დავით X: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5: ხაზი 5:
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1526]]

20:46, 8 ოქტომბერი 2005-ის ვერსია

დავით X (― † 1526), ქართლის მეფე 1505-25, კონსტანტინე II-ის ძე. მის მეფობაში საქართველოს მეფე-მთავრებს შორის შინაფეოდალური ბრძოლა გრძელდებოდა, 1509 აგვისტოში იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ დაიპყრო ქ. გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ 1510 დაიბრუნა. დავით X-ს ებრძოდა და ქართლს არბევდა კახეთის მეფე გიორგი II (ავგიორგი). 1513, როცა ბაგრატ მუხრანბატონმა გიორგი II შეიპყრო, დავით X-მ კახეთი დაიპყრო, მაგრამ მეფის მემკვიდრე მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე თავადებმა დამალეს. 1518 ქართლს ირანელები შემოესიენ შაჰ-ისმაილ I-ის მეთაურობით. დავით X-მ შაჰს მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიურად 300 საპალნე აბრეშუმის გადახდა იკისრა. კახეთის თავადებმა უფლისწული ლევანი მეფედ დასვეს. დავით X-მ კვლავ დაიპყრო კახეთი. ლევანი მაღნარის ციხეში გამაგრდა. დავით X-მ ალყა შემოარტყა ციხეს, მაგრამ ქართლში ოსმალთა რაზმის შემოსევის გამო იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ქართლში დაბრუნებულიყო. ოსმალების განდევნის შემდეგ ლევანმა გაიმარჯვა. დავით X-მ ლევანი კახეთის მეფედ ცნო და მასთან მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კავშირი დადო. 1522 დავით X ისმაილ I-ის წინააღმდეგ თელეთის ბრძოლაში დამარცხდა. თბილისის ციხეში ყიზილბაშები ჩადგნენ. 1524, ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, დავით X-მ თბილისი აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა. 1525 ტახტი თავის ძმას - გიორგის გადასცა, თავად ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით.