 5-6 დღეს გრძელდება.

ცხენისწყლის უმთავრესი შენაკადებია: ზესხო, ხელედულა, ჯონოულა (მარჯვ.), ღობიშური, ლეუშერისწყალი, ხოფური (მარცხ.). ზემო და შუა დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, წისქვილების ასამუშავებლად, ენერგეტიკისთვის, ქვემო დინებაში — სარწყავად. ცხენისწყლის ნაწილი გადაგდებულია მდინარე ლაჯანურში ლაჯანურჰესის ასამუშვებლად, რისთვისაც ქალაქ ცაგერთან კაშხალია აგებული.

ცხენისწყალზე მდებარეობს ქალაქი ცაგერი.

ლიტერატურა