აპოლო (კინოთეატრი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
{{commonscat|Cinema Apollo, Tbilisi}}
ხაზი 16: ხაზი 16:


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
{{commonscat|Cinema Apollo, Tbilisi}}
* "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
* "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0



05:44, 31 მაისი 2012-ის ვერსია

ფაილი:Apollo Restored.jpg
შენობის რესტავრაციის თავდაპირველი ესკიზი

კინოთეატრი „აპოლო“ (დავით აღმაშენებლის N135) — კინოთეატრისთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობაა თბილისში. გაიხსნა 1909 წელს და მოდერნის სტილის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ნიმუშია.

ისტორია

აპოლო აშენდა 1909 წელს, როგორც კინოთეატრი. საბჭოთა პერიოდში მას "ოქტომბერი" ეწოდებოდა. 1987 წელს რეკონსტრუქციის შემდეგ კინოთეატრი ხელახლა გაიხსნა. 1990 წლიდან მას დაუბრუნდა სახელი "აპოლო". 2010 წელს აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით "აპოლოს" რეკონსტრუქციის პროექტი გამოქვეყნდა, რასაც საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგობა მოყვა.[1] ამჟამად კინოთეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია.

არქიტექტურა

შენობა სამსართულიანია. აღმაშენებლის გამზირისა და ი. კარგარეთელის ქუჩის შესაყარისკენ იგი გუმბათიანი ცილინდრული მოცულობით არის მიმართული. ფასადები სწორკუთხა და თაღოვანი დიდი ფანჯრებით და გიგანტური იონიური პილასტრებით არის დანაწევრებული. ძირითად სამკაულს მოდერნის სტილისთვის დამასახიათებელი ნაძერწი გირლანდებისა და გვირგვინებისგან შემდგარი კიმპოზიციები და სიმბოლური ფიგურული რელიეფები წარმოადგენს. შენობას ნაძერწი კრატერებით აქცენტირებული არასწორხაზოვანი უკარნიზო კონტური ასრულებს. მოდერნის სტილის მრავალ ნიშანს შეიცავს ნაგებობის ინტერიერიც.

აპოლოს ჭერი

სქოლიო

ლიტერატურა

  • "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0