თორი (მითოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: de:Thor is a good article
r2.7.1) (ბოტის დამატება: oc:Tòr
ხაზი 67: ხაზი 67:
[[nn:Tor]]
[[nn:Tor]]
[[no:Tor]]
[[no:Tor]]
[[oc:Tòr]]
[[os:Тор]]
[[os:Тор]]
[[pl:Thor]]
[[pl:Thor]]

21:37, 20 მაისი 2012-ის ვერსია

თორის ბრძოლა ეტინებთან. მარტენ ესკილ უინგლის ტილო (1872)
თორის ბრძოლა გველ-სამყაროსთან, ჰეინრიხ ფუსლის მიერ.(1788)

თორი (Þórr, Thor, Thunar, Donar) - სკანდინავიურ მითოლოგიაში, ელვის და ქუხილის ღმერთი. თორი არის ოდინის და იორდის (დედამიწა) უფროსი შვილი. ის არის სიფის ქმარი, მოდის (სიმამაცე), თრუდის (ენეგია, სიფხიზლე) და მაგნის (სიძლიერე) მამა. თორის სახლს თუდთჰვანგრი (ენერგიის მოედანი), დარბაზს კი ბილსკირნირი (მოციმციმე ნათება) ჰქვია.

თორი არის კოლოსალური ძალის მქონე მეომარი. მისი მაგიური სარტყელი მას კიდევ უფრო უმატებს სიძლიერეს: რაც უფრო ძლიერ მოიჭერს სარტყელს, მით უფრო მეტი ძალა ეძლევა. მისი იარაღი არის დიდი საომარი ურო - მიოლნირი, რომელიც ლოკეს დავალებით იქნა გაკეთებული ორი ნაინის, სინდრის და ბროკრის მიერ. მიოლნირის გაქნევის შემდეგ ეს საომარი ურო მუდამ, თავის მფლობელს, თორს უბრუნდება და მზად არის ხელახალი ბრძოლისთვის. თორი ცას კვეთს ორი მაგიური თხის, ტანგნიოსტის და ტანგრისნირის მეშვეობით. ამავე დროს ეს ორი თხა თორის გამოულევი საკვებია. ის მათ შეწვავს და ჭამს. ძვლებს კი ტოვებს და მეორე დღეს თხები ცოცხლდებიან.

თორი არის ყველაზე ძლიერი ადამიანთა და ღმერთთა შორის. ის აგრეთვე არის მიგდადრის დარაჯი. ამასთანავე თორი ღმერთებს და ადამიანებს გიგანტებისგან იცავს. რაგნაროკის ჟამს იგი ლოკეს შვილს, დიდ ზღვის გველს, იორმუნგანდს ებრძვის და დაამარცხებს მას. მაგრამ იორმუნგანდი მაინც შესძლებს კბენას და თორს შხამით მოწამლავს. გველი პირველი იღუპება, ხოლო თორი კი ცხრა ნაბიჯის გადადგმას ახერხებს, რის შემდეგაც ეცემა.


თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA