ღაჟოსებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: pl:Dzierzby
r2.7.3) (ბოტის დამატება: ta:அசுரக் கிளி
ხაზი 63: ხაზი 63:
[[sv:Törnskator]]
[[sv:Törnskator]]
[[sw:Mbwigu]]
[[sw:Mbwigu]]
[[ta:அசுரக் கிளி]]
[[tr:Örümcek kuşugiller]]
[[tr:Örümcek kuşugiller]]
[[uk:Сорокопудові]]
[[uk:Сорокопудові]]

06:29, 10 ივლისი 2012-ის ვერსია

ღაჟოსებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Laniidae

ღაჟოსებრნი (Laniidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს აფრიკაში, ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და მთელ რიგ ოკეანურ კუნძულებზე გავრცელებულ 12 გვარის 69 სახეობას (არ არიან ავსტრალიაში, კუნძულ მადაგასკარზე). მათი სხეულის სიგრძე 15-30 სმ (ზოგი გრძელბოლოიანი ფორმისა 45 სმ), მასა 25-120 გ აღწევს. ნისკარტი მოღუნულია, გვერდებიდან შებრტყელებული, წვეროზე კბილაკით აქვთ მოკლე, მომრგვალო ფრთები. აგრესიული ფრინველები არიან. ბინადრობენ ტყისპირებში, მეჩხერ ტყეებში, ბუჩქნარიან ღია ადგილებში, კულტურულ ლანდშაფტში. ბუდეს იკეთებენ ხესა ან ბუჩქზე, დებენ 4-6 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან მსხვილი მწერებით, წრუწუნებით, ხვლიკებით, წვრილ-წვრილი ფრინველებით, იკეთებენ მარაგს (ნადავლს ეკალზე წამოაცმევენ). საქართველოში ბუდობს 3 სახეობა: კავკასიური ღაჟო (Lanius collurio), შავშუბლა ღაჟო (Lanius minor) და წითელთავა ღაჟო (Lanius senator). უკანასკნელი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში". საქართველოში ზამთრობს რუხი ღაჟო (Lanius excubitor).

ლიტერატურა

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 10, გვ. 583, თბ., 1986