დროება (XIX საუკუნე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:
„დროებამ“ დიდად შეუწყო ხელი ქართული ჟურნალისტიკის, მწერლობისა და ლიტერატურის კრიტიკის განვითარებას, კრიტიკული რეალიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, მოზარდი თაობის აღზრდას, საბავშვო მწერლობისა და პედაგოგიური აზროვნების განვითარებას.
„დროებამ“ დიდად შეუწყო ხელი ქართული ჟურნალისტიკის, მწერლობისა და ლიტერატურის კრიტიკის განვითარებას, კრიტიკული რეალიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, მოზარდი თაობის აღზრდას, საბავშვო მწერლობისა და პედაგოგიური აზროვნების განვითარებას.


„დროებამ“ ღრმა კვალი გაავლო ქართველი ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და XIX საუკუნის II ნახევარში ქართული აზრის შესანიშნავ მატიანედ დარჩა. გაზეთში თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები — [[ილია ჭავჭავაძე]], [[აკაკი წერეთელი]], [[გიორგი წერეთელი]], [[იაკობ გოგებაშვილი]], [[ნიკო ნიკოლაძე]], [[სერგეი მესხი]], [[პეტრე მელიქიშვილი]], [[პეტრე უმიკაშვილი]], [[ივანე მაჩაბელი]], [[დავით მიქელაძე]], [[კირილე ლორთქიფანიძე]], [[ალექსანდრე ყაზბეგი]], [[ანტონ ფურცელაძე]] და სხვანი. რედაქტორები: გ. წერეთლი (1866-1869), ს. მესხი (1869 წლის 17 აპრილიდან 1873 წლის ივლისამდე, 1874 წლის ოქტომბრიდან 1883 წლამდე), კ. ლორთქიფანიძე (1873 წლის ივლისიდან 1874 წლის ოქტომბრამდე), ი. ჭავჭავაძე და ს. მესხი (1880-1881), ი. მაჩაბელი (1883 წლიდან). გამომცემლები — [[სტეფანე მელიქიშვილი]] (1866-1882), [[გიორგი ქართველიშვილი]] (1883 წლიდან). აშკარა რადიკალური მიმართულებისა და საცენზურო წესდების დარღვევის გამო, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით „დროება“ დაიხურა 1885 წლის 16 სექტემბერს.
„დროებამ“ ღრმა კვალი გაავლო ქართველი ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და XIX საუკუნის II ნახევარში ქართული აზრის შესანიშნავ მატიანედ დარჩა. გაზეთში თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები — [[ილია ჭავჭავაძე]], [[აკაკი წერეთელი]], [[გიორგი წერეთელი (მწერალი)|გიორგი წერეთელი]], [[იაკობ გოგებაშვილი]], [[ნიკო ნიკოლაძე]], [[სერგეი მესხი]], [[პეტრე მელიქიშვილი]], [[პეტრე უმიკაშვილი]], [[ივანე მაჩაბელი]], [[დავით მიქელაძე]], [[კირილე ლორთქიფანიძე]], [[ალექსანდრე ყაზბეგი]], [[ანტონ ფურცელაძე]] და სხვანი. რედაქტორები: გ. წერეთლი (1866-1869), ს. მესხი (1869 წლის 17 აპრილიდან 1873 წლის ივლისამდე, 1874 წლის ოქტომბრიდან 1883 წლამდე), კ. ლორთქიფანიძე (1873 წლის ივლისიდან 1874 წლის ოქტომბრამდე), ი. ჭავჭავაძე და ს. მესხი (1880-1881), ი. მაჩაბელი (1883 წლიდან). გამომცემლები — [[სტეფანე მელიქიშვილი]] (1866-1882), [[გიორგი ქართველიშვილი]] (1883 წლიდან). აშკარა რადიკალური მიმართულებისა და საცენზურო წესდების დარღვევის გამო, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით „დროება“ დაიხურა 1885 წლის 16 სექტემბერს.


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

05:52, 10 ივნისი 2012-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დროება.
„დროება“

„დროება“ — ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა. დაარსდა 1866 წლის 4 მარტს თბილისში. 1866-1874 წლებში — კვირაში სამჯერ, 1877 წლიდან — ყოველდღიურად.

„დროებამ“ განაგრძო „საქართველოს მოამბის“ საუკეთესო ტრადიციები. გაზეთის რედაქცია იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ შტაბად, ეროვნული კულტურის ცენტრად, უდიდესი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებასა და ქართველი ხალხის ინტელექტუალურ აღმავლობაში. იგი თანაბარი სიღრმით აშუქებდა ისტორიის, ფილოსოფიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, ეკონომიკის, სახალხო განათლების, ხელოვნების, ლიტერატურათმცოდნეობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და სხვა პრობლემებს.

„დროებამ“ დიდად შეუწყო ხელი ქართული ჟურნალისტიკის, მწერლობისა და ლიტერატურის კრიტიკის განვითარებას, კრიტიკული რეალიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, მოზარდი თაობის აღზრდას, საბავშვო მწერლობისა და პედაგოგიური აზროვნების განვითარებას.

„დროებამ“ ღრმა კვალი გაავლო ქართველი ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და XIX საუკუნის II ნახევარში ქართული აზრის შესანიშნავ მატიანედ დარჩა. გაზეთში თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები — ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, პეტრე მელიქიშვილი, პეტრე უმიკაშვილი, ივანე მაჩაბელი, დავით მიქელაძე, კირილე ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ანტონ ფურცელაძე და სხვანი. რედაქტორები: გ. წერეთლი (1866-1869), ს. მესხი (1869 წლის 17 აპრილიდან 1873 წლის ივლისამდე, 1874 წლის ოქტომბრიდან 1883 წლამდე), კ. ლორთქიფანიძე (1873 წლის ივლისიდან 1874 წლის ოქტომბრამდე), ი. ჭავჭავაძე და ს. მესხი (1880-1881), ი. მაჩაბელი (1883 წლიდან). გამომცემლები — სტეფანე მელიქიშვილი (1866-1882), გიორგი ქართველიშვილი (1883 წლიდან). აშკარა რადიკალური მიმართულებისა და საცენზურო წესდების დარღვევის გამო, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით „დროება“ დაიხურა 1885 წლის 16 სექტემბერს.

ლიტერატურა

  • ბოცვაძე ი., სერგეი მესხი და 70-80-იანი წლების ქართული პრესა, თ., 1968;
  • გაზეთ "დროების" 50 წლისთავი, «სახალხო ფურცელი», 1916, № 518;
  • გამეზარდაშვილი დ., ქართული ლიტერატურისა და კრიტიკის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1974;
  • ვართაგავა ი., XIX საუკუნის ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოჩენილი რედაქტორები, თბ., 1957;
  • კალანდაძე ა., ნარკვევები ქართული ჟურნალისტიკის ისტორიიდან, თბ., 1965;
  • კარიჭაშვილი დ., ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა. (1819-1905 წწ.), «ქართული მწერლობა», , 1929, № 6-7;
  • მგალობლიშვილი ს., პირველი ქართული გაზეთი "სახალხო გაზეთი", 1916 , № 520, 525;
  • ქინქლაძე ო., "დროება" და აღზრდის საკითხები, თბ., 1963;
  • ხუნდაძე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში, ტ. 2 ტფ., 1927
  • ბოცვაძე ი., ქსე, ტ. 3, გვ. 640, თბ., 1978