ლეოპოლდ II (სრი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Leopold II.jpg|thumb|160px|ლეოპოლდ II]]
[[ფაილი:Leopold II.jpg|thumb|160px|ლეოპოლდ II]]
'''ლეოპოლდ II''' ([[გერმ.]]: Leopold II.) (დ. [[5 მაისი]] [[1747]], [[ვენა]] – გ. [[1 მარტი]] [[1792]], [[ვენა]]) — [[სრი|გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის]] იმპერატორი [[1790]]-[[1792]] წლებში და [[ტოსკანა]]ს დიდი ჰერცოგი [[1765]]-[[1790]] წელბში. ლეოპოლდ II [[ჰაბსბურგ-ლოთარინგია (დინასტია)|ჰაბსბურგ-ლოტარინგიის]] დინასტიის წარმომადგენელი იყო.
'''ლეოპოლდ II''' ([[გერმ.]]: Leopold II.) (დ. [[5 მაისი]] [[1747]], [[ვენა]] – გ. [[1 მარტი]] [[1792]], [[ვენა]]) — [[სრი|გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის]] იმპერატორი [[1790]]-[[1792]] წლებში და [[ტოსკანა]]ს დიდი ჰერცოგი [[1765]]-[[1790]] წლებში. ლეოპოლდ II [[ჰაბსბურგ-ლოთარინგია (დინასტია)|ჰაბსბურგ-ლოტარინგიის]] დინასტიის წარმომადგენელი იყო.


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==

06:03, 14 ივნისი 2012-ის ვერსია

ლეოპოლდ II

ლეოპოლდ II (გერმ.: Leopold II.) (დ. 5 მაისი 1747, ვენა – გ. 1 მარტი 1792, ვენა) — გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1790-1792 წლებში და ტოსკანას დიდი ჰერცოგი 1765-1790 წლებში. ლეოპოლდ II ჰაბსბურგ-ლოტარინგიის დინასტიის წარმომადგენელი იყო.

ბიოგრაფია

ლეოპოლდი იმპერატორ ფრანც I შტეფანის და მისი მეუღლის მარია თერეზიას მე-9 შვილი იყო.

ტოსკანის დიდი ჰერცოგი

თავდაპირველად ლეოპოლდი მილანის ჰერცოგად იყო გამიზნული, თუმცა უფროსი ძმის, კარლის (1745-1761) ადრეული გარდაცვალების გამო ტაოსკანას დიდი ჰერცოგის მემკვიდრე გახდა. მამსი 1765 წელს გარდაცვალების შემდეგ იგი ტოსკანას მმართველი გახდა. ამ მიზეზის გამო ხშირად ტოსკანას ჰაბსბურგების სეკუნდოგენიტურსაც უწოდებენ.

ლეოპოლდმა თავისი მმართველობის დროს ტოსკანაში რამდენიმე რეფორმა გაატარა, რომლებსაც განმანათლებლობის შტრიხი დაჰყვებოდათ, თუმც ტავის რეფორმებში ის ისეთი რადიკალური გადაყვეტილებებით არ გამოირჩეოდა როგორც მისი უფროსი ძმა იოზეფი.

იმპერატორი

იოზეფ II-ის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ლეოპოლდი 1790 წლის 9 ოქტომბერს მაინის ფრანკფურტში იმპერატორად იქნა არჩეული და მაინცის კურფიურტს-არქიეპისკოპოსმა ფრიდრიხ იოზეფ კარლ ფონ ერთალმა გვირგვინი დაადგა. მთელი თავისი მეფობა იგი ცდილობდა ძმის დაწყებული რეფორმების შეჩერებას და ძველი ყაიდის აღდგენას. განსაკუთრებით პრობლემატური იყო აჯანყებული უნგრელების და ბელგიელების დაშოშმინება. ლეოპოლდი ამისათვის სამხედრო ზალისმიერი მეთოდების გამოყენებასაც არ ერიდებოდა. 1790 წლის 15 ნოემბერს ლეოპოლდი პრესბურგში, სანკტ-მარტინის ტაძარში უნგრეთის აპოსტოლარულ მეფედ, ხოლო 1791 წლის 6 სექტემბერს პრაღაში სანკტ-ვეიტსის კათედრალში ბოჰემიის მეფედ ეკურთხა.

1791 წლის ზაფხულში მან პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II-სთან ერთად გამოაქვეყნა ე.წ. “პილნიცის დეკლარაცია”, რომელიც ფაქტობრივად საფრანგეთის რევოლუციური მტავრობისათვის ომის გამოცხადებას უდრიდა. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაცია ოფიციალურად ომს არ უცხადებდა საფრანგეთს, თავისი რეაქციული სინაარსით მან მეფის ლუი XVI-ის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

გარდაცვალება და მემკვიდრე

1792 წელს ლეოპოლდ II მოულოდნელად გარდაიცვალა და იმპერატორი მისი ვაჟი ფრანცი გახდა. ლეოპოლდ II დასაფლავებულია ვენაში, იმპერატორთა საძვალეში (“ტოსკანას საძვალე”).

ოჯახი

მშობელები:

მეუღლე:

შვილები: