ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: lt:Žvaigždžių karai: epizodas V - imperija kontratakuoja; cosmetic changes
ხაზი 33: ხაზი 33:
ამასობაში ლუკი, რომელიც მხოლოდ ოდნავ დაეუფლა ჯედაის ხელოვნებას, გრძნობს, რომ მისი მეგობრებს პრობლემები გაუჩნდა. ის მიემართება ბესპინზე, სადაც დართ ვეიდერს ებრძვის. ეს უკაკასკნელი სთავაზობს იმპერიული ძალების მხარეს გადასვლას და ცდილობს მის გაყინვას, მაგრამ ლუკი ხტება საყინულედან. განრისხებული ვეიდერი ლაზერის ხმლით მარჯვენა ხელს მოჰკვეთავს. ქვესკნელის თავზე ჩამოკიდებული ლუკი გაოგნებული შეიტყობს, რომ იმპერიის მბრძანებელი მისი მამაა. სკაიუოკერს არ სურს [[ძალა (ვარსკვლავური ომები)|ძალის ბნელ მხარეზე]] გადასვლა, ამიტომ თავად ხტება სავენტილაციო სისტემაში და ტოვებს პლანეტას. გარეთ მას იჭერს ჰენ სოლოს ხომალდი. იქ მას მექანიკურ ხელს უმაგრებენ. ლენდო კალრისიანი ამტკიცებს, რომ არც ფიქრობდა, თუკი ვეიდერს ასეთი განზრახვა ჰქონდა და საერთოდ, სურს გამოასწოროს თავისი შეცდომა. ლენდო და ჩუბაკა ჯაბასკენ მიემართებიან.

==რესურსები ინტერნეტში==
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Wikiquote}}
{{Wikiquote}}
* {{ოფიციალური|http://www.starwars.com/movies/episode-v}}
* {{ოფიციალური|http://www.starwars.com/movies/episode-v}}
ხაზი 48: ხაზი 48:
[[კატეგორია:ამერიკული ფილმები]]
[[კატეგორია:ამერიკული ფილმები]]
[[კატეგორია:ვარსკვლავური ომების ეპიზოდები]]
[[კატეგორია:ვარსკვლავური ომების ეპიზოდები]]

{{Link FA|tr}}
{{Link FA|tr}}

ხაზი 75: ხაზი 76:
[[ko:스타 워즈 에피소드 5: 제국의 역습]]
[[ko:스타 워즈 에피소드 5: 제국의 역습]]
[[la:Star Wars Episode V: The Empire Strikes Back]]
[[la:Star Wars Episode V: The Empire Strikes Back]]
[[lt:Žvaigždžių Karai Epizodas V: Imperija Kontratakuoja]]
[[lt:Žvaigždžių karai: epizodas V - imperija kontratakuoja]]
[[lv:Zvaigžņu kari: Impērija dod atbildes triecienu]]
[[lv:Zvaigžņu kari: Impērija dod atbildes triecienu]]
[[ms:Star Wars Episode V: The Empire Strikes Back]]
[[ms:Star Wars Episode V: The Empire Strikes Back]]

01:00, 9 ივნისი 2012-ის ვერსია

„ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა“

კინოფილმის პოსტერი
რეჟისორი ირვინ კერშნერი
პროდიუსერი გერი კერტცი
ჯორჯ ლუკასი
რიკ მაკ-კალუმი
(სპეციალური გამოცემა)
სცენარისტი ჯორჯ ლუკასი, ლოურენს კესდენი
როლებში მარკ ჰემილი
ჰარისონ ფორდი
კერი ფიშერი
ბილი დი უილიამსი
კენი ბეიკერი
ენტონი დენიელსი
ფრენკ ოზი
ალეკ მაკ გინესი
კომპოზიტორი ჯონ უილიამსი
დისტრიბუტორი 20th Century Fox
Lucasfilm
ხანგრძლივობა ორიგინალური ვერსია:
124 წთ.
სპეციალური გამოცემა:
127 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 18,000,000 აშშ დოლარი
შემოსავალი 538,375,067 აშშ დოლარი

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა (ინგლ. Star Wars Episode V: The Empire Strikes Back) — 1980 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რიგით მეორე ფილმი ციკლიდან ვარსკვლავური ომები.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბრძოლა გალაქტიკურ იმპერიასთან გრძელდება. მიუხედავად სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებისა, იმპერიამ აჯანყებულები გააგდო პლანეტიდან იავინ IV და განაგრძობს მათ ძიებას. იმპერიის აგენტებისგან ალიანსი იმალება შორეულ პლანეტა ჰოთზე. დართ ვეიდერი პირადად განაგებს იმპერიის ძალებს, რომლებიც ეძებენ აჯანყებულებს. მისი ბრძანებით გალაქტიკის ყველა მიმართულებით გზავნიან ახალ და ახალ მზვერავებს. ჰოთზე ლუკ სკაიუოკერი შეამჩნევს ერთ-ერთ ასეთს. მას ჩაესმის ობი-ვან კენობის ხმა, რომელიც უბრძანებს, გაემგზავროს პლანეტა დაგობაზე, სადაც იოდა მას ჯედაის ხელოვნებას შეასწავლის. თოვლიან უდაბნოში ლუკი პირველად იყენებს ძალას და ლაზერული ხმლის დახმარებით თავს დააღწევს თეთრი მონსტრის ტყვეობას. თოვლში გაყინულ ლუკს პოულობს მის საძებნად წამოსული ჰენ სოლო.

იმპერიული ზონდები აღმოაჩენენ აჯანყებულთა ბაზას. მტრის ფლოტი მას თავს ესხმის, მაგრამ ლუკის მეთაურობით, პილოტთა დიდი ნაწილი მას წინააღმდეგობას უწევს. ბრძოლის შემდეგ ჰენ სოლო და ლეია ორგანა, ჩუბაკასთან და ორ დროიდთან, C3PO და R2D2 ერთად ტოვებენ ჰოთს. ლუკი დაგობაზე მიფრინავს, სადაც იოდა, მომცრო ზომის ჯედაის ოსტატი იწყებს მისთვის ჯედაის ხელოვნების შესასწავლი გაკვეთილების ჩატარებას.

ამასობაში ჰენის ხომალდი ჰიპერსივრცეში ხტება და იმპერიული ფლოტის თავდასხმას გადაურჩება. განრისხებული ვეიდერი ფლოტის მეთაურს კლავს. ჰენი იძულებულია, დაეშვას პლანეტა ბესპინზე, სადაც მას ხვდება ძველი მეგობარი, ლენდო კალრისიანი, მაგრამ აქ მგზავრები მოულოდნელად დართ ვეიდერსაც ხვდებიან. იგი ეძებს ლუკს, ვინაიდან ცდილობს, თავის მხარეს მიიზიდოს და იმპერიულ ძალებს დაუქვემდებაროს. ჰენ სოლოს ყინავენ და ამ მდგომარეობაში საჩუქრად აგზავნიან ჯაბა ჰატთან.

ამასობაში ლუკი, რომელიც მხოლოდ ოდნავ დაეუფლა ჯედაის ხელოვნებას, გრძნობს, რომ მისი მეგობრებს პრობლემები გაუჩნდა. ის მიემართება ბესპინზე, სადაც დართ ვეიდერს ებრძვის. ეს უკაკასკნელი სთავაზობს იმპერიული ძალების მხარეს გადასვლას და ცდილობს მის გაყინვას, მაგრამ ლუკი ხტება საყინულედან. განრისხებული ვეიდერი ლაზერის ხმლით მარჯვენა ხელს მოჰკვეთავს. ქვესკნელის თავზე ჩამოკიდებული ლუკი გაოგნებული შეიტყობს, რომ იმპერიის მბრძანებელი მისი მამაა. სკაიუოკერს არ სურს ძალის ბნელ მხარეზე გადასვლა, ამიტომ თავად ხტება სავენტილაციო სისტემაში და ტოვებს პლანეტას. გარეთ მას იჭერს ჰენ სოლოს ხომალდი. იქ მას მექანიკურ ხელს უმაგრებენ. ლენდო კალრისიანი ამტკიცებს, რომ არც ფიქრობდა, თუკი ვეიდერს ასეთი განზრახვა ჰქონდა და საერთოდ, სურს გამოასწოროს თავისი შეცდომა. ლენდო და ჩუბაკა ჯაბასკენ მიემართებიან.

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA