ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:
დიდი დასახლებული პუნქტები ([[თელავი]], [[გურჯაანი]], [[ყვარელი]], [[ლაგოდეხი]], [[ახმეტა]], [[სიღნაღი]], [[წნორი (ქალაქი)|წნორი]], [[შილდა]], [[ნაფარეული]], [[კარდანახი]] და სხვა) განლაგებულია ვაკის კიდეებზე, კახეთის კავკასიონისა და გომბორის ქედის ძირას. ალაზნის ველი საქართველოს მევენახეობის მხარეა. ბუნებრივი პირობების მიხედვით იგი 2 ნაწილად იყოფა: მარჯვენა მხარედ (წინამხარი) და მარცხენა მხარედ (გაღმამხარი).

ალაზნის ვაკის [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკურ-გეოგრაფიული]] ერთეულის თავისებურება მდგომარეობს პირველ რიგში, მის [[რელეიფი|რელიეფში]], რომელიც კონტინენტური [[გეოსინკლინი]]ს ტიპობრივ თვისებებს ატარებს. [[მთა|მთებით]] თითქმის ყოველმხრივ შემოზღუდული ამ უზარმაზარი გრძელი ტაფობის ჰავაც არსებითად განსხვავდება მის ირგვლივ მდებარე სივრცეების [[არიდული ჰავა|არიდული ჰავისაგან]] განესტიანების მეტი სიუხვით. [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]] და მთლიანად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში არსად სხვაგან ესოდენ ნაზი, რბილი [[ჰავა]] არ გვხვდება. აქედან გამომდინარეობს ბარის მცენარეულობის ისეთი სიმდიდრე, როგორიც უცხოა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა ნაწილებისათვის, — ტყის არსებობა [[მდინარე]]ებისაგან დაშორებით, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] სულ 300-500 მ სიმაღლეზე. ეს ბუნებრივი თავისებურება [[კახეთი]]ს სახალხო მეურნეობის დოვლათიანობის მტკიცე საფუძველია, — წარმტაცია მისი სანახაობა [[გომბორის ქედი]]ს კალთებიდან.
ალაზნის ვაკის [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკურ-გეოგრაფიული]] ერთეულის თავისებურება მდგომარეობს პირველ რიგში, მის [[რელიეფი|რელიეფში]], რომელიც კონტინენტური [[გეოსინკლინი]]ს ტიპობრივ თვისებებს ატარებს. [[მთა|მთებით]] თითქმის ყოველმხრივ შემოზღუდული ამ უზარმაზარი გრძელი ტაფობის ჰავაც არსებითად განსხვავდება მის ირგვლივ მდებარე სივრცეების [[არიდული ჰავა|არიდული ჰავისაგან]] განესტიანების მეტი სიუხვით. [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]] და მთლიანად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში არსად სხვაგან ესოდენ ნაზი, რბილი [[ჰავა]] არ გვხვდება. აქედან გამომდინარეობს ბარის მცენარეულობის ისეთი სიმდიდრე, როგორიც უცხოა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა ნაწილებისათვის, — ტყის არსებობა [[მდინარე]]ებისაგან დაშორებით, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] სულ 300-500 მ სიმაღლეზე. ეს ბუნებრივი თავისებურება [[კახეთი]]ს სახალხო მეურნეობის დოვლათიანობის მტკიცე საფუძველია, — წარმტაცია მისი სანახაობა [[გომბორის ქედი]]ს კალთებიდან.

გეოლოგიური თვალსაზრისით ალაზნის ვაკე საქართველოს ტერიტორიის ფრიად თავისებური ტექტონიკური ერთეულია. წარმოადგენს ინტენსიური დაძირვის ზონას - ცოცხალ კონტინენტურ გეოსინკლინს, რომელიც ნალექების დაგროვების სტადიაში იმყოფება. ამ გეოსინკლინის ფორმირება პლიოცენდან დაიწყო;შუა და ზედა პლიოცენის მიჯნაზე ალაზნის ვაკის ადგილას კავკასიონის მთისწინეთი იყო, რაც მტკიცდება ეგრეთ წოდებული პროდუქტული (შუაპლიოცენური) წყების მინერალოგიური შედგენილობით ივრის ზეგანზე. ზედა პლიოცენიდან მიმდინარეობს ალაზან-აგრიჩაის დეპრესიის ევოლუციის პროცესი. დაძირვა თანადროულ ეპოქაშიც გრძელდება, - ეს მტკიცდება მთელი რიგი სტრატიგრაფიული და გეომორფოლოგიური ფაქტებით - დამარხული ნიადაგური და კულტურული ჰორიზონტების შემცველი უხეშნგრეული სქელი წყების არსებობით, რაც ჭაბურღილებითაა დადგენილი; კავკასიონიდან და გომბორის ქედიდან ჩამომავალი მდინარეების მძლავრი გამოზიდვის კონუსების დეფრომაციის ნიშნებით და სხვ.

12:48, 13 ივლისი 2012-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

ალაზნის ველი

ალაზნის ვაკე (ალაზნის ველი) — მთათაშუა აკუმულაციური ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის კავკასიონსა, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის. ზღვის დონიდან 200–470 მ. აგებულია ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით. ვაკე დახრილია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. მას მთელ სიგრძეზე კვეთს მდინარე ალაზანი.

ალაზნის ველის სიგრძეა 160 კმ, მაქსიმალური სიგანე 35–37 კმ, მინიმალური — 5 კმ. კიდეებზე ამაღლებულია და დანაწევრებულია ალაზნის მრავალი შენაკადით. ალაზნის ველზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული ცხელი. ნალექები 700–1000 მმ წელიწადში, ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი — იანვარში. ალაზნის ველზე ხშირია სეტყვა. ალაზნის ველი ნაწილობრივ დაფარულია ვაკის ტყით, სადაც უმთავრესად მუხა, იფანი, ნეკერჩხალი, ალვის ხე. ვაკის დიდი ნაწილი მეორეულ ტყე-სტეპებსა და სტეპებს უკავია. ალაზნის ველი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული კუთხეა.

დიდი დასახლებული პუნქტები (თელავი, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, წნორი, შილდა, ნაფარეული, კარდანახი და სხვა) განლაგებულია ვაკის კიდეებზე, კახეთის კავკასიონისა და გომბორის ქედის ძირას. ალაზნის ველი საქართველოს მევენახეობის მხარეა. ბუნებრივი პირობების მიხედვით იგი 2 ნაწილად იყოფა: მარჯვენა მხარედ (წინამხარი) და მარცხენა მხარედ (გაღმამხარი).

ალაზნის ვაკის ფიზიკურ-გეოგრაფიული ერთეულის თავისებურება მდგომარეობს პირველ რიგში, მის რელიეფში, რომელიც კონტინენტური გეოსინკლინის ტიპობრივ თვისებებს ატარებს. მთებით თითქმის ყოველმხრივ შემოზღუდული ამ უზარმაზარი გრძელი ტაფობის ჰავაც არსებითად განსხვავდება მის ირგვლივ მდებარე სივრცეების არიდული ჰავისაგან განესტიანების მეტი სიუხვით. აღმოსავლეთ საქართველოში და მთლიანად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში არსად სხვაგან ესოდენ ნაზი, რბილი ჰავა არ გვხვდება. აქედან გამომდინარეობს ბარის მცენარეულობის ისეთი სიმდიდრე, როგორიც უცხოა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა ნაწილებისათვის, — ტყის არსებობა მდინარეებისაგან დაშორებით, ზღვის დონიდან სულ 300-500 მ სიმაღლეზე. ეს ბუნებრივი თავისებურება კახეთის სახალხო მეურნეობის დოვლათიანობის მტკიცე საფუძველია, — წარმტაცია მისი სანახაობა გომბორის ქედის კალთებიდან.

გეოლოგიური თვალსაზრისით ალაზნის ვაკე საქართველოს ტერიტორიის ფრიად თავისებური ტექტონიკური ერთეულია. წარმოადგენს ინტენსიური დაძირვის ზონას - ცოცხალ კონტინენტურ გეოსინკლინს, რომელიც ნალექების დაგროვების სტადიაში იმყოფება. ამ გეოსინკლინის ფორმირება პლიოცენდან დაიწყო;შუა და ზედა პლიოცენის მიჯნაზე ალაზნის ვაკის ადგილას კავკასიონის მთისწინეთი იყო, რაც მტკიცდება ეგრეთ წოდებული პროდუქტული (შუაპლიოცენური) წყების მინერალოგიური შედგენილობით ივრის ზეგანზე. ზედა პლიოცენიდან მიმდინარეობს ალაზან-აგრიჩაის დეპრესიის ევოლუციის პროცესი. დაძირვა თანადროულ ეპოქაშიც გრძელდება, - ეს მტკიცდება მთელი რიგი სტრატიგრაფიული და გეომორფოლოგიური ფაქტებით - დამარხული ნიადაგური და კულტურული ჰორიზონტების შემცველი უხეშნგრეული სქელი წყების არსებობით, რაც ჭაბურღილებითაა დადგენილი; კავკასიონიდან და გომბორის ქედიდან ჩამომავალი მდინარეების მძლავრი გამოზიდვის კონუსების დეფრომაციის ნიშნებით და სხვ.

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • მარუაშვილი ლ., ქსე, ტ. 1, გვ. 263, თბ., 1975;
  • მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 89, თბ., 1990