შავარდენი (გვარი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: az, bg, ca, da, en, eo, es, fi, fr, hu, it, ja, lez, pl, ru, sv, zh
r2.7.2+) (ბოტის დამატება: eu:Falco punctatus
ხაზი 37: ხაზი 37:
[[eo:Maŭricia turfalko]]
[[eo:Maŭricia turfalko]]
[[es:Falco punctatus]]
[[es:Falco punctatus]]
[[eu:Falco punctatus]]
[[fi:Mauritiuksentuulihaukka]]
[[fi:Mauritiuksentuulihaukka]]
[[fr:Crécerelle de Maurice]]
[[fr:Crécerelle de Maurice]]

08:12, 8 მაისი 2012-ის ვერსია

ტერმინს „შავარდენი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ შავარდენი.
შავარდენი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  შავარდნისნაირნი
ოჯახი:  შავარდნისებრნი
გვარი:  შავარდენი
ლათინური სახელი
Falco

შავარდენი (Falco) — ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. ახასიათებს თითქმის კოსმოპოლიტური გავრცელება (არ არის ანტარქტიკაში). ზედა ნისკარტზე აქვს ბასრი კბილაკი. შავარდენის ფრთები გრძელი და ვიწროა, შებუმბლვა მჭიდრო. სხეულის სიგრძე 21-50 სმ აღწევს. ბუდეს არ იშენებს — კვერცხებს (3-4 ცალს) დებს კლდის ნაპრალებში, ნიადაგზე, სხვა ფრინველების მიტოვებულ ბუდეებში. ინკუბაცია გრძელდება 1 თვემდე, კრუხობს დედალი. უმრავლესობა ბუდობის პერიოდის გარდა ნომადობს კიდეც. ამჟამად გვარში გაერთიანებულია ყოფილი დამოუკიდებელი გვარები: Aesalon, Cerchneis, Erythropas, Hypotrirorchis, Harpe. Ieracidea და სხვა. იკვებებიან წვრილ-წვრილი ძუძუმწოვრებით, ფრინველებით და მწერებით (რომლებსაც ჰაერში იჭერენ), ქვეწარმავლებით. მსხვილ შავარდენს (შავარდენი, სონღული) ბაზებად იყენებდნენ. გვარში 36 სახეობაა, მათ შორის საქართველოში გვხვდება 7: ველისა და ჩვეულებრივი კირკიტები, ალალი, თვალშავი, მარჯანი, ბარი, შავარდენი; ბოლო ორი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა