ორლანდო მეჯიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 87: ხაზი 87:


1 ივნისს, მეჯიკმა ბილი დონოვანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ განაცხადეს, რომელსაც 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მომდევნო დღეს დონოვანმა ისურვა გუნდიდან გათავისუფლება, რაც მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ დაკმაყოფილდა მეჯიკის მხრიდან. 2007 წლის 6 ივნისს კი საბოლოოდ ვაკანტურ პოსტზე მეჯიკმა 4 წლიანი კონტრაქტით სტენ ვან განდი დანიშნა.
1 ივნისს, მეჯიკმა ბილი დონოვანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ განაცხადეს, რომელსაც 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მომდევნო დღეს დონოვანმა ისურვა გუნდიდან გათავისუფლება, რაც მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ დაკმაყოფილდა მეჯიკის მხრიდან. 2007 წლის 6 ივნისს კი საბოლოოდ ვაკანტურ პოსტზე მეჯიკმა 4 წლიანი კონტრაქტით სტენ ვან განდი დანიშნა.

2007 წლის 15 ნოემბერს, ბობ ვანდერ უეიდმა, რომელიც რიჩარდ დევოსის ნახევარ-შვილი გახლდათ, ოფიციალურად აიღო გუნდის მმართველობა, ასევე მართველობა კვლავ გადანაწილდა რიჩარდ დევოსის სხვა შვილებზე.


=== 2010-დღემდე: ახალი არენა, ახალი შეხედულებები ===
=== 2010-დღემდე: ახალი არენა, ახალი შეხედულებები ===

13:02, 27 ივნისი 2012-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

ორლანდო მეჯიკი
Orlando Magic
ორლანდო მეჯიკის სეზონი 2012–13
ორლანდო მეჯიკი ლოგო
ორლანდო მეჯიკი ლოგო
კონფერენცია აღმოსავლეთი
დივიზიონი სამხრეთ-აღმოსავლეთი
დაარსდა 1989
ისტორია ორლანდო მეჯიკი
(1989–დღემდე)
არენა Amway Center
ქალაქი ორლანდო, ფლორიდა
გუნდის ფერები ლურჯი, შავი, ვერცხლისფერი, თეთრი
                   
მფლობელ(ებ)ი Orlando Magic, Ltd
გენერალური მენეჯერი ოტის სმიტი
მთავარი მწვრთნელი ვაკანტური
D-ლიგის კლუბი Sioux Falls Skyforce
ჩემპიონები 0
კონფერენციის ტიტულები 2 (1995, 2009)
დივიზიონის ტიტულები 5 (1995, 1996, 2008, 2009, 2010)
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
ძირითადი
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
სარეზერვო

ორლანდო მეჯიკი (ინგლ. Orlando Magic) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს, ქალაქ ორლანდოში, ფლორიდის შტატში, აშშ. გუნდი არის წევრი სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონის, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). გუნდი საშინაო მატჩებს ატარებს Amway Center-ში. გუნდში თამაშობდნენ ისეთი მოთამაშეები როგორებიც არიან შაკილ ონილი, პენი ჰარდევეი, გრანტ ჰილი, ტრეისი მაკგრედი, სტივ ფრენსისი, დუაიტ ჰოვარდი. გუნდი ასევე იყო ნახევარზე მეტჯერ არსებობის მანძილზე (23 წლის მანძილზე 14-ჯერ გავიდა პლეი-ოფში). ორლანდო იყო წარმატებული იმ 4 გუნდიდან, რომელიც 1988-89 წლებში შეუერთდა ლიგას მოგებების პროცენტული მაჩვენებლით. 2011 წლის მიხედვით, მეჯიკი არის ერთადერთი გუნდი დიდ ოთხეულში, რომელიც ქალაქ ორლანდოში თამაშობს.

გუნდის ისტორია

1989-1992: გუნდის შექმნა

ორლანდო მეჯიკი NBA როგორც დამატებითი გუნდი ისე შეუერთდა 1989 წელს. გუნდის დაარსებისას, ჟურნალ-გაზეთებში ჩატარდა გამოკითხვა მოსახლეობას შორის, მიეცათ რჩევები სახელთან დაკავშირებით. 4 296 შესული ხმა გადანაწილდა ოთხ სახელზე: „ჰიტი“, „ტროპიკსი“, „ჯუისი“ და „მეჯიკი“. 1986 წლის 27 ივლისში გადაწყდა და განაცხადეს გუნდის მესვეურებმა, რომ მათი არჩევანი მეჯიკზე შეჩერდა, რა სახელითაც გუნდი წარსდგა NBA-ში. მეჯიკი არის იმ 4 გუნდიდან ერთერთი, რომელიც NBA დააჯილდოვა რამოდენიმე ქალაქი გუნდის შექმნით მაიამი ჰიტი, შარლოტ ჰორნეტსი და მინესოტა ტიმბერვულვზისთან ერთად. თავდაპირველად NBA აპირებდა მხოლოდ 3 გუნდის შექმნას, მათგან ერთი გუნდი შეიქმნებოდა ფლორიდაში, თუმცა მაიამის და ორლანდოს მფლობელმა ჯგუფებმა კარგად იმუშავეს ამ საკითხთან, რასაც NBA გადაწყვეტის შეცვლა მოჰყვა და საბოლოოდ 4 გუნდი დაემატა ლიგას. მეჯიკი გახდა პირველი გუნდი, რომელიც ორლანდოს არეაში შეიქმნა და არა მხოლოდ გახდა პირველი გუნდი კალათბურთში, არამედ სხვა დანარჩენ მთავარ ლიგის გუნდებს შორის. გუნდს სათავეში უილიამ დაპონტ III მის ორ ძმასთან - ჯეიმს და რობერტ ჰიუტთან ერთად ჩაუდგა. გენერალური მენეჯერის რანგში კი ფილადელფია სიქსერსის ყოფილი გენერალური მენეჯერ - პეტ უილიამსი დაინიშნა. მეთ გუკასი გახდა გუნდის პირველი მთავარი მწვრთნელი, რომელიც დაეხმარა მეჯიკს პირველი 12 მოთამაშის არჩევაში NBA დრაფტზე 1989 წლის 15 ივნისს. 1989 წლის 27 ივნისს, ნიკ ანდერსონი იყო სრულ დრაფტზე მე-11 არჩევანი, ხოლო გუნდის ისტორიაში პირველი არჩევანი. მეჯიკმა პირველი მატჩი 1989 წლის 4 ნოემბერს ჩაატარა ორლანდო არენაში ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდე, რომელმაც შეძლო 111-106 მოგება მძიმე-ბრძოლიან თამაშში. მეჯიკის პირველი მოგება ისტორიაში 2 დღის შემდეგ მოხდა, როდესაც გუნდმა 118-110 დაამარცხა ნიუ-იორკ ნიქსი. ინაუგურაციის პირველი წლის რეგულარული სეზონი მეჯიკმა 18-64 შედეგით ჩაამთავრა.

1990 წლის დრაფტზე, ორლანდომ დენის სკოტი აირჩია მე-4 არჩევნად. 1990 წლის 30 დეკემბერს, სკოტ სკილსმა შეძლო 30 ასისტენტის დადება 155-116 დენვერ ნაგეტსის დამარცხებაში, რითაც კევინ პორტერის NBA ერთი თამაშის ასისტენტის რეკორდი (29) მოხსნა. სეზონის დასრულებისას, სკილსი დასახელებული იქნა NBA ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე, ასევე მეჯიკმა შეძლო არსებობის მეორე წელს გაუმჯობესება და 31-51 დაასრულა, სადაც 41 თამაშიდან 40 საშინაო თამაშში შეძლეს სრულად არენაში დასწრების ბილეთების გაყიდვა.

1991 წლის 19 დეკემბერს, დევოსების ოჯახმა იყიდა გუნდი 85 მილიონ აშშ დოლარად, რიჩარდ დევოსი, რომელიც გახდა გუნდის მფლობელი ოჯახთან ერთად. 1991-92 წლის სეზონი მეჯიკისთვის იმედგასაცრუებელი გამოდგა, სადაც ბევრმა მოთამაშემ გააცდინა სეზონი: დენის სკოტმა მხოლოდ 18 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება, ნიკ ანდერსონმა 22 მატჩი ვერ ითამაშა, ხოლო სტენლი რობერტსმა, ჯერი რეინოლდსმა, ბრაიან უილიამსმა, სემ ვინსენტმა და ოტის სმიტმა გააცდინეს სულ ცოტა 27 თამაში თითოეულ მათგანმა. საბოლოოდ რეგულარული სეზონი 21-61 დაასრულეს. თუმცა მეჯიკმა მაინც შეძლო 41 საშინაო თამაშების ბილეთების სრულად გაყიდვა.

1992-1996: შაკილ ონილის ერა

შაკილ ონილი თამაშობდა მეჯიკში 1992-1996 წლებში.

მეჯიკის ისტორია 1992 წლის 17 მაისს შეცვალა, როდესაც გუნდმა შეძლო NBA დრაფტზე პირველ ნომრად არჩევა 1992 წელს. მეჯიკმა აირჩია დიდი-კაცი - შაკილ ონილი რაც ყველაზე დიდი პრიზი იყო მას შემდეგ რაც ნიქსმა პატრიკ იუვინგი აირჩია. ონილი რომელიც სიმაღლეში თითქის 216 სმ იყო, უმალვე მოახდინა მეჯიკის ლიდერობის თავის თავზე აღება და გუნდს დაეხმარა 41-41 დაესრულებინა რეგულარული სეზონი. მეჯიკი კიდევ ერთხელ გახდა NBA-ს ყველაზე გაუმჯობესებული გუნდი. ონილი კი გახდა პირველი ახალბედა, რომელიც იყო NBA All Star-ზე დამწყები მოთამაშე მაიკლ ჯორდანის შემდეგ 1985 წელს. ონილი ასევე გახდა 1992-93 წლების NBA წლის ახალბედა. შაკის ბრწყინვალე გამოჩენის მიუხედავად, მეჯიკი მაინც ვერ გავიდა პლეი-ოფში, რადგან ამ შედეგით გაუთანაბრდა ინდიანა პეისერსს, რომელსაც უკანასკნელი მე-8 ადგილი ეკავა.

მეჯიკმა კვლავ მოიგო 1993 წლის NBA დრაფტის ლატარეაში. გუკასი გადადგა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და მისი ადგილი ბრაიან ჰილმა დაიკავა, რომელიც გუნდის ისტორიაში მე-2 მწვრთნელი გახდა. დრაფტზე მეჯიკმა კრის ვებერი აირჩია, თუმცა უმალვე გაუშვა გოლდენ სტეიტ უორიორსიში მე-3 ნომრად არჩეულ ენფერნი ჰარდევეის სანაცვლოდ, ასევე სამომავლოდ დრაფტის არჩევნისთვის. ონილის და ჰარდევეის დუეტით, მეჯიკი ერთერთი დომინანტი კლუბი გახდა NBA-ში, რომლებმაც შეძლეს 50 გამარჯვების მოპოვება (32 მარცხი). პირველად გუნდის ისტორიაში მეჯიკი პლეი-ოფში გავიდა აღმოსავლეთ კონფერენციაში დაკავებული მე-4 ადგილით. თუმცა პირველივე რაუნდში მეჯიკი დამარცხდა ინდიანა პეისერთან 0-3 და გუნდისთვის სეზონიც დასრულდა.

1994-95 წლების სეზონში, მეჯიკმა გუნდის არსებობის მე-6 წელიწადს აიყვანა ჰორას გრანტი თავისუფალ მოთამაშედ ჩიკაგო ბულზიდან. მეჯიკმა სეზონი 57-25 დაასრულა რაც საუკეთესო იყო აღმოსავლეთ კონფერენციაში, ასევე შეძლო გუნდმა ატლანტიკის დივიზიონის ტიტულის მოგება, რითაც გახდა მეორე ყველაზე სწრაფი გუნდი, რომელმაც შეძლო NBA ფინალში გასვლა. პლეი-ოფში გასულებმა მეჯიკმა შეძლო ბოსტონ სელტიკსის, ჩიკაგო ბულზის და ინდიანა პეისერსის დამარცხება, რასაც მათი NBA ფინალში გასვლა მოჰყვა, აქ გასულებს კი ჰიუსტონ როკეტსი შეხვდა და გუნდისთვის სამწუხაროდ, 0-4 დამარცხდა სერიაში.

1995-96 წლების სეზონი მეჯიკმა თითქმის კვლავ აღმოსავლეთ კონფერენციის და ატლანტიკის დივიზიონის მწვერვალზე დაამთავრა 60-22 შედეგით, რომელსაც ონილი და ჰარდევეი ლიდერობდნენ, თუმცა მეჯიკი პლეი-ოფში მხოლოდ და მხოლოდ მეორე ადგილით გავიდნენ და ჩამორჩნენ NBA ისტორიაში ყველაზე საუკეთესო 72-10 შედეგის მქონე ჩიკაგო ბულზს. პლეი-ოფში გასულებმა შეძლეს დეტროიტ პისტონსის და ატლანტა ჰოუქსის დამარცხება, რის შემდეგაც გავიდნენ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში. მაიკლ ჯორდანის, სკოტი პიპენის და დენის როდმენის კომბინაცია მეტისმეტად რთული აღმოჩნდა მეჯიკისთვის და ამიტომ სერია 0-4 დათმეს.

1996-2000: პენი ჰარდევეის ერა

სეზონის უქმეებზე, ონილმა დატოვა გუნდი როგორც თავისუფალმა მოთამაშემ და გადაბარგდა ლოს-ანჯელეს ლეიკერსში. შუა სეზონის განმავლობაში, მოთამაშეებს შორის გაუგებრობა მოხდა, რის გამოც მენეჯმენტმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრაიან ჰილი გაუშვა და მისი ადგილი დროებითი მწვრთნელის სტატუსით რიჩი ადუბატომ დაიკავა დარჩენილი სეზონის განმავლობაში. ადუბატოს დროს, მეჯიკმა 21-12 დაასრულა, სრული შედეგი კი 45-37 გახლდათ, რომელსაც პენი ჰარდევეი ლიდერობდა, ასევე გუნდის ემოციური ლიდერი დარელ არმსტრონგი, ასევე გოლდენ სტეიტ უორიორსიდან გადმოყვანილი რონი სეიკალი. პლეი-ოფში გუნდი მაიამის შეხვდა და პირველ ორ თამაშში დამარცხდა, მეჯიკმა შეძლო სერიის გათანაბრება თუმცა გადამწყვეტ მე-5 თამაშში გუნდი დამარცხდა.

ამის შემდეგ მეჯიკმა ახალი სეზონისთვის მთავარ მწვრთნელად ჩაკ დელი აიყვანეს 1997-1998 წლებში. ასევე გუნდმა შეძლო ოფისისთვის დიდების დარბაზის წევრ იულიუს ირვინგის გადმოყვანა, რომელმაც მისცა ორლანდოს იმედები წარამტებული სეზონისთვის. სეზონში ჰარდევეიმ ტრავმა მიიღო რის გამოც ბევრი გააცდინა, საბოლოოდ სეზონი 41-41 დასრულა რის გამოც ვერ გავიდა პლეი-ოფში. სეზონის ბოლოს სეიკალი გაშვებული იქნა ნიუ-ჯერსი ნეტსიში.

1998-99 წლის სეზონში მეჯიკმა 1998 წლის დრაფტზე მაიკლ დოლეკი და მეთ ჰარპრინგი აირჩია, რომლებმაც ჯანმრთელ ჰარდევეისთან და ანდერსონთან ერთად შეძლეს გათანაბრებოდნენ აღმოსავლეთი კონფერენციის საუკეთესო შედეგს მაიამისთან ერთად ლოკაუტის გამო შემოკლებულ სეზონში 33-17. არმსტრონგი კვლავ ემოციურად ლიდერობდა გუნდს, რომელმაც მოიგო მე-6 კაცის და ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშის ჯილდოები. პლეი-ოფში მეჯიკი მე-3 ნომრით გავიდა, სადაც ფილადელფია სიქსერსს შეხვდა, რომელსაც ალან აივერსონი ლიდერობდა და შეძლეს მეჯიკის 1-3 დამარცხება პირველ რაუნდში. გუნდმა ასევე პირველად შეიცვალა უნიფორმა, ზოლიანი ფორმა ვარსკვლავებიანით ჩაანაცვლა.

1999 წელს, მეჯიკმა გენერალური მენეჯერ ჯონ გაბრიელის დროს, რომელიც მოგვიანებით წლის საუკეთესო აღმასრულებლად დასახელდა, აიყვანა ახალბედა-მწვრთნელი დოკ რივერსი. გაბრიელმა ასევე გაუშვა ენფერნი ჰარდევეი ფინიქს სანსიში დენი მენინგის (რომელსაც არასდროს მოურგია მეჯიკის მაისური), პეტ გარიტის და სამომავლო დრაფტის არჩევნის ნაცვლად. რის შემდეგადაც მეჯიკი გახდა გუნდი, რომელსაც არ ჰყავდა სახელიანი მოთამაშე და ასევე ჰქონდა პატარა გამოცდილება კაპიტან არმსტრონგს. ახალბედა დოკ რივერსთან ერთად გუნდმა 41-41 შედეგით დაასრულა, რის გამოც პლეი-ოფი კვლავ გააცდინა. სეზონის ბოლოს დოკ რივერსი დასახელებული იქნა წლის საუკეთესო მწვრთნელად. ეს სეზონი ასევე დასათაურებული იქნა „გული და გამოცოცხლების“ სახელით, რადგან ყველა ხედავდა გუნდის მძიმე მუშაობის სტილს.

2000-2004: ტრეისი მაკგრედის ერა

დოკ რივერსი წვრთნიდა გუნდს 1999-2002 წლებში.

შემდეგი სეზონისთვის, გაბრიელმა გააცარიელა მილიონობით სახელფასო ადგილი რომ გადმოეყვანა სამი ვარსკვლავი გუნდში: ტიმ დანკანი, გრანტ ჰილი და ტრეისი მაკგრედი. დანკანმა სპურსში დარჩენა გადაწყვიტა, მეჯიკმა კი შეძლო ჰილის და მაკგრედის გადმობირება. ამ დუეტის გადმოყვანის შემდეგ, მეჯიკი აღმოსავლეთის დაპწყრობას აპურება. თუმცა ჰილმა 4 თამაში გააცდინა მხრის ტრავმის გამო, ხოლო მაკგრედიმ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ერთერთი ტოპ მექულე გახდა სეზონის დასაწყირში. საბოლოოდ გუნდმა 43-39 დაასრულა სეზონი, მათ შორის 9 ზედიზედ გამარჯვებიანი სერია, რასაც პლეი-ოფში გასვლა მოჰყვა, თუმცა 1-3 დამარცხდნენ მილუოკ ბაქსთან.

2001-02 წლების სეზონში, მაკგრედი კვლავ ლიდერობდა გუნდს 44-38 შედეგის დასრულებისას. ჰილი კიდევ ერთხელ იქნა გამოთიშული სეზონში მხრის ტრავმის გამო. თუმცა პლეი-ოფის პირველ რაუნდში გუნდი კვლავ დამარცხდა 1-3 ოღონდ ამჯერად შარლოტ ჰორნეტსთან, რომელსაც ბარონ დევისი ლიდერობდა.

2002-03 წლების სეზონში გუნდმა გორდენ გირიჩეკი და დრუ გუდენი გადმოიყვანა მემფის გრიზლიდან მაიკ მილერის სანაცვლოდ, ხოლო მაკგრედი კვლავ ლიდერობდა გუნდს 42-40 შედეგით. ასევე მაკგრედი ლიდერობდა ლიგას საშუალო 32.1 ქულის მაჩვენებლით თითოეულ თამაში, ასევე მოხვდა ყველა NBA პირველ გუნდში უკვე მეორედ და შეძლო თამაში ზედიზედ მესამე NBA All Star-ში. გუნდს კვლავ აკლდა ჰილი ტრავმის გამო, თუმცა მეჯიკმა ზედიზედ მესამედ შეძლო პლეი-ოფში გასვლა. გუნდი პირველ რაუნდში დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდა, სადაც 3-1 ლიდერობდა, თუმცა დამარცხდა შემდეგ 3 თამაშში და საბოლოოდ სერია 3-4 დათმო. პირველი 4 თამაშის შემდეგ მაკგრედიმ განაცხადა „მშვენიერია საბოლოოდ მოხვდე მეორე რაუნდში“, მაშინ როდესაც გუნდს ჯერ კიდევ 1 გამარჯვება სურდა გასასვლელად და სერია 3-1 იყო.

მეჯიკის მე-15 სეზონში 2003-04 წლებში, გუნდს საშინელი პერიოდი დაუდგა და 21-61 დაამტავრა რეგულარული სეზონი. რა თქმა უნდა გუნდმა ვერ შეძლო პლეი-ოფში გასვლა. თუმცა მაკგრედი კიდევ ერთხელ ლიდერობდა ლიგას საშუალო 28.0 ქულით თითოეულ თამაშში. შუა სეზონის დროს, როდესაც გუნდს 19 თამაშიანი ზედიზედ წაგება ჰქონდა, გუნდმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დოკ რივერსი გაუშვა, ხოლო მისი დამხმარე მწვრთნელი ჯონი დევისი იქნა ვაკანტური პოსტით დაწინაურებული. ასევე გენერალური მენეჯერი გაბრიელი ჩანაცვლებული იქნა ჯონ ვეისბროდით.

2004-2006: დუაიტ ჰოვარდის წამოწყება

დუაიტ ჰოვარდი იყო 2004 წლის NBA დრაფტზე No. 1 არჩევანი.

უეისბროდმა სრულად შეცვალა გუნდი ახალი სეზონისთვის. დევისი დატოვა მწვრთნელის პოსტზე, ასევე შეეცადე სრულად გადაეხალისებინა გუნდი და წინა სეზონიდან მხოლოდ რამოდენიმე მოთამაშე დაიტოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი გაშვება მოხდა მაკგრედის სახით, როდესაც არ უპასუხა გუნდს და ისურვა წასულიყო. უეისბროდმა განაცხადა რომ იგი აცდენდა ვარჯიშებს (შემდეგ მაკგრედიმ განაცხადა რომ მან ვერ გამოავლინა 2003-04 წლებში სრულიად მისი შესაძლებლობები, ამიტომ სურდა დახმარებოდა გუნდს მაგრამ არ დაეტოვა ორლანდო). მაკგრედი გაშვებული იქნა რის გაინთან, ტაირონ ლუსთან და იუვან ჰოვარდთან ერთად ჰიუსტონ როკეტსში სტივ ფრენსისის, კელვინ კატოს და კატინო მაბლის ნაცვლად. გუნდმა ასევე შეძლო თავისუფალ მოთამაშედ ჰედო თურქოღლუს აყვანა. გუნდმა დრაფტზე პირველ ნომრად არჩევანი მომავალი ვარკსვლავის და ბრწყინვალე ცენტრის დუაიტ ჰოვარდის აყვანაში გამოიყენა.

მას შემდეგ რაც გუნდმა სეზონი 13-6 დაიწყო, მეჯიკმა კვლავ დაიწყო გუნდის გადახალისება და მაბლი გაუშვა საკრამენტოში დაგ კრისტის ნაცვლად. სეზონი საბოლოოდ გუნდმა ცუდად ცაატარა თუმცა გამორჩეული ახალბედა დუაიტ ჰოვარდი იყო, რომელმაც არაერთხელ დაბლ-დაბლი დადო თამაშში. ის როგორც მომხსნელი, ასევე მექულე გამოდგა გუნდისთვის და გახდა პირველი ახალბედა, რომელმაც პირველივე სეზონში 82 მატჩი დაიწყო.

საბოლოოდ მეჯიკმა სეზონი 36-46 დაასრულა. პლეი-ოფში გასვლისთვის კი ხელი სეზონის მეოთხედი ნაწილში ტრავმიანობამ შეუშალა. სეზონის დასრულებისას გუნდმა განაცხადა, რომ მწვრთბელის პოსტზე ბრაიან ჰილი დაუბრუნდებოდა, რომელიც შაკილ ონილის და პენ ჰარდევეის დროს იყო მწვრთნელი.

2005-06 წლების სეზონი გუნდმა დიდი იმედებით დაიწყო, რადგან ჰოვარდმა და ნელსონმა აჩვენეს ბრწყინვალე პროგრესი ზაფხულის ლიგის თამაშებში. ასევე გუნდის მეორე არჩეულმა ტრევის დინერმა აჩვენა ასევე ბრწყინვალე სასროლო გადაწყვეტილებები და პოზიციის არჩევა ზაფხულის განმავლობაში, თუმცა გუნდმა მაინც არეულად დაიწყო სეზონი რადგან ჰილმა ტრავმა მიიღო და დეკემბრის თვემდე ვერ მოახერხა პარკეტზე დაბრუნება. ასევე ნელსონის ფეხის ტრავმამ არ მისცა საშუალება ერთი თვე თამაშისა.

გუნდმა ყველაფრის მიუხედავად ცდილობდა პლეი-ოფში მე-8 ადგილით გასვლას უკანასკნელი ზედიზედ 8 გამარჯვებით, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა მეჯიკისთვის. აღსანიშნავია რომ გუნდმა ამ 8 თამაშში დაამარცხეს ისეთი გუნდები, როგორებიც არიან დეტროიტ პისტონსი, სან-ანტონიო სპურსი, დალას მევერიქსი და მაიამი ჰიტი, ასევე ფილადელფია სიქსერსი, სადაც ჰოვარდმა 28 ქულა და კარიერის ყველაზე მაღალი 26 მოხსნა მიითვალა.

2006-2010: კვლავ პლეი-ოფში და NBA ფინალში

2006-07 წლების სეზონი მეჯიკმა 13-4 დაიწყო, თუმდა ამას მოჰყვა მდგომარეობაში საგრძნობი ცვლილებები რამოდენიმე ზედიზედ დამარცხებები, გრანტ ჰილის, კეიონ დულინგის და ტონი ბატიეს ტრავმები. მიუხედავად გუნდის უხარისხო თამაშისა, ჰოვარდი კვლავ აგრძელებდა ზედიზედ მესამე წელიწადს განვითარებას, რის გამოც პირველად იქნა არჩეული აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ გუნდში NBA All Star თამაშზე. მას შემდეგ რაც გუნდმა 2007 წლის 15 აპრილს მოიგო 88-86 ბოსტონ სელტიკთან, მეჯიკმა მოიპოვა პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება 2003 წლიდან მოყოლებული პირველად. თუმცა პლეი-ოფი მაინც არ გამოდგა გუნდისთვის გრძელვადიანი და დამარცხებული იქნა პირველ რაუნდში დეტროიტ პისტონსის მიერ 2007 წლის 28 აპრილს. 2007 წლის 23 მაისს კი გუნდის განცხადებით, ბრაიან ჰილი გათავისუფლებული იქნა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.

1 ივნისს, მეჯიკმა ბილი დონოვანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ განაცხადეს, რომელსაც 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მომდევნო დღეს დონოვანმა ისურვა გუნდიდან გათავისუფლება, რაც მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ დაკმაყოფილდა მეჯიკის მხრიდან. 2007 წლის 6 ივნისს კი საბოლოოდ ვაკანტურ პოსტზე მეჯიკმა 4 წლიანი კონტრაქტით სტენ ვან განდი დანიშნა.

2007 წლის 15 ნოემბერს, ბობ ვანდერ უეიდმა, რომელიც რიჩარდ დევოსის ნახევარ-შვილი გახლდათ, ოფიციალურად აიღო გუნდის მმართველობა, ასევე მართველობა კვლავ გადანაწილდა რიჩარდ დევოსის სხვა შვილებზე.

2010-დღემდე: ახალი არენა, ახალი შეხედულებები

არენა

ემვეი ცენტრი არის ორლანდო მეჯიკის საშინაო არენა 2010 წლიდან

ემვეი არენა (ინგლ. Amway Arena) გახსნილი იქნა 1989 წელს და იყო საშინაო არენა ორლანდო მეჯიკის 2009-2010 წლების სეზონამდე. არენა ასევე ცნობილი იყო როგორც ორლანდო არენა ან ო-არენა მის პირველ 10 წლის მანძილზე.

გუნდის ახლანდელი საშინაო არენა კი ემვეი ცენტრი (ინგლ. Amway Center) არის, რომელიც ოფიციალურად 2010 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა ნიუ-ორლეან ჰორნეტსის წინააღმდეგ. ხოლო რეგულარულ სეზონის პირველი მატჩი აქ 2010-11 წლების რეგულარული სეზონის 28 ოქტომბერს ჩატარდა ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ. მეჯიკმა შეძლო ორივე მატჩის მოგება. ემვეი ცენტრში ყველაზე დიდი მონიტორია დამონტაჟებული მთელი NBA მაშტაბით. არენაში ასევე ასპარეზობენ AFL გუნდი - ორლანდო პრედატორსი და მეორე ჰოკეის ლიგის გუნდი - ორლანდო სოლარ ბეარსი.

2010 წლის 4 მაისს, NBA რწმუნებულმა - დევიდ სტერნმა განაცხადა, რომ 2012 წლის NBA All Star ზუსტადაც, რომ ახალ ემვეი ცენტრში ჩატარდებოდა.

სეზონის შედეგები

მოთამაშეები

ახლანდელი შემადგენლობა

# სახელი პოზიცია სიმაღლე წონა წ / თ / დ
3 ირლ კლარკი F 2.08 მ 102 კგ 1988–01–17
5 ქუინტენ რიჩარდსონი SF 1.98 მ 103 კგ 1980–04–13
7 ჯეი ჯეი რედიკი G 1.93 მ 86 კგ 1984–06–24
10 აიშ სმიტი G 1.83 მ 79 კგ 1988–07–05
11 გლენ დევისი F/C 2.06 მ 131 კგ 1986–01–01
12 დუაიტ ჰოვარდი (C) C 2.11 მ 120 კგ 1985–12–08
14 იამირ ნელსონი (C) G 1.83 მ 86 კგ 1982–02–09
15 ჰედო თურქოღლუ F 2.08 სმ 100 კგ 1979–03–19
21 დენიელ ორტონი C 2.08 მ 116 კგ 1990–08–06
23 ჯეისონ რიჩარდსონი G 1.98 მ 102 კგ 1981–01–20
25 კრის დაჰონი G 1.85 მ 86 კგ 1982–08–31
32 ჯასტინ ჰარპერი F 2.08 მ 102 კგ 1989–08–30
33 რაიან ანდერსონი F 2.08 მ 109 კგ 1988–05–06
34 ლეანდრე ლიგინსი G 1.98 მ 95 კგ 1988–03–31

დიდების დარბაზის წევრები

  • ჩაკ დელი (მწვრთნელი) 1997-1999
  • დომინიკ უილკინსი 1999
  • პატრიკ იუვინგი 2001-2002 (მწვრთნელის ასისტენტი)

გაუქმებული ნომრები

  • 6 – "მეექვსე კაცი – გულშემატკივრები" (ეს იქნა გაუქმებული 2001-2002 წლებში პატრიკ იუვინგის გამო.)

მთავარი მწვრთნელები

მნიშვნელობები

GC რამდენი თამაში ედგა მწვრთნელის რანგში
W გამარჯვება
L წაგება
W% გამარჯვების %
# მერამდენე მწვრთნელი იყო
* სამწვრთნელო კარიერა დაიწყო სონიქსში/თანდერში
არჩეული იქნა კალათბურთის დიდების დარბაზში როგორც მწვრთნელი

შენიშვნა: სტატისტიკა გასწორებულია 2010-11 წლების სეზონის დასრულების შემდეგ.

# სახელი წლები GC W L Win% GC W L Win% მონაგარი
რეგულარული სეზონი პლეი-ოფი
1 მეთ გუკასი 1989-1992 328 111 217 .338
2 ბრაიან ჰილი 1993-1996 295 191 104 .647 36 18 18 .500
3 რიჩი ადუბატო 1997 33 21 12 .636 5 2 3 .400
4 ჩაკ დელი† 1997-1998 132 74 58 .561 4 1 3 .250
5 დოკ რივერსი 1999-2002 339 171 168 .504 15 5 10 .333 NBA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელი
6 ჯონი დევისი 2003-2004 135 51 84 .378
7 კრის იენტი* 2005 18 5 13 .278
ბრაიან ჰილი 2005-2006 164 76 88 .463 4 0 4 .000
8 სტენ ვან განდი 2007-2011 394 259 135 .657 59 31 28 .525

გუნდის ჯილდოები და მიღწევები

გუნდის ლიდერები

კარიერის ლიდერები
კატეგორია მოთამაშე სტატისტიკა
ჩატარებული მატჩი ნიკ ანდერსონი 692
ზედიზედ ჩატარებული მატჩი დუაიტ ჰოვარდი 351
ჩატარებული წუთები დუაიტ ჰოვარდი 22 471
თამაშიდან ჩაგდებული ნიკ ანდერსონი 4 075
თამაშიდან ჩაგდების მცდელობა ნიკ ანდერსონი 8 976
3-ქულიანის ჩაგდება დენის სკოტი 981
3-ქულიანის ჩაგდების მცდელობა ნიკ ანდერსონი 2 480
საჯარიმოდან ჩაგდებული დუაიტ ჰოვარდი 3 366
საჯარიმოდან ჩაგდების მცდელობა დუაიტ ჰოვარდი 5 727
მოხსნა დუაიტ ჰოვარდი 8 072
ასისტენტი სკოტ სკილსი 2 776
მოპარვა ნიკ ანდერსონი 1 004
ბლოკი დუაიტ ჰოვარდი 1 344
პერსონალური ჯარიმა დუაიტ ჰოვარდი 2 002
ქულა დუაიტ ჰოვარდი 11 435
კარიერის თითო მატჩის საშუალო მაჩვენებელი
კატეგორია მოთამაშე სტატისტიკა
ქულა ტრეისი მაკგრედი 28.1
მოხსნა დუაიტ ჰოვარდი 13.0
ასისტენტი სკოტ სკილსი 7.2
მოპარვა პენი ჰარდევეი 1.9
ბლოკი შაკილ ონილი 2.8


ინდივიდუალური რეკორდები

პირადი ჯილდოები

NBA წლის მცველი

NBA წლის ახალბედა

NBA წლის მეექვსე კაცი

  • დარელ არმსტრონგი – 1999

NBA ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე

  • სკოტ სკილსი – 1991
  • დარელ არმსტრონგი – 1999
  • ტრეისი მაკგრედი – 2001
  • ჰედო თურქოღლუ – 2008
  • რაიან ანდერსონი – 2012

NBA წლის მწვრთნელი

NBA წლის აღმასრულებელი

  • ჯონ გაბრიელი – 2000

ყველა-NBA პირველი გუნდი

  • ენფერნი ჰარდევეი – 1995, 1996
  • ტრეისი მაკგრედი – 2002, 2003
  • დუაიტ ჰოვარდი – 2008, 2009, 2010, 2011, 2012

ყველა-NBA მეორე გუნდი

ყველა-NBA მესამე გუნდი

NBA ყველა-დაცვითი პირველი გუნდი

NBA ყველა-დაცვითი მეორე გუნდი

NBA All-Star მონაწილეები

  • შაკილ ონილი – 1993, 1994, 1995, 1996
  • ენფერნი ჰარდევეი – 1995, 1996, 1997, 1998
  • ტრეისი მაკგრედი – 2001, 2002, 2003, 2004
  • გრანტ ჰილი – 2001, 2005
  • რაშარდ ლუისი – 2009
  • იამირ ნელსონი – 2009
  • დუაიტ ჰოვარდი – 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012


NBA ახალბედა პირველი გუნდი

NBA ახალბედა მეორე გუნდი

  • სტენლი რობერტსი – 1992
  • მაიკლ დოლიჩი – 1999
  • ჩაკი ატკინსი – 2000
  • იამირ ნელსონი – 2005

რესურსები ინტერნეტში