რიკარდა ჰუხი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: ca:Ricarda Huch
r2.7.1) (ბოტის დამატება: et:Ricarda Huch
ხაზი 17: ხაზი 17:
[[eo:Ricarda Huch]]
[[eo:Ricarda Huch]]
[[es:Ricarda Huch]]
[[es:Ricarda Huch]]
[[et:Ricarda Huch]]
[[fr:Ricarda Huch]]
[[fr:Ricarda Huch]]
[[it:Ricarda Huch]]
[[it:Ricarda Huch]]

22:48, 20 მაისი 2012-ის ვერსია

რიკარდა ჰუხი

რიკარდა ჰუხი (გერმ. Ricarda Huch; დ. 18 ივლისი, 1864, ბრაუნშვაიგი — გ. 17 ნოემბერი, 1947, შენბერგი), გერმანელი მწერალი ქალი. ფილოს. დოქტორი (1892). 1926-იდან პრუსიის ხელოვნებათა აკადემიის წევრი. აკადემიიდან გამოვიდა ფაშისტური დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ „კულტურ-ბუნდის“ საპატიო თავმჯდომარე, გერმ. მწერალთა I საერთო გერმ. კონგრესის საპატიო თავმჯდომარე (1947). თავდაპირველად წერდა ნეორომანტიკულ რომანებს, ლირიკულ ლექსებსა და ნოველებს. აღსანიშნავია მისი რომანები „ფონ ლუდოლფ ურსლოი უმცროსის მოგონებანი“ (1893), „ტრიუმფი ქუჩა-ბანდიდან“ (1902), „დიდი ომი გერმანიაში“(3 ტ. 1912-14, გადამუშავებული სათაურით „ოცდაათწლიანი ომი“, 1929); შემდეგ ჰუხის შემოქმედებაში გაჩნდა ფილოსოფიური და რელიგიური თემატიკა („ლუთერის რწმენა“, 1916, „საღვთო წერილის აზრი“, 1919, „გაუპიროვნება“, 1921). უაღრესად საინტერესოა ჰუხის რომანტიზმის აღქმა-რეცეფცია („რომანტიზმი“, ტ. 1-2,1908). ი. ვ. გოეთეს (1931), ვ. რააბეს(1944) პრემიების ლაურიატი.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 11, გვ. 699, თბ., 1987