რეინოლდსის რიცხვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: de:Reynoldszahl
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: de:Reynolds-Zahl
ხაზი 36: ხაზი 36:
[[cs:Reynoldsovo číslo]]
[[cs:Reynoldsovo číslo]]
[[da:Reynolds tal]]
[[da:Reynolds tal]]
[[de:Reynoldszahl]]
[[de:Reynolds-Zahl]]
[[en:Reynolds number]]
[[en:Reynolds number]]
[[eo:Nombro de Reynolds]]
[[eo:Nombro de Reynolds]]

18:41, 24 აგვისტო 2012-ის ვერსია

რეინოლდსის რიცხვი ჰიდროდინამიკაში არის უგანზომილებო რიცხვი, რომელიც ახასიათებს ინერციულა ძალის ფარდობას სიბლანტის ძალასთან დაშესაბამისად ახასიათებს სითხის კონკრეტული დინებისთვის ამ ორი ძალის ფარდობით მნიშვნელობას. ასეთი უგამზომილებუ რიცხვი პირველად განხილული იქნა ჯორჯ სტოქსის მიერ 1851 წელს, მაგრამ ის ატარებს ოსბორნ რეინოლდსის სახელს, რომელმაც მოახდინა მისი პოპულარიზაცია 1883 წელს.

რეინოლდსის რიცხვი ხშირად ჩნდება ჰიდროდინამიკური პრობლემების განზომილებითი ანალიზის დროს. რეინოლდსის რიცხვი ასევე გამოიყენება დინების სხვადასხვა რეჟიმების დახასიათებისას, როგრიცაა ტურბულენტური და ლამინარული რეჟიმები. ლამინარული დინებები დაიმზირება შედარებით დაბალი რეინოლდსის რიცხვების დროს, როდესაც სიბლანტის ძალების გავლენა ძლიერია, ხოლო ტურბულენტური ნაკადები დაიმზირება მაღალი რეინოლდსის რიცხვების დროს, როდესაც სითხის მოძრაობა ძირითადად განისაზღვრება ინერციული ძალების მოქმედებით.

განმარტება

რეინოლდსის რიცხვი შეიძლება განმარტებული იქნას სხვადასხვა სიტუაციებისთვის, როდესაც დაიმზირება სითხის მოძრაობა გარკვეული მყარი კედლის მიმართ. ასეთი განმარტება როგორც წესი მოიცავს ისეთ ცნებეს, როგორიცაა სითხის სიმკვრივე და სიბლანტე, და სიტხის მოძრაობის მახასიათებელი სიგრძე/ზომა. ეს ზომა გარკვეული შეთანხმების საგანია, მაგალითად წრიული ან სფერული მოძრაობის შემთხვევაში ასეთ ზომად შეიძლება გამოყენებული იქნას როგირც რადიუსი, ასევე დიამეტრი. თვითმფრინავის ან გემის შემთხვევაში ასეთ მახასიათებელ ზომას შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ობიექტის სიგრძე, ასევე სიგანე.

.

სადაც:

  • არის სითხის საშუალო სიჩქარე (SI სისტემის ერთეულებში: მ/წმ)
  • არის სითხის მოძრაობის მახასიათებელი ზომა (მ)
  • არის დინამიური სიბლანტე (პა*წმ ან ნ*წმ/მ2)
  • არის კინემატიკური სიბლანტე (ρ) (მ²/წმ)
  • არის სითხის სიმკვრივე (კგ/მ³)
  • არის დინების ტემპი (მ³/წმ)
  • არის მილის განივი კვეთა (მ²).

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში