ბადენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის წაშლა: it:Granducato di Baden (strongly connected to ka:ბადენის დიდი საჰერცოგო)
r2.7.3) (ბოტის დამატება: kk:Баден
ხაზი 39: ხაზი 39:
[[id:Baden]]
[[id:Baden]]
[[ja:バーデン (領邦)]]
[[ja:バーデン (領邦)]]
[[kk:Баден]]
[[ko:바덴]]
[[ko:바덴]]
[[la:Badenia]]
[[la:Badenia]]

05:00, 8 აგვისტო 2012-ის ვერსია

ბადენი გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში. იგივე საზღვრები ჰქონდა ბადენს დამოუკიდებლობის პერიოდშიც.

ბადენი (გერმ. Baden) — 1806 წლიდან 1871 წლამდე დამოუკიდებელი გერმანული სახელმწიფო რაინის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე გერმანიის სამხრეთ დასავლეთში. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ 1945 წლამდე იყო გერმანიის იმპერიის შემადგენელი ქვეყანა. 1918 წლამდე ბადენი მონარქიული იყო (თავდაპირველად აბსოლუტური, შემდეგ კონსტიტუციული), 1918-დან 1933 წლამდე დემოკრატიულ რესპუბლიკას წარმოადგენდა, 1933-1945 წლებში კი ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურის ნაწილი იყო. დღეს ყოფილი ბადენის ტერიტორიები ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მხარეს ეკუთვნის და გერმანიის შემადგენლობაში შედის.

ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული გერმანიაში ერთი და იმავე წარჩინებული ოჯახის სხვადასხვა შტოები მართავდნენ სამთავროებს „ბადენის“ სახელწოდებით, თუმცა ისინი სხვადასხვა ტერიტორიებს მოიცავდნენ. ნაპოლეონის ეპოქაში, XIX საუკუნის დასაწყისში დაარსებული ბადენის დიდი საჰერცოგო 1871 წელს გერმანიის იმპერიის დაარსებისას მის შემადგენლობაში შევიდა, საზღვრები კი მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე იგივე დარჩა.

1947-1952 წლებში არსებობდა ბადენის მიწა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეთა ოკუპაციის გამო ისტორიული ბადენის მხოლოდ სამხრეთ ნაწილს მოიცავდა, ჩრდილოეთი ნაწილი კი ვიურტემბერგ-ბადენის მიწის შემადგენლობაში შედიოდა. 1952 წელს ბადენი და ვიურტემბერგ-ბადენი, ასევე ვიურტემბერგ-ჰოენცოლერნის მიწა გაერთიანდა და შეიქმნა ბადენ-ვიურტემბერგი, რომელიც დღემდე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთი ფედერაულირი მხარეა.

ლიტერატურა

  • Badisches Landesmuseum Karlsruhe (Hrsg.): Baden 1789–1918. Führer durch die landes- und kulturgeschichtliche Abteilung. Info-Verlag, Karlsruhe 2001, ISBN 3-88190-273-2.
  • Hermann Bausinger: Die bessere Hälfte. Von Badenern und Württembergern. Deutsche Verlagsanstalt, Stuttgart/München 2002, ISBN 3-421-05591-2.
  • Frank Engehausen: Kleine Geschichte des Großherzogtums Baden. DRW-Verlag Weinbrenner, Leinfelden-Echterdingen 2005, ISBN 3-7650-8328-3.

რესურსები ინტერნეტში