მაროკო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის წაშლა: map-bms:Maroko
No edit summary
ხაზი 5: ხაზი 5:
|დროშა = Flag of Morocco.svg
|დროშა = Flag of Morocco.svg
|გერბი =Coat_of_arms_of_Morocco.svg
|გერბი =Coat_of_arms_of_Morocco.svg
|რუკა = Morocco (orthographic projection).svg
|რუკა = Morocco in its region (all claimed).svg
|ჰიმნი = Hymne Cherifien
|ჰიმნი = Hymne Cherifien
|დევიზი =
|დევიზი =

12:54, 27 აპრილი 2012-ის ვერსია

მაროკოს სამეფო
المملكة المغربية
მაროკო
მაროკოს
დროშა გერბი
ჰიმნი: Hymne Cherifien
მაროკოს მდებარეობა
დედაქალაქირაბატი
34°02′ ჩ. გ. 6°51′ დ. გ. / 34.033° ჩ. გ. 6.850° დ. გ. / 34.033; -6.850
უდიდესი ქალაქი კასაბლანკა
ოფიციალური ენა არაბული1
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე მოჰამედ VI
 -  პრ.-მინისტრი
ფართობი
 -  სულ 446,550 კმ2 (57-ე)
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 33,757,175 (37-ე)
 -  სიმჭიდროვე 70 ად კაცი/კმ2 (122-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $152.5 მილიარდი (54-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $4,600 (109-ე)
აგი (2007) 0.646 (საშუალო) (126-ე)
ვალუტა დირჰამი (MAD)
დროის სარტყელი (UTC +0სთ.)
ქვეყნის კოდი MAR
Internet TLD .ma
სატელეფონო კოდი 212

1ფრანგული (ადმინისტრაციის და ბიზნესის ენა).


სახელწოდება

  • ოფიციალური: მაროკოს სამეფო.
  • ეროვნული: المغرب, Al Mamlaka al Maghribiyah.
  • ეტიმოლოგია: სახელწოდება ევროპულ ენებზე (Maroque, Morocco) მომდინარეობს ძველი დედაქალაქის მარაკეშის დამახინჯებული ფორმიდან. არაბულად ჰქვია (al-Maghrib) - „დასავლეთი“ ან უფრო სრულად al-Magrib-al-Aksa - „შორეული დასავლეთი“. იმავე ძირისაა ბერბერული სახელი Tamurt n Lmaghrib, ხოლო თურქული Fas მომდინარეობს მაროკოს სხვა ქალაქის Fez-ისაგან.

ისტორია

ახლანდელი მაროკოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ლიბილეთა ტომები (თანამედროვე ბერბერების წინაპრები). ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს მაროკოს სანაპიროზე ფინიკიელებმა დააარსეს კოლონიები. ძვ. წ. II საუკუნეში ჩრდილოეთი მაროკო რომის გავლენის სფეროში მოექცა. ახ. წ. V საუკუნეში ჩრდილოეთი ნაწილი ვანდალებმა დაიპყრეს, VI საუკუნეში ბიზანტიამ. 702-711 წლებში მაროკოს ტერიტორია არაბებმა დაიპყრეს და სახალიფოს შეუერთეს. ქვეყანაში არაბული ენა და ისლამი გავრცელდა. XI საუკუნის შუა ხანებიდან XIII საუკუნის 60-იან წლებამდე მაროკო ალმორავიდების ( ცენტრი - ქ. მარაკეში, რომლისგანაც მოგვიანებით ქვეყნის ახლანდელი სახელწოდება წარმოიშვა) და ალამოჰადების ფეოდალურ-სამხედრო-თეოკრატიული სახელმწიფოს ბირთვს შეადგენდა. 1269 წლიდან მაროკოს მართავდა მარინიდების ბერბერული დინასტია (1195-1465). ამ პერიოდში განვითარდა სასოფლო-სამეურნეო წარმოება, მნიშვნელოვნდა გაფართოვდა ეკონომიკური ურთიერთობა ევროპასა და დასავლეთ აფრიკასთან. XIV საუკუნის 60-იან წლებში მარინიდების სახელმწიფო ცალკეულ ფეოდალურ სამფლობელოებად (სამთავროები ფესი, მარაკეში და სხვა) დაიშალა.

XIX საუკუნის 40-იან წლებში ევროპულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს მაროკოში შეიარაღებული ძალებით შეჭრა. 1844 წლის სექტემბერში საფრანგეთმა მაროკოს თავს მოახვია არათანასწორუფლებიანი შეთანხმება, 1845 წელს კი ხელშეკრულება მაროკოსა და ალჟირის ტერიტორიების გამიჯვნის თაობაზე. საფრანგეთი ამ ხელშეკრულებას მაროკოს საშინაო საქმეებში ჩასარევად იყენებდა. 1859 წელს მაროკოელებმა თავიანთი ტერიტორიიდან უკუაგდეს ესპანელები. 1901-1902 წლებში საფრანგეთმა აიძულა სულთანი აბდ ალ-აზიზი (მართავდა 1894-1908) დაედო ახალი შეთანხმებები, რომლებიც „დახმარების“ საბაბით უფლებას აძლევდა საფრანგეთს შეეყვანა ჯარები მაროკოს ტერიტორიაზე.

XX საუკუნის დასაწყისში მაროკოსათვის ბრძოლაში საფრანგეთისა და ესპანეთის გარდა გერმანია და დიდი ბრიტანეთიც ჩაება. ამ ქვეყნების ბრძოლას მაროკოსთვის დიდი საერთაშირისო კონფლიქტები მოჰყვა. 1912 წელს დაიდო საფრანგეთ-მაროკოს (30 მაერი) და საფრანგეთ-ესპანეთის (27 ნოემბერი) ხელშეკრულებები. საფრანგეთ-მაროკოს ხელშეკრულებით მაროკოში საფრანგეთის პროტექტორატი დამყარდა, ხოლო ესპანეთ-საფრანგეთის ხელშეკრულებით მაროკოს მცირე ნაწილი ესპანეთს დაუმორჩილეს.

გეოგრაფია

მაროკოს სამეფო მაღრიბის რეგიონში (ჩრდილოეთი აფრიკა) შემავალი ყველაზე დასავლეთით მდებარე ქვეყანაა. ორი მხრიდან მას გარს ეტყმის ხმელთაშუა ზღვა და ატლანტის ოკეანე, კონტინენტის მხრიდან კლდოვანი მთები. მოსაზღვრე ქვეყნებია: ალჟირი, დასავლეთი საჰარა. ფართობი: 446.550 კვ.კმ.

მაროკო მთიანი ქვეყანაა. სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია ატლასის მთები (სიმაღლე 4165 მეტრამდე). ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ვაკეები და პლატოებია. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში - საჰარის ქვიშიანი და ქვიანი უდაბნოები. სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება ფოსფორიტები, რკინის, ტყვიის, თუთიის, მანგანუმის, კობალტის, სპილენძის მადანი, ქვანახშირი, მარმარილო და სხვა.

ქვეყანაში მუდმივნაკადიანი მდინარეები ცოტაა. ყველაზე დიდი მდინარეებია მულუია, სებუ, უმ-ელ-რბია, ტენსიფტი. ბევრია უადი (განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილში). ტბები უმეტესად მლაშეა, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე დაჭაობებული ლაგუნებია.

ჰავა

ჰავა ქვეყნის უმეტეს ნაწილში სუბტროპიკულია, ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვისა. ზაფხული მშრალი იცის, ზამთარი - ნოტიო, რბილი. ივლისის საშუალო ტემპერატურა 24-28, იანვრის 10-12. სანაპიროდან მოშორებით, განსაკუთრებით მთათაშია დაბლობებში, ჰავა უფრო კონტინენტურია. მთაში დაახლეობით 100 დღე წელიწადში ყინვიანია. მაროკოს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჰავა ცხელია. ნალექები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და მთაში დაახლოებით 1000 მმ წელიწადში, სამხრეთით - 200 მმ-ზე ნაკლები.

ფლორა და ფაუნა

მაროკოში უმთავრესად გავრცელებულია მშრალი ტყეებისა და ბუჩქნარების ყავისფერი ნიადაგები. სანაპირო ვაკეებზე, მთათაშუა ქვაბულებსა და ხეობებში ქვიშიანი, თიხიან-ქვიშიანი და თიხიანი ნიადაგებია, მთაში - მთა-ტყის ყომრალი, პლატოსა და სამხრეთის ვაკეზე - რუხ-ყავისფერი, უკიდურეს სამხრეთში უდაბნოს ნიადაგებია. მაროკოს მცენარეულობის ზონალური ტიპი- მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი ტყე - თითქმის ყველგან განადგურებულია ან შეცვლილია მცენარეულობის მეორეული ტიპებით (მაკვისი, შიბლიაკი). ტყეს უჭირავს ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 12 %. იგი შემორჩენილია უმთავრესად მთასა და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მთაში მკვეთრადაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყლურობა. მშრალ სტეპსა და ნახევარუდაბნოში იზრდება ალფა ბალახი, აბზინდა და სხვა.

მაროკოში ბინადრობს კურდღელი, გარეული ღორი, ტურა, ქვეწარმავლები. მთაში ბევრია მაიმუნი (მაკაკი), აფთარი. სანაპირო წყლები (განსაკუთრებით ატლანტის ოკეანესთან) მდიდარია თევზით (სარდინი, თინუსი, მაკრელი და სხვა). შექმნილია რამდენიმე ნაკრძალი.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა : კონსტიტუციური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური : მეფე მუჰამედVI(1999).
  • საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (270+325 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 37 პროვინცია (province) და 2 საქალაქო პრეფექტურა (wilaya).

დემოგრაფია

ეკონომიკა

  • რესურსები : ფოსფატები, რკინის მადანი, მანგანუმი, ტყვია, თუთია, თევზი, მარილი.
  • ექსპორტი : ფოსფატები, სასუქები, მინერალები, ხილი, თამბაქო, თევზის კონსერვები.
  • ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე : 1’190 $.
  • ვალუტა : მაროკოს დირჰამი (MAD).

ისტორია

მე-19 საუკუნიდან მაროკოს ტერიტორია ოკუპირებული იყო საფრანგეთისა და ესპანეთის მიერ. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს, თუმცა ესპანეთი ჯერ კიდევ აკონტროლებს სეუტისა და მელილიის პორტებს მიმდებარე ტერიტორიებითურთ. 1961-99 წლებში ქვეყანას მართავდა მეფე ჰასან მე-2, რომელიც დიდ როლს ასრულებდა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესებში. ახლო წარსულში მაროკოს ჰქონდა ტერიტორიული დავა მავრიტანიასთან ესპანეთის ყოფილ პროვინცია დასავლეთ საჰარის თაობაზე. 1979 წელს მავრიტანიამ უარი თქვა თავის პრეტენზიებზე. ამჟამად დასავლეთ საჰარა მთლიანად ოკუპირებული აქვს მაროკოს. მიუხედავად გაეროს წინადადებისა, ამ ტერიტორიაზე ჯერ არ ჩატარებულა რეფერენდუმი მისი შემდგომი სტატუსის შესახებ. 2002 წელს კუნძულ პერეხილის თაობაზე ესპანეთსა და მაროკოს შორის ატეხილმა დავამ კვლავ გახადა აქტუალური სეუტა-მელილიის სუვერენიტეტის საკითხი.

მემკვიდრეობა

თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო მან საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, განავითარა მდიდარი და თვითმყოფადი კულტურა, რომელშიც ასახვა ჰპოვა არაბულმა, ბერბერულმა, ევროპულმა და აფრიკულმა ელემენტებმა. მთავარი ღირშესანიშნაობებია: ისტორიული ქალაქები ფესი, მარაკეში და მეკნესი.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა


თარგი:Link FA