ჰუსიტური ომები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: tr:Hussit Savaşları
Robot: Cosmetic changes
ხაზი 4: ხაზი 4:


== ჰუსიტური მოძრაობის დასაწყისი ==
== ჰუსიტური მოძრაობის დასაწყისი ==
ჰუსიტურმა მოძრაობამ მიიღო აქტიური ხასიათი მას შემდეგ რაც [[პრაღა]]ში ჩააღწია ცნობამ იან ჰუსის ცეცხლზე დაწვის შესახებ(06.07.1415). [[ბოჰემია|ბოჰემიის]] და [[მორავია|მორავიის]] რაინდობამ და თავადობამ გამოხატა აქტიური პროტესტი ჰუსის დაწვის გამო და [[კონსტანცის კრება]]ს (სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ჰუსის დაწვის შესახებ) (02.09.1415) გაუგზავნა წერილი სადაც დაგმეს ჰუსის დაწვა, ეს წერილი ცნობილია ''protestatio Bohemorum''-ის სახელით. უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამძაფრა იმპერატორ [[სიგიზმუნდი|სიგიზმუნდის]] პასუხმა, რომელიც დაიმუქრა რომ დაახრჩობდა ყველა ჰუსიტს და ვიკლიფისტს.
ჰუსიტურმა მოძრაობამ მიიღო აქტიური ხასიათი მას შემდეგ რაც [[პრაღა]]ში ჩააღწია ცნობამ იან ჰუსის ცეცხლზე დაწვის შესახებ(06.07.1415). [[ბოჰემია|ბოჰემიის]] და [[მორავია|მორავიის]] რაინდობამ და თავადობამ გამოხატა აქტიური პროტესტი ჰუსის დაწვის გამო და [[კონსტანცის კრება]]ს (სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ჰუსის დაწვის შესახებ) (02.09.1415) გაუგზავნა წერილი სადაც დაგმეს ჰუსის დაწვა, ეს წერილი ცნობილია ''protestatio Bohemorum''-ის სახელით. უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამძაფრა იმპერატორ [[სიგიზმუნდი]] პასუხმა, რომელიც დაიმუქრა რომ დაახრჩობდა ყველა ჰუსიტს და ვიკლიფისტს.


== ჰუსიტების და რაინდების ტაქტიკა ==
== ჰუსიტების და რაინდების ტაქტიკა ==
ხაზი 19: ხაზი 19:


== მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა ==
== მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა ==
1425 წელს დაიწყო მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა, მთავარ როლს ამ ლაშქრობაში ავსტრიის ერცჰერცოგი [[ალბრეხტი]] ასრულებდა. [[მორავია]]ში შეჭრილი ჯვაროსნები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ უკან [[ავსტრია]]ში დაბრუნებულიყვნენ.მომდევნო წელს ჩეხურმა არმიამ პროკოფი დიდის ხელმძღვანელობით ალყა შემოარტყა ქალაქ [[უსტი-ნად-ლაბემი|უსტი-ნად-ლაბემს]] რომელიც საქსონელებს ჰქონდათ დაპყრობილი, ჰუსიტების არმია შედგებოდა დაახლოებით 25 ათასი მეომრისგან (ძირითადად ტაბორიტები და პრაღელი მოხალისეები). ქალაქში მყოფი გარნიზონის გადასარჩენად და ჩეხების უკუსაგდებად დაიძრა 15-20 ათასიანი არმია [[საქსონია|საქსონიის]], [[მეისენი|მეისენის]] და [[თიურინგია|თიურინგიის]] სამთავროებიდან. [[გერმანელები|გერმანელებმა]] შეუტიეს ვაგენბურგს რომელიც ხუთასი მისაბმელისგან შედგებოდა და ერთ ადგილას მისი გარღვევაც კი შეძლეს, მაგრამ ჰუსიტების კავალერიამ განახორციელა წარმატებული კონტრშეტევა და უკუაგდეს მოწინააღმდეგე. გერმანელებმა უკან დაიხიეს და დატოვეს დაახლოებით ოთხი ათასი დაღუპული.
1425 წელს დაიწყო მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა, მთავარ როლს ამ ლაშქრობაში ავსტრიის ერცჰერცოგი [[ალბრეხტი]] ასრულებდა. [[მორავია]]ში შეჭრილი ჯვაროსნები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ უკან [[ავსტრია]]ში დაბრუნებულიყვნენ.მომდევნო წელს ჩეხურმა არმიამ პროკოფი დიდის ხელმძღვანელობით ალყა შემოარტყა ქალაქ [[უსტი-ნად-ლაბემი|უსტი-ნად-ლაბემს]] რომელიც საქსონელებს ჰქონდათ დაპყრობილი, ჰუსიტების არმია შედგებოდა დაახლოებით 25 ათასი მეომრისგან (ძირითადად ტაბორიტები და პრაღელი მოხალისეები). ქალაქში მყოფი გარნიზონის გადასარჩენად და ჩეხების უკუსაგდებად დაიძრა 15-20 ათასიანი არმია [[საქსონია|საქსონიის]], [[მეისენი]] და [[თიურინგია|თიურინგიის]] სამთავროებიდან. [[გერმანელები|გერმანელებმა]] შეუტიეს ვაგენბურგს რომელიც ხუთასი მისაბმელისგან შედგებოდა და ერთ ადგილას მისი გარღვევაც კი შეძლეს, მაგრამ ჰუსიტების კავალერიამ განახორციელა წარმატებული კონტრშეტევა და უკუაგდეს მოწინააღმდეგე. გერმანელებმა უკან დაიხიეს და დატოვეს დაახლოებით ოთხი ათასი დაღუპული.


== მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა ==
== მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა ==

08:24, 16 აგვისტო 2012-ის ვერსია

იან ჰუსი
იან ჰუსის კოცონზე დაწვა

ჰუსიტური ომები, საომარი მოქმედებები იან ჰუსის მიმდევრებს და კათოლიკებს შორის(აგრეთვე მოგვიანებით იან ჰუსის ზომიერ და რადიკალ მიმდევრებს შორის) 1420-1434 წლებში.ეს იყო პირველი ევროპული ომი სადაც ფართოდ გამოიყენებოდა ცეცხლსასროლი იარაღი.ჰუსიტურმა არმიამ მრავალი მარცხი მიაყენა მასზე უფრო რიცხვმრავალ რაინდების მძიმე აღჭურვილობით შეიარაღებულ არმიებს. თავდაპირველად ჰუსიტები კათოლიკებს ეომებოდნენ, რომლებმაც მათ წინააღმდეგ რამდენიმე ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყვეს. შემდეგში ომი დაიწყო უკვე ჰუსიტების ორ ფრთას ზომიერებს ("უტრაკვისტები") და რადიკალებს ("ტაბორიტები") შორის, რაც საბოლოოდ ამ უკანასკნელების დამარცხებით დასრულდა.

ჰუსიტური მოძრაობის დასაწყისი

ჰუსიტურმა მოძრაობამ მიიღო აქტიური ხასიათი მას შემდეგ რაც პრაღაში ჩააღწია ცნობამ იან ჰუსის ცეცხლზე დაწვის შესახებ(06.07.1415). ბოჰემიის და მორავიის რაინდობამ და თავადობამ გამოხატა აქტიური პროტესტი ჰუსის დაწვის გამო და კონსტანცის კრებას (სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ჰუსის დაწვის შესახებ) (02.09.1415) გაუგზავნა წერილი სადაც დაგმეს ჰუსის დაწვა, ეს წერილი ცნობილია protestatio Bohemorum-ის სახელით. უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამძაფრა იმპერატორ სიგიზმუნდის პასუხმა, რომელიც დაიმუქრა რომ დაახრჩობდა ყველა ჰუსიტს და ვიკლიფისტს.

ჰუსიტების და რაინდების ტაქტიკა

ტაბორიტებმა შექმნეს საზოგადოებები ადრე ქრისტიანების მაგალითზე.მათ ჰქონდათ საერთო ქონება და ქრისტიანულ ასკეტიზმს ქადაგებდნენ.ტაბორიტებს ასევე ჰქონდათ ახალი ტიპის იარაღი-გამოჭედილი მძიმე რკინის ჯაჭვი, რომლის ერთი დარტყმაც კი საკმარისი იყო სრულად აღჭურვილი რაინდის ცხენიდან ჩამოსაგდებად.ასევე რაინდების ცხენიდან ჩამოსაგდებად ჰუსიტები დაესესხნენ ფლანდრიელებს და დაიწყეს ფლანდრიული გრძელი შუბების გამოყენება.ჰუსიტები აგრეთვე ფლობდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, ბომბარდირებს და არკებუზებს.უძრავი თავდაცვის და მარშის დროს თავდასაცავად ისინი იყენებდნენ მათ მიერვე გამოგონილ ვაგენბურგებს (ხის მისაბმელებისგან შექმნილი დაჯგუფება).ყველაზე მცირე ტაქტიკური ერთეული იყო ვაგენი-რომელშიც შედიოდა 10 ადამიანი-4 მეჯაჭვე,5 შუბოსანი,მშვილდოსანი,მეარბალეტე ან მეარკებუზე და მძღოლი.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა

ჰაბსბურგების და კათოლიკების მცირერიცხოვანი მომხრეები დაბანაკდნენ კუტნას მთაზე, მათ მხარდასაჭერად 1420 წლის 1 მარტს პაპმა გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობა ერეტიკოსი ჰუსიტების წინააღმდეგ.იმპერატორმა სიგიზმუნდმა შეაგროვა ლაშქარი გერმანელი, პოლონელი და უნგრელი რაინდებისგან ასევე მათ შეუერთდნენ სილეზიელი და იტალიელი მოხალისე ქვეითები, ამ ლაშქრით აპრილის ბოლოს იგი შეიჭრა ჩეხეთში, და გაემართა კუტნას მთაზე დაბანაკებულ მომხრეებთან შესაერთებლად.ამ დროს ჩეხეთის სამხრეთ საზღვარზე ავსტრიული და ბავარიული შენაერთები ჯერ კიდევ ემზადებოდნენ შესატევად, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე გროვდებოდნენ ლაშქრები ბრანდებურგიდან, პფალციდან, კიოლნიდან, მაინციდან და ტრირიდან.
მაისის ბოლოს სიგიზმუნდმა მიაღწია კუტნას მთას და მოითხოვა პრაღელებისგან მოეხსნათ ალყა ქალაქის ციტადელისთვის სადაც მისი მომხრე გარნიზონი იყო განთავსებული.პრაღელებმა დახმარება სთხოვეს ტაბორში გამაგრებულ ჰუსიტებს. 9 ათასი ტაბორიტი იან ჟიჟკას მეთაურობით დაიძრა პრაღისკენ,სიგიზმუნდის რაინდებმა შეუტიეს მათ მაგრამ ტაბორიტებმა მათი შეტევა ბომბარდებით და ვაგენბურგში გამაგრებული მშვილდოსნების და მეარკებუზეების წყალობით მოიგერიეს. 20 მაისს ჟიჟკა პრაღაში შევიდა და ყველა ჰუსიტურ შენაერთზე მეთაურობა მიიღო.სიგიზმუნდი პრაღისკენ ამჯერად აღმოსავლეთიდან დაიძრა თუმცა შეტევის მიტანა ვერ გაბედა და 25 მაისს უკან დაიხია.
ჟიჟკამ გადაწყვიტა ესარგებლა იმპერატორის უკანდახევით და აეღო პრაღის ციხე-სიმაგრე. მაგრამ სიმაგრის დამცველებმა შეძლეს შეტევის მოგერიება, ამავე დროს ქალაქს ამჯერად დასავლეთიდან მიადგა იმპერატორი, მან შეძლო მიეწოდებინა ციხის გარნიზონისთვის სურსათი და შეიარაღება, ასევე გაიყვანა რამდენიმე ასეული ცხენი რომლებისთვისაც გარნიზონს არ ჰქონდა საკვების მარაგი.
ივნისის ბოლოს გერმანელი რაინდების და ქვეითების ლაშქარმა შემოარტყა ალყა ტაბორს, სამხრეთიდან ამავე ქალაქისკენ მოემართებოდა ავსტრიის ჰერცოგის ლაშქარი.მაშინ ჟიჟკამ მიიღო გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ დაეშვა ჰუსიტების მთავარი დასაყრდენის ტაბორის დაცემა, და გააგზავნა ჰუსიტების რაზმი ქალაქისკენ, ჰუსიტები თავს დაესხნენ მოალყეებს. მათ მხარდაჭერა აღმოუჩინა ასევე ქალაქის გარნიზონმაც, შედეგად იმპერატორის ლაშქარი დამარცხდა. ამის შემდეგ სიგიზმუნდმა უბრძანა ავსტრიელებს წასულიყვნენ პრაღის მიმართულებით და დაეკავებინათ ვიტკოვის მთა( თუკი იმპერატორის არმია შეძლებდა ამ მთის დაკავებას მაშინ ქალაქი სრულ ბლოკადაში მოექცეოდა). 1420 წლის 14 ივლისს ვიტკოვის მთაზე შედგა გადამწყვეტი ბრძოლა ჰუსიტებს და კათოლიკებს შორის. ჯვაროსნებმა მიიტანეს იერიში მთაზე და სცადეს მისი აღება მაგრამ ვერ მოახერხეს, ჟიჟკამ კი წარმატებით მოგერიებული შეტევის შემდეგ კონტრდარტყმა მიიტანა მოწინააღმდეგეზე და დაატოვებინა მას ვიტკოვის მთა, ამ დროს სიგიზმუნდის ლაშქარს ფლანგიდან შეუტიეს პრაღელმა მოხალისეებმა.ჯვაროსნებმა უკან დაიხიეს, მათალია ეს მარცხი არ იყო გამანადგურებელი და ჯარის დიდი ნაწილის გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ კათოლიკების ბანაკში ამ მარცხის შემდეგ ურთიერთდაპირისპირება დაიწყო, ამიტომ სიგიზმუნდი იძულებული გახდა 30 ივლისს ალყა მოეხსნა, ხოლო ნოემბერში მისმა ჯარმა ვიშეგრადთან კიდევ ერთი მარცხი განიცადა, რის შემდეგაც მთელი ჩეხეთი და მორავია ჰუსიტების ხელში აღმოჩნდა.

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა

1421 წლის მეორე ნახევარში უტრაკვისტებს და ტაბორიტებს შორის დაპირისპირება გამწვავდა, ერთიანი ჰუსიტური არმია ფაქტობრივად დაიშალა.სიგიზმუნდმა გადაწყვიტა ესარგებლა მოწინააღმდეგე ბანაკში არსებული უთანხმოებით და მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო.1421 წლის სექტემბერში მან ალყა შემოარტყვა საქსონიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ჟატეცს.ჟიჟკამ შეძლო გაერღვია ალყა და ქალაქში საკვები და შეიარაღება შეეტანა, მაგრამ პოლონელი და უნგრელი რაინდების კონტრშეტევის შემდეგ იგი იძულებული გახდა პრაღისკენ დაეხია.
ჟიჟკამ თავდაცვითი პოზიციები დაიკავა ვლადარის მთაზე, ქალაქ ჟლუტეცთან ახლოს, ტაბორიტემა ააგეს ვაგენბურგი რომლებშიც ბომბარდირები დააყენეს.სამი დღის განმავლობაში უტევდნენ ჯვაროსნები მოწინააღმდეგეს, მაგრამ ყველა მათი შეტევა წარუმატებლად დასრულდა.ამის შემდეგ ჰუსიტები ჟლუტეცის მიმართულებით გაიჭრნენ. განიცადეს რა წარუმატებლობა, ჯვაროსნები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ჩეხეთი (თანაც მათ მომარაგების პრობლემაც შეექმნათ).
წლის ბოლოს ჯვაროსნები ისევ შეიჭრნენ ჩეხეთში და კუტნას მთამდე მივიდნენ სადაც მათ ტაბორიტების ლაშქარი დაუხვდათ, ამ მომენტისთვის ჟიჟკა უკვე სრულად დაბრმავებული იყო (მან ერთ-ერთ ბრძოლაში დაკარგა მეორე თვალი თუმცა ეს არ უშლიდა მას ემეთაურა ჯარისთვის),სიგიზმუნდმა შეძლო კუტნას მთის აღება მაგრამ 1422 წლის 8 იანვარს გაბრთან უმძიმესი მარცხი განიცადა ჰუსიტებთან ბრძოლაში.ტაბორიტებმა გადაწყვიტეს ეწარმოებინათ მტრის დევნა რამაც შედეგი გამოიღო მდინარე საზავაზე გადასვლის დროს რამდენიმე რაინდს ყინული ჩაუტყდა და დაიხრჩვნენ მათი აღჭურვილობა ჟიჟკას მეომრებს დარჩათ, დევნა ქალაქ გერმანულ ბროდამდე გაგრძელდა, ორ დღეში ჰუსიტებმა ქალაქი აიღეს.
1423 წელს ტაბორიტების დიდი ლაშქარი შეიჭრა უნგრეთში და მორავიაში, ოქტომბრის შუა რიცხვებში ისინი დუნაიმდე მივიდნენ(კომარნოს და ესტერგომს შორის). აქ მათ უნგრელების მრავალრიცხოვანი არმია დაუხვდათ, ჟიჟკამ გადაწყვიტა უბრძოლველად დაეტოვებინა უნგრეთი და ჩეხეთში დაბრუნებულიყო,უნგრელები ჩეხებს უკან დახევის დროს ბომბარდირებს უშენდნენ.ჰუსიტებმა დანაკარგი განიცადეს, თუმცა ჯარის დიდმა ნაწილმა მოახერხა უკან დაბრუნებულიყო.უნგრეთის და მორავიის კამპანიის წარუმატებლობამ გაამწვავა დაპირისპირება უტრაკვისტებს და ტაბორიტეს შორის, რამაც საბოლოოდ სამოქალაქო ომი გამოიწვია.

სამოქალაქო ომი

1424 წლის 7 ივნისს უტრაკვისტებს და ტაბორიტებს შორის შედგა გადამწყვეტი ბრძოლა ქალაქ მატეშოვთან. უტრაკვისტები დამარცხდნენ, ტაბორიტების გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა კავალერიის მოულოდნელმა შეტევამ და მისაბმელებმა რომლებსაც მთიდან აგორებდნენ ტაბორიტები და ამით შეჰქონდათ არეულობა მტრის ბანაკში. ამ გამარჯვების შემდეგ ჰუსიტური ძალები კვავ ერთი პიროვნების კონტროლის ქვეშ მოექცნენ, მაგრამ თავად ეს პიროვნება იან ჟიჟკა იმავე წლის 11 ოქტომბერს შავი ჭირით გარდაიცვალა. ჰუსიტების ახალ მეთაურად პროკოფი დიდი იგივე პროკოფი ტიტველი აირჩიეს. შავმა ჭირმა მნიშვნელოვნად დაასუსტა ჰუსიტები და ისინი იძულებული გახდნენ დროებით შეეწყვიტათ ლაშქრობები მოსაზღვრე სახელმწიფოებზე.

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა

1425 წელს დაიწყო მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა, მთავარ როლს ამ ლაშქრობაში ავსტრიის ერცჰერცოგი ალბრეხტი ასრულებდა. მორავიაში შეჭრილი ჯვაროსნები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ უკან ავსტრიაში დაბრუნებულიყვნენ.მომდევნო წელს ჩეხურმა არმიამ პროკოფი დიდის ხელმძღვანელობით ალყა შემოარტყა ქალაქ უსტი-ნად-ლაბემს რომელიც საქსონელებს ჰქონდათ დაპყრობილი, ჰუსიტების არმია შედგებოდა დაახლოებით 25 ათასი მეომრისგან (ძირითადად ტაბორიტები და პრაღელი მოხალისეები). ქალაქში მყოფი გარნიზონის გადასარჩენად და ჩეხების უკუსაგდებად დაიძრა 15-20 ათასიანი არმია საქსონიის, მეისენის და თიურინგიის სამთავროებიდან. გერმანელებმა შეუტიეს ვაგენბურგს რომელიც ხუთასი მისაბმელისგან შედგებოდა და ერთ ადგილას მისი გარღვევაც კი შეძლეს, მაგრამ ჰუსიტების კავალერიამ განახორციელა წარმატებული კონტრშეტევა და უკუაგდეს მოწინააღმდეგე. გერმანელებმა უკან დაიხიეს და დატოვეს დაახლოებით ოთხი ათასი დაღუპული.

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა

მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობას სათავეში ჩაუდგა ბრანდებურგის კურფიურსტი ფრიდრიხი, პროკოფ დიდი და მეორე მეთაური პროკოფ პატარა თავის მხრივ შეიჭრნენ ავსტრიაში და 1427 წლის 4 აგვისტოს ტახოვის ბრძოლაში დაამარცხეს გერმანელები ავსტრიის ერცჰერცოგის მეთაურობით. 1428-1430 წლებში ჩეხები არაერთხელ შეიჭრნენ სილეზიაში საქსონიაში და სხვა გერმანულ სახელმწიფოებში მათ ერთხელ ვენასაც კი შემოარტყეს ალყა თუმცა წარუმატებლად.

მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა

1431 წელს საიმპერიო სეიმმა მიიღო გდაწყვეტლება მოეწყოთ მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა ჰუსიტების წინააღმდეგ. გერმანიის თავადობამ გამოიყვანა 8200 ცხენოსანი რაინდი და ქვეითები დიდი რაოდენობით, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ 150 ბომბარდირით. აგვისტოში ჯვაროსნების არმიას ფრიდრიხ ბრანდებურგელის მეთაურობით მოულოდნელად თავს დაესხნენ ჰუსიტები და დაამარცხეს (დომჟალიცეს ბანაკში), ჯვაროსნები გაიქცნენ და დატოვეს დიდი რაოდენობით აღჭურვილობა და არტილერია. ამის შემდეგ ტახოვთან უკვე მეორედ ჩეხებმა დაამარცხეს საქსონელი და ბავარიელი ფეოდალების არმია, რის შემდეგაც მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა დასრულდა.

ტაბორიტების განადგურება

ხუთ ჯვაროსნულ ლაშქრობაში გამარჯვების მიუხედავად ტაბორიტების პოზიციები ჩეხეთში მაიც არამყარი იყო, რადგანაც უტრაკვისტებთან დაპირისპირება გრძელდებოდა. სიტუაცია განსაკუთრებით გართულდა მაშინ როცა უტრაკვისტებმა მიაღწიეს შეთანხმებას კათოლიკებთან, ტაბორიტებს ახლა უკვე ორ ფრონტზე უწევდათ ბრძოლა. 1434 წლის 30 მაისს ლიპანთან გამართულ ბრძოლაში უტრაკვისტებმა კათოლიკების აქტიური მხარდაჭერით გამანადგურებელი მარცხი მიაყენეს ჯვაროსნებთან 14 წლიანი ომით დასუსტებულ ტაბორიტებს. ამ მარცხის შემდეგ ტაბორიტებმა დაკარგეს ჰუსიტური მოძრაობის ლიდერობა და საბოლოოდ განადგურდნენ.

სამშვიდობო ხელშეკრულება

1436 წელს ჩეხეთის მეფე გახდა კათოლიკე სიგიზმუნდ ლუქსემბურგი (საღვთო რომის იმპერატორი), რამაც საბოლოოდ დაასრულა ჰუსიტური ომები.