წილკანი (მხარე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
*{{ქსე|11|324|გვასალია დ.}}
*{{ქსე|11|324|გვასალია დ.}}

{{საქართველოს ისტორიული მხარეები}}


[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]

16:49, 27 აგვისტო 2012-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წილკანი.

წილკანი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, შუა საუკუნეებში - თემი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, მთიულეთის არაგვის სათავეებში (ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). სახელწოდება მომდინარეობა სიტყვისაგან "წინკარი" (წინკარი>წირკანი>წილკანი).

წილკანი საქართველოს ერთ-ერთი პირველი მხარეა, სადაც ქრისტიანული რელიგია გავრცელდა. ტრადიციის თანახმად, IV საუკუნის 30-იან წლებში ქართველთა განმანათლებელმა ნინომ წობენში სხვა მთიელებთან ერთად წილკნელებსაც მიაღებინა ქრისტიანობა. VI საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა ისე წილკნელი, ერთ-ერთი 12 ასურელი მამათაგანი. წილკნის მხარე შედიოდა წილკნის საეპისკოპოსოში. მასში შედიოდა მუხრანი, ბაზალეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და ხევი. VIII-IX საუკუნეებში წილკანი ხან ქართლის, ხან კახეთის შემადგენლობაშია. მის მითვისებას ცდილობდნენ მუხრანის ერისთავები ძაგანისძეები. XI საუკუნეში ერისთავის ძმამ მოდესტომ წილკნის საეპისკოპოსოს ყმა-მამული მიიტაცა. დავით აღმაშენებელმა მოტაცებული მიწები კვლავ საეპისკოპოსოს დაუბრუნა. XI საუკუნის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ წილკანთან დაამარცხა და გააქცია განძის ამირა ფადლონი. XVII-XVIII საუკუნეებში წილკანი თურქთა, ყიზილბაშთა და განსაკუთრებით ლეკთა თარეშმა დიდად დააზარალა.

ლიტერატურა