ხულიო კორტასარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის წაშლა: mzn:خولیو کورتاسار
r2.7.2) (ბოტის დამატება: ay:Julio Cortázar
ხაზი 50: ხაზი 50:


[[ar:خوليو كورتاثر]]
[[ar:خوليو كورتاثر]]
[[ay:Julio Cortázar]]
[[az:Xulio Kortasar]]
[[az:Xulio Kortasar]]
[[be:Хуліа Картасар]]
[[be:Хуліа Картасар]]

00:37, 27 აგვისტო 2012-ის ვერსია

ხულიო კორტასარი
Julio Florencio Cortázar
ესპ. Julio Cortázar
დაბადების თარიღი 26 აგვისტო, 1914
დაბადების ადგილი ბრიუსელი, ბელგია
გარდაცვალების თარიღი 12 თებერვალი 1984
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
ფსევდონიმი Julio Denis
საქმიანობა მწერალი და მოაზროვნე
ენა Peruvian Coast Spanish
ეროვნება არგენტინელი
მოქალაქეობა  არგენტინა
 საფრანგეთი
ალმა-მატერი Facultad de Filosofía y Letras de la Universidad de Buenos Aires
ჟანრი სიურეალიზმი
Magnum opus კლასობანა
ჯილდოები მედიჩის პრემია უცხოური ლიტერატურისათვის
მეუღლე უგნე კარველისი, აურორა ბერნარდესი და კეროლ დანლოპი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

თარგი:Orphan

ხულიო ფლორენსიო კორტასარი (ესპ. Julio Florencio Cortázar) (* 26 აგვისტო, 1914, ბრიუსელი, ბელგია; გ. 12 თებერვალი, 1984, პარიზი, საფრანგეთი) - არგენტინელი მწერალი და მოაზროვნე. სიურეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ბიოგრაფია

ხულიო კორტასარი დაიბადა 1914 წლის 26 აგვისტოს ბრიუსელში, სადაც მისი მშობლები მამის მივლინების დროს იმყოფებოდნენ. როგორც თავად აღნიშნავდა ეს იყო "ტურიზმისა და დიპლომატიის ნაყოფი"[1]. 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და შექმნილი ვითარების გამო ოჯახი იძულებული გახდა 1918 წელს არგენტინაში დაბრუნებულიყო. მამამ ოჯახი ევროპიდან დაბრუნების შემდეგ მალევე მიატოვა, ხულიომ ბავშვობა ბუენოს-აირესის მახლობელ ბამფილდში გაატარა. გაიზარდა ქალთა გარემოცვაში (დედასთან, დეიდასთან, ბებიასთან და მასზე ერთი წლით უმცროს დასთან ერთად), ამ გარემოებამ ძლიერი ზეგავლენა იქონია მისი მომავალი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, მან არაერთხელ გაიბრძოლა გაბატონებული მატრიარქატის წინააღმდეგ.

წერა 9 წლის ასაკში დაიწყო. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა მასწავლებელთა საშუალო სკოლაში გააგრძელა (Escuela Normal de Profesores Mariano Acosta). 1932 წელს მიიღო ლიტერატურის მასწავლების სტატუსი. მასწავლებლად მუშაობდა Saladillo, Bolívar y Chivilcoy. 1935 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ჩააბარა ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, სადაც ეკონომიკური პრობლემების გამო მხოლოდ ორი წელი შეძლო სწავლა. თავდაპირველად ხულიო თავის ნაშრომებს "ხულიო დენისი"-ის ფსევდონიმით აქვეყნებდა. 1951 წელს, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, იძულებული გახდა გასცლოდა ხუან პერონის მმართველობის ქვეშ მოქცეულ არგენტინას და პარიზში ეპოვა ნავსაყუდელი. საფრანგეთში იუნესკოს დამოუკიდებელ თარჯიმნად მუშაობდა, რაც საშუალებას აძლევდა თავისი ლიტერატურული მოღვაწეობისათვის დაეთმო დრო და ემოგზაურა. 1953 იქორწინა აურორა ბერნარდესზე და მთარგმნელობით საქმიანობას მიჰყო ხელი. მნიშვნელოვანოა მის მიერ შეტანილი წვლილი ამ სფეროში. ედგარ ალან პოს კორტასარისეული თარგმანი საუკეთესოდ არის მიჩნეული. მისი ყველაზე აღიარებული ნაშრომია "კლასობანა" ("Rayuela"), წიგნის წაკითხვა შეიძლება ავტორის მიერ შემოთავაზებული თავების ნუსხის ან თქვენი ნება-სურვილის მიხედვით.

გატაცებები: კრივი და მუსიკა, განსაკუთრებით ჯაზი, ეს გატაცებები სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა მწერალს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ამ ფაქტს უარყოფს მონტეს-ბრედლი მის ახალ ბიოფრაფიულ ნაშრომში "უწვერული კორტასარი" ("Cortázar sin barba"). მისი მტკიცებით ხულიოს მამა არ იყო არგენტინის დიპლომატიური მისიის წევრი და იგი ბელგიაში სავაჭრო მიზნებით იმყოფებოდა