Maxwell's Silver Hammer: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ Solunastra-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერსია |
No edit summary |
||
ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
| ენა = |
| ენა = |
||
| ხანგრძლივობა = 3:27 |
| ხანგრძლივობა = 3:27 |
||
| ავტორი = [[ჯონ ლენონი| |
| ავტორი = [[ჯონ ლენონი|ლენონი]] და [[პოლ მაკ-კარტნი|მაკ-კარტნი]] |
||
| კომპოზიტორი = |
| კომპოზიტორი = |
||
| ლეიბლი = [[Apple Records]] |
| ლეიბლი = [[Apple Records]] |
16:00, 13 მაისი 2012-ის ვერსია
„Maxwell's Silver Hammer“ | ||||
---|---|---|---|---|
— ბითლზი | ||||
ალბომიდან Abbey Road | ||||
გამომცემელი | 26 სექტემბერი 1969 | |||
ჩაიწერა | 9–11 ივლისი, 6 აგვისტო 1969 | |||
ჟანრი | პოპ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:27 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple Records | |||
ავტორ(ებ)ი | ლენონი და მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
Abbey Road – სიმღერები | ||||
|
Maxwell's Silver Hammer — ჯგუფ ბითლზის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Abbey Road, რომელიც გამოვიდა 1969 წელს. ავტორი და სოლისტი - პოლ მაკ-კარტნი, თუმცა ოფიციალურ ავტორებად მოიხსენიებიან ლენონი და მაკ-კარტნი.[1]
წარმოშობა
სიმღერა დაწერილია 1968 წლის ოქტომბერში და თავდაპირველად უნდა შესულიყო ალბომში The Beatles, თუმცა დროის უკმარისობის გამო ჩანაფიქრი არ განხორციელდა. 3 თვის შემდეგ, 1969 წლის იანვარში, ტვიკენჰემის სტუდიაში Get Back-ის სესიების დროს ხელახლად ჩატარდა ამ სიმღერის რეპეტიციები, თუმცა იგი შემდეგი 6 თვის მანძილზე არ ჩაწერილა.
ჩაწერა
სიმღერის ჩაწერა დაიწყო 1969 წლის 9 ივლისს ები როუდის სტუდიებში. ჯონ ლენონი, რომელიც 8 დღე იყო ჰოსპიტალიზირებული ავტოკატასტროფაში მოხვედრის გამო, დაუბრუნდა ჯგუფს თავის ცოლ იოკო ონოსთან ერთად, რომელიც უფრო მეტად დაზარალდა ავტოკატასტროფაში, ვიდრე თვით ლენონი. რითმული ჩანაწერის 16 ვერსია გაკეთდა, რომელთაც მოჰყვა გიტარის ჩანაწერების დაშრევების სერია. გამოუყენებელი მე-5 ვერსია შესულია ალბომში Anthology 3. მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა დაადეს ვოკალის, ფორტეპიანოს, ჰემონდის ორღანის, გრდემლისა და გიტარის ხმოვანებები. სიმღერის ჩაწერა დასრულდა 6 აგვისტოს, როდესაც მაკ-კარტნიმ ჩაიწერა სოლო მუგის სინთეზატორზე.
პერსონალია
- პოლ მაკ-კარტნი – სოლო და ბექ-ვოკალი, დაშრევებული გიტარა, ფორტეპიანო, Moog სინთეზატორი
- ჯორჯ ჰარისონი – ბექ-ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა
- რინგო სტარი – დასარტყამი საკრავი, ბექ-ვოკალი, გრდემლი
- ჯორჯ მარტინი – ორღანი
- მელ ევანსი – გრდემლი
სქოლიო
|