ოკუმა სიგენობუ: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.4) (ბოტის შეცვლა: fr:Ōkuma Shigenobu
r2.7.3) (ბოტის დამატება: th:โอกุมะ ชิเงะโนะบุ
ხაზი 38: ხაზი 38:
[[su:Ōkuma Shigenobu]]
[[su:Ōkuma Shigenobu]]
[[sv:Okuma Shigenobu]]
[[sv:Okuma Shigenobu]]
[[th:โอกุมะ ชิเงะโนะบุ]]
[[uk:Окума Сіґенобу]]
[[uk:Окума Сіґенобу]]
[[vi:Ōkuma Shigenobu]]
[[vi:Ōkuma Shigenobu]]

16:04, 11 აგვისტო 2012-ის ვერსია

ოკუმა სიგენობუ

ოკუმა სიგენობუ (დ. 16 თებერვალი, 1838, საგა — გ. 10 იანვარი, 1922, ტოკიო) — იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე. საგის სამთავროს სამურაების ჩამომავალი. 1867-1868 რევოლუციის შემდეგ მაღალი თანამდებობები ეკავა ახალი მტავრობის საფინანსო და სამრეწველო უწყებებში. 1873-1881 მეთაურობდა ფინანსთა დეპარტამენტს. მჭიდროდ იყო დაკავშირებული მიცუბისის ფირმასთან (შემდგომ იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი კონცერნი). 1882 დააარსა ბურჟუაზიული პარტია კაისინტო და 1888-მდე მონაწილეობდა ლიბერალური-კონსტიტუციურ მოძრაობაში (მემარჯვენე ფრთა).

1882 დააარსა ტოკიოს სპეციალური სკოლა, რომელიც 1903 ვასედას უნივერსიტეტად გადაკეთდა. 1907-1914 იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი. 1888-1889 და 1896-1897 საგარეო საქმეთა მინისტრი. 1898 პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, 1914-1916 პრემიერ-მინისტრი. ოკუმას მთავრობის სათავეში მეორედ ყოფნისას იაპონია ჩაება 1914 აგვისტოს I მსოფლიო ომში (1914-1918).

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 516, თბ., 1984