პელოპონესის ნახევარკუნძული: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა პუნქტუაცია
ბოტის დამატება: fo:Peloponnes
ხაზი 41: ხაზი 41:
[[fa:پلوپونز]]
[[fa:پلوپونز]]
[[fi:Peloponnesos]]
[[fi:Peloponnesos]]
[[fo:Peloponnes]]
[[fr:Péloponnèse]]
[[fr:Péloponnèse]]
[[gl:Peloponeso]]
[[gl:Peloponeso]]

03:02, 15 აგვისტო 2012-ის ვერსია

პელოპონესის ნახევარკუნძული (ბერძ. Πελοπόννησος) — ნახევარკუნძული და რეგიონი საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში. 1893 წლიდან, მას შემდეგ რაც გაიყვანეს კორინთოს არხი, იგი ფაქტიურად კუნძულად იქცა. შუა საუკუნეებში, ოსმალეთის საბერძნეთის დროს, პალოპონესს მორეა ერქვა. მას ამ სახელით ხშირად დღემდე მოიხსენიებენ.

გეოგრაფია

პელოპონესის ნახევარკუნძულის ფართობი შეადგენს 21,549.6 კმ²-ს და წარმოადგენს საბერძნეთის ყველაზე სამხრეთით მდებარე ნაწილს. ნახევარკუნძული დანარჩენ საბერძნეთს ორი სახმელეთო გზით უკავშირდება, ერთი — კორინთოს ყელით და მეორე — რიო-ანტირიოს ხიდით.

ნახევარკუნძულის შიდა ნაწილი მთებითაა დაფარული, ხოლო სანაპირო საკმაოდ ღრმაა. უმაღლესი მწვერვალია ტაიგეტი (2,409 მ). სამხრეთ ნაწილში, პელოპონესიდან გამოზრდილია კიდევ ოთხი ნახევარკუნძული: მესენია, მანი, მალეის კონცხი და არგოლიდი.

ისტორია

ნახევარკუნძულის ტერიტორია, ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანიდანაა დასახლებული. მისი თანამედროვე სახელი მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან, კონკრეტულად მითიდან გმირ პელოპის შესახებ, რომელმაც მთლიანი ნახევარკუნძული დაიპყრო. სახელი Peloponnesos ნიშნავს „პელოპის კუნძულს“.

პირველი ბერძნული ცივილიზაცია, აქ ბრინჯაოს ხანაში, ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გამოჩნდა. სავარაუდოდ, ეს იყო ეგეის ან მიკენის კულტურა. ანტიკურ ხანაში, პელოპონესი ძველი საბერძნეთის გულს წარმოადგენდა. აქ მდებარეობდა ისეთი ქალაქ-სახელმწიფოები, როგორებიცაა სპარტა, კორინთო, არგოსი და მეგალოპოლისი. ნახევარკუნძული ჩართული იყო ბერძნულ-სპარსულ ომებში. სწორედ აქ მიმდინარეობდა ძვ.წ. 431-404 წლებში პელოპონესის ომები. ძვ.წ. 146 წელს, პელოპონესმა ვერ გაუძლო რომის იმპერიას და მისი გაფართოების მსხვერპლი გახდა, გადაიქცა რა მის ერთ-ერთ, აქაიას პროვინციად.

რესურსები ინტერნეტში