ჩენაი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა დასახლება |სტატუსი =ქალაქი |ქართული სახელი ...
 
No edit summary
ხაზი 50: ხაზი 50:


ჩენაის ეკონომიკას გააჩნია ფართო საავტომობილო, კომპიუტერული, ტექნოლოგიური და სამედიცინო ინდუსტრიების ბაზა. ქალაქი ინდეოთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა (IT) და ბიზნეს-პროცესების აუტსორსინგის სერვისის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია. ინდოეთის საავტომობილო მრეწველობის მთავარი წილი ჩენაისა და მის შემოგარენზე მოდის და აქედან გამომდინარე, მას ხშირად ''ინდოეთის [[დეტროიტი|დეტროიტსაც]]'' ეძახიან. ქალაქში საკმაოდ განვითარებულია მუსიკის კულტურა, მასპინძლობს მსხვილ კულტურულ ღონისძიებებს. ფუნქციონირებს ტამილური ფილმების ინდუსტრია.
ჩენაის ეკონომიკას გააჩნია ფართო საავტომობილო, კომპიუტერული, ტექნოლოგიური და სამედიცინო ინდუსტრიების ბაზა. ქალაქი ინდეოთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა (IT) და ბიზნეს-პროცესების აუტსორსინგის სერვისის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია. ინდოეთის საავტომობილო მრეწველობის მთავარი წილი ჩენაისა და მის შემოგარენზე მოდის და აქედან გამომდინარე, მას ხშირად ''ინდოეთის [[დეტროიტი|დეტროიტსაც]]'' ეძახიან. ქალაქში საკმაოდ განვითარებულია მუსიკის კულტურა, მასპინძლობს მსხვილ კულტურულ ღონისძიებებს. ფუნქციონირებს ტამილური ფილმების ინდუსტრია.

==იხილეთ აგრეთვე==
*[[ინდოეთის მილიონიანი ქალაქების სია]]

==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.chennai.tn.nic.in/ ოფიციალური ვებ-გვერდი]
* [http://www.chennaicorporation.gov.in/ Official website of the Corporation of Chennai]
* [http://wikitravel.org/en/Chennai Chennai travel guide from Wikitravel]

==სქოლიო==
{{სქოლიო}}

21:32, 29 აპრილი 2012-ის ვერსია

ქალაქი
ჩენაი
ტამილ. சென்னை
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი (ინდოეთი)|ინდოეთის ადმინისტრაციული დაყოფა|შტატი ტამილნადუ
კოორდინატები 13°05′24″ ჩ. გ. 80°16′12″ ა. გ. / 13.09000° ჩ. გ. 80.27000° ა. გ. / 13.09000; 80.27000
მმართველი M. K. Stalin
დაარსდა 1639
ფართობი 426,7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 6
ოფიციალური ენა ტამილური ენა
მოსახლეობა 4 681 087 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 13 666 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91-44-XXXX XXXX
საფოსტო ინდექსი 600 xxx,
ოფიციალური საიტი chennaicorporation.gov.in
ჩენაი — ინდოეთი
ჩენაი

ჩენაი (ტამილ. சென்னை), აგრეთვე ცნობილი როგორც მადრასი — ქალაქი ინდოეთში, ტამილნადუს შტატის დედაქალაქი. მდებარეობს კორომანდელის სანაპიროზე, ბენგალის ყურეზე. იგი სამხრეთ ინდოეთის მთავარი კომერციული, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია, მისი ნავსადგური კი მეორე უმსხვილესია ინდოეთში. 2011 წლის მონაცემებით, ჩენაის მოსახლეობა 4,68 მლნ ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ მეექვსე ქალაქია ქვეყანაში. მისი ურბანული აგლომერაცია, რომელიც თავად ქალაქსა და მის გარეუბნებს მოიცავს, 8,9 მლნ მოსახლით ინდოეთის მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი მეტროპოლიური არეალია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია საუკუნეთა განმავლობაში სამხრეთ ინდოეთის სამეფოებს შორის ხელიდან ხელში გადადიოდა, ქალაქის წერილობითი ისტორია კოლონიური ხანიდან იწყება, განსაკუთრებით ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის შემოსვლის შემდეგ, როდესაც 1644 წელს ინგლისური დასახლება ფორტ-სენ-ჯორჯი დაარსდა. ბრიტანელებმა საფრანგეთის კოლონიური ძალებისა და მაისურის სამეფოს რამდენიმე შემოტევა მოიგერიეს და XVIII საუკუნის გვიან წლებში ჩენაი მთავარი საზღვაო პორტი გახდა. ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩენაი ტამილნადუს შტატის დედაქალაქი და რეგიონის კულტურისა და პოლიტიკის მთავარი კერა ხდება.

ჩენაის ეკონომიკას გააჩნია ფართო საავტომობილო, კომპიუტერული, ტექნოლოგიური და სამედიცინო ინდუსტრიების ბაზა. ქალაქი ინდეოთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა (IT) და ბიზნეს-პროცესების აუტსორსინგის სერვისის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია. ინდოეთის საავტომობილო მრეწველობის მთავარი წილი ჩენაისა და მის შემოგარენზე მოდის და აქედან გამომდინარე, მას ხშირად ინდოეთის დეტროიტსაც ეძახიან. ქალაქში საკმაოდ განვითარებულია მუსიკის კულტურა, მასპინძლობს მსხვილ კულტურულ ღონისძიებებს. ფუნქციონირებს ტამილური ფილმების ინდუსტრია.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო