ლეგირებული ფოლადი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: es, fa, hr, ru
ხაზი 20: ხაზი 20:
[[ca:Acer aliat]]
[[ca:Acer aliat]]
[[en:Alloy steel]]
[[en:Alloy steel]]
[[es:Acero aleado]]
[[fa:فولاد آلیاژی]]
[[hr:Legirani čelik]]
[[it:Acciai legati]]
[[it:Acciai legati]]
[[ja:合金鋼]]
[[ja:合金鋼]]
[[ko:특수강]]
[[ko:특수강]]
[[pl:Stal konstrukcyjna niskostopowa]]
[[pl:Stal konstrukcyjna niskostopowa]]
[[ru:Легированная сталь]]
[[uk:Легована сталь]]
[[uk:Легована сталь]]
[[vi:Thép hợp kim thấp]]
[[vi:Thép hợp kim thấp]]

20:20, 29 აპრილი 2012-ის ვერსია

ლეგირებული ფოლადი, ფოლადი, რომელსაც საექსპლუატაციო და ტექნოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად დამატებული აქვთ მალეგირებელი ელემენტები. ლეგირებული ფოლადი არის მცირედ ლეგირებული (მალეგირებელი ელემენტების რაოდენობა 2,5%-დე), საშუალოდ ლეგირებული (2.5-10%) ან უხვად ლეგირებული (10%-ზე მეტი). ლეგირებული ფოლადების კლასიფიკაციას მათი სტრუქტურის, დანიშნულების და შედგენილობის მიხედვით ახდენენ. სტუქტურების მიხედვით ლეგირებული ფოლადები დაყოფილია რამდენიმე კლასად: პერლიტური კლასი (პერლიტის ან მისი რომელიმე სახეობის - სორბიტის, ტროსტიტის და მისთანა - სტრუქტურის მქონე ფოლადები; მარტენსიტული კლასი ( დაბალია ამ კლასის ფოლადების წრთობის კრიზისული სიჩქარე; ნორმალიზაციის შემდეგ მათ აქვთ მარტენსიტის სტრუქტურა); აუსტენიტური კლასი (დამახასიათებელია აუსტენიტის დაშლის მეტად დაბალი ტემპერატურა); ფერიტული კლასი (ამ კლასის ფოლადების შედგენილობაში აუსტენიტის არის შემამცირებელი ელემენტებია); კარბიდული კლასი (გაერთიანებულია ისეთი ფოლადები, რომლებშიც ნახშირბადის და კარბიდების წარმომქმნელი ელემენტები შედარებით დიდი რაოდენობითაა).

დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ კონსტრუქციულ, საიარაღო და განსაკუთრებული თვისებების მქონე უჟანგავ, მხურვალმტკიცე, მხურვალმედეგ, ცვეთაგამძლე და სხვა ფოლადებსა და შენადნობებს. ხოლო შედგენილობის მიხედვით - ნიკელიან, ქრომიან, ქრომნიკელიან, ქრომნიკელმოლიბდენიან, ქრომმანგანუმაზოტიან და სხვა ლეგირებული ფოლადებს. ლეგირებული ფოლადების მარკირება ხდება მათი ქიმიური შედგენილობის შესაბამისად. პირველი ციფრი ფოლადის მარკაში ნახშირბადის რაოდენობას აღნიშნავს. კონსტრუქციულ ფოლადებში აღნიშნულია %-ის მეასედი ოდენობით, საიარაღო ფოლადებში %-ის მეათედი ოდენობით. ყოველი მალეგირებელი ელემენტი სხვადასხვა ასოთი აღინიშნება (როგორც წესი მალეგირებელი ელემენტის სახელის პირველი ასოთი. განსხვავებულია რუსული (საბჭოთა) და ევროპული ჩაწერის სტანდარტები). ასოების შემდეგ დასმული ციფრები აღნიშნავენ ფოლადში მალეგირებელი ელემენტების შემცველობას.

იხილეთ აგრეთვე

ლირტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.6, გვ 155.

რესურსები ინტერნეტში