Maxwell's Silver Hammer: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''{{PAGENAME}}''' — ჯგუფ [[ბითლზი]]ს სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში [[Abbey Road]], რომელიც გამოვიდა [[1969]] წელს. ავტორი და სოლისტი - [[პოლ მაკ-კარტნი]], თუმცა ოფიციალურ ავტორებად მოიხსენიებიან [[ჯონ ლენონი|ლენონი]] და მაკ-კარტნი.
'''{{PAGENAME}}''' — ჯგუფ [[ბითლზი]]ს სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში [[''Abbey Road'']], რომელიც გამოვიდა [[1969]] წელს. ავტორი და სოლისტი - [[პოლ მაკ-კარტნი]], თუმცა ოფიციალურ ავტორებად მოიხსენიებიან [[ჯონ ლენონი|ლენონი]] და მაკ-კარტნი.


==წარმოშობა==
==წარმოშობა==

15:32, 13 მაისი 2012-ის ვერსია

Maxwell's Silver Hammer — ჯგუფ ბითლზის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში ''Abbey Road'', რომელიც გამოვიდა 1969 წელს. ავტორი და სოლისტი - პოლ მაკ-კარტნი, თუმცა ოფიციალურ ავტორებად მოიხსენიებიან ლენონი და მაკ-კარტნი.

წარმოშობა

სიმღერა დაწერილია 1968 წლის ოქტომბერში, რომელიც თავდაპირველად უნდა შესულიყო ალბომში The Beatles, თუმცა დროის უკმარისობის გამო იქნა გადაფიქრებული. 3 თვის შემდეგ, 1969 წლის იანვარში, Twickenham კინოსტუდიაში გამართული Get Back სესიების დროს ხელახლად ჩატარდა ამ სიმღერის რეპეტიციები, თუმცა კიდევ 6 თვე არ ჩაწერილა.

ჩაწერა

სიმღერის ჩაწერა დაიწყო 1969 წლის 9 ივლისს Abbey Road სტუდიაში. ჯონ ლენონი, რომელიც 8 დღე იყო ჰოსპიტალიზირებული ავტოკატასტროფაში მოხვედრის გამო, დაუბრუნდა ჯგუფს თავის ცოლთან იოკო ონოსთან ერთად, რომელიც უფრო მეტად დაზარალდა ავტოკატასტროფაში, ვიდრე თვით ლენონი. რითმული ჩანაწერის 16 ვერსია გაკეთდა, რომელთაც მოჰყვა გიტარის ჩანაწერების დაშრევების სერია. გამოუყენებელი მე-5 ვერსია შესულია ალბომში Anthology 3. მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა დაადეს ვოკალის, ფორტეპიანოს, Hammond ორღანის, გრდემლისა და გიტარის ხმოვანებები. სიმღერის ჩაწერა დასრულდა 6 აგვისტოს, როდესაც მაკ-კარტნიმ ჩაიწერა სოლო Moog სინთეზატორზე.

პერსონალია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო