ცხოველთა მიგრაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: eo:Bestomigrado, ru:Миграция животных წაშლა: kk:Жануарлардың жылыстау (deleted)
ბოტის დამატება: kk:Жануарлардың жылыстауы
ხაზი 33: ხაზი 33:
[[ht:Migrasyon]]
[[ht:Migrasyon]]
[[ja:渡り]]
[[ja:渡り]]
[[kk:Жануарлардың жылыстауы]]
[[kn:ವಲಸೆ]]
[[kn:ವಲಸೆ]]
[[lt:Migracija (biologija)]]
[[lt:Migracija (biologija)]]

19:40, 18 მაისი 2012-ის ვერსია

გნუები კვეთენ მდინარეს ყოველწლიური მიგრაციის დროს.

ცხოველთა მიგრაცია (ლათ. migrantis - ვინც, რაც გადასახლდება), ცხოველთა გადაადგილება, რომელიც გამოწვეულია საარსებო პორობების შეცვლით ან დაკავშირებულია მათი განვითარების ციკლთან. პირველი შეიძლება იყოს რეგულარული (სეზონური, დღეღამური) ან არარეგალური (გვალვის, ხანძრის, წყალდიდობისა და სხვა შემთხვევაში). მეორე ხელს უწყობს სახეობის განსახლებას და შეიძლება დაემთხვეს ლარვულ სტადიას (ასციდიებში, მარჯნებში, ღრუბლებში) ან სქესობრივი მომწიფების პერიოდს (ცხოველთა უმრავლესობაში). რეგულარული მიგრაციები ხორციელდება მეტ-ნაკლებად განსაზღვრული გზით. არარეგალური მიგრაცია და განსახლება კი ხშირად ქაოსურია, მიგრაცია შეიძლება მიმდინარეობდეს ჰორიზონტალურად (ხმელეთზე და წყალში) და ვერტიკალურად (მთებში, ნიადაგში, წყლის სიზრქეში, მცენარეულ საფარში, აქტიურად და პასიურად. მიგრაციას შეისწავლიან ცხოველთა ნიშანდების, ფრინველთა დარგოლვის და სხვა გზით. ასეთი შესწავლა აუცილებელია მრავალი სახეობის თევზისა და ნადირ-ფრინველის წარმატებით რეწვისათვის, აგრეთვე მავნებლებთან (მაგ: გადამფრენ კალიასთან, მღრღნელებთან) ბრძოლისათვის.

ძუძუმწოვართა შორის ყველაზე შორეული მიგრაცია ახასიათებს ვეშაპს, სელაპს, მორჟს. ზოგიერთი ხელფრთიანისათვის ნიშანდობლივია სეზონური მიგრაცია (მიმოფრენა) 1500 კმ და უფრო შორ მანძილზეც. ვერტიკალური სეზონური და დღე-ღამური მიგრაცია ახასიათებს ზოგიერთ ჩლიქოსანს. ციყვების, ყარსაღების, ლემინგების სიმრავლისას შეინიშნება მათი მასობრივი მიგრაცია, როცა ათასობით ინდივიდი ფართო ფრონტით მოძრაობს და გადალახავს წყლის მნიშვნელოვან დაბრკოლებას. ყველაზე უკეთ არის შესწავლილი ფრინველთა სეზონური მიგრაცია.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში