ანტიგუა და ბარბუდა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (Robot: Modifying ckb:ئانتیگوا و باربودا to ckb:ئانتیگوا و باربوودا; cosmetic changes
r2.7.2) (ბოტის დამატება: gn:Antigua ha Barbuda
ხაზი 151: ხაზი 151:
[[gd:Antigua agus Barbuda]]
[[gd:Antigua agus Barbuda]]
[[gl:Antiga e Barbuda - Antigua and Barbuda]]
[[gl:Antiga e Barbuda - Antigua and Barbuda]]
[[gn:Antigua ha Barbuda]]
[[gv:Antigua as Barbuda]]
[[gv:Antigua as Barbuda]]
[[he:אנטיגואה וברבודה]]
[[he:אנטיגואה וברבודה]]

20:00, 25 აგვისტო 2012-ის ვერსია

ანტიგუა და ბარბუდა
Antigua and Barbuda
ანტიგუა და ბარბუდა
დევიზი: „Each Endeavouring, All Achieving
(თუ ყოველი ეცდება, ყველა მიაღწევს მიზანს)“
ჰიმნი: „Fair Antigua, We Salute Thee“
ანტიგუა და ბარბუდის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სენტ-ჯონსი
17°07′ ჩ. გ. 61°51′ დ. გ. / 17.117° ჩ. გ. 61.850° დ. გ. / 17.117; -61.850
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქია
 -  მმართველი ელისაბედ II
 -  გენერალ-გუბერნატორი ლუიზა ლეიკ ტეკი
 -  პრემიერ-მინისტრი ბოლდვინ სპენსერი
ფართობი
 -  სულ 440 კმ2 (195-ე)
 -  წყალი (%) უმნიშვნელო
მოსახლეობა
 -  2010 შეფასებით 86,754 (191-ე)
 -  სიმჭიდროვე 197 კაცი/კმ2 (57-ე)
მშპ (მუპ) 2009 შეფასებით
 -  სულ $1.522 მილიარდი (170-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $17,892 (59-ე)
აგი (2007) 0.815 (მაღალი) (57-ე)
ვალუტა აღმოსავლეთ კარიბის დოლარი (XCD)
დროის სარტყელი (UTC -4სთ.)
ქვეყნის კოდი ATG
Internet TLD .ag
სატელეფონო კოდი 1 268

ანტიგუა და ბარბუდა (ინგლ. Antigua and Barbuda) — ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ორ დიდ, ანტიგუასა და ბარბუდაზე და რამდენიმე მცირე კუნძულზე, კარიბის ზღვისა და ატლანტის ოკეანეს შორის.

მოსახლეობა — უმრავლესობა ნეგროიდები. რელიგია — უმრავლესობა პროტესტანტები.

ქვეყანა არის ერთა თანამეგობრობისა და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი.

ქვეყანას მართავს დედოფალი ელისაბედ II, ასევე გენერალ-გუბერნატორი ლუიზა ლეიკ-ტეკი.

ისტორია

კუნძულზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ინდიელ-არავაკები. XIII საუკუნეში კი ისინი მეომარმა კარიბულმა ტომებმა განდევნეს.

კუნძული აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა 1493 წელს, თავისი მეორე ექსპედიციის დროს.

1632 წლიდან ანტიგუა და ბარბუდა დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ინგლისელები ამ ტერიტორიებზე პლანტაციურ სოფლის მეურნეობას მისდევდნენ (შაქრის ლერწამი, ბამბა, თამბაქო, ქოქოსი). ინგლისელები პლანტაციებში აფრიკიდან ჩამოყვანილ მონებს ამუშავებდნენ. მონობა ამ ქვეყანაში 1834 წელს გაუქმდა.

1958-1962 წწ-ში ანტიგუა ვესტ-ინდოეთის ფედერაციის შემადგენლობაში იყო.

1967 წლის თებერვალში ინგლისმა ანტიგუა გამოაცხადა «დიდი ბრიტანეთის ასოცირებულ ქვეყნად».

1981 წლის 1 ნოემბრიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო.

გეოგრაფია

სახელმწიფო შედგება ორი შედარებით დიდი და რამდენიმე პატარა კუნძულისაგან, რომლებიც მის სანაპიროსთან მდებარეობენ. ანტიგუა — ქვეყნის ყველაზე დიდი დასახლებული კუნძული (280 კმ²). კუნძული ბარბუდა მდებარეობს ანტიგუის ჩრდილოეთით 48 კმ-ში, არის ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძული (161 კმ²). ასევე ქვეყნის შემადგენლობაშია საშუალო სიდიდის კუნძული რედონდა (1,6 კმ²), მდებარეობს ანტიგუის დასავლეთით 40 კმ-ში.

ლანდშაფტი ძირითადად დაბლობებით ხასიათდება. ანტიგუის ყველაზე მაღალი წერტილი — ობამას მთაა, რომელიც ბოგის ბორცვის სახელითაცაა ცნობილი.

ქვეყნის დედაქალაქი — სენტ-ჯონზი, მდებარეობს კუნძულ ანტიგუაზე. ბარბუდის ყველაზე მრავალმრიცხოვანი ქალაქია კოდრინგტონი.

კუნძულებზე თბილი ტროპიკული კლიმატია.

სახელმწიფო

დემოგრაფია

  • მოსახლეობა - 85,632 (2009).
  • სახელმწიფო ენა - ინგლისური
  • რელიგია -
  • დედაქალაქი - სენტ-ჯონსი
  • ქალაქები -
  • ადმინისტრაციული დაყოფა -

რესურსები ინტერნეტში