კოიამპუტური: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 55: ხაზი 55:
==გალერეა==
==გალერეა==
<gallery>
<gallery>
ფაილი:Street in coimbatore in tamil nadu.jpg|Straßenszene in Coimbatore
ფაილი:Street in coimbatore in tamil nadu.jpg|
ფაილი:smaller street in Coimbatore, December 2009.JPG|kleinere Straße in Coimbatore
ფაილი:smaller street in Coimbatore, December 2009.JPG|
ფაილი:Cross Cut Road, Coimbatore, December 2009.JPG|größte Einkaufsgegend in Coimbatore
ფაილი:Cross Cut Road, Coimbatore, December 2009.JPG|
ფაილი:Temple in Coimbatore.jpg|Hindutempel in Coimbatore
ფაილი:Temple in Coimbatore.jpg|
</gallery>
</gallery>



21:29, 24 აპრილი 2012-ის ვერსია

ქალაქი
კოიამპუტური
ტამილ. கோயம்புத்தூர்
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
რეგიონი ტამილნადუ
კოორდინატები 11°01′06″ ჩ. გ. 76°58′29″ ა. გ. / 11.01833° ჩ. გ. 76.97472° ა. გ. / 11.01833; 76.97472
მმართველი Ganapathi P.Raj Kumar, S. M. Velusamy და T. Malaravan
ფართობი 246,75 კმ²
ცენტრის სიმაღლე 411,2
ოფიციალური ენა ტამილური ენა
მოსახლეობა 1 250 446 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 10 052 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91-(0)422
საფოსტო ინდექსი 641004
ოფიციალური საიტი ccmc.gov.in/ccmc/
კოიამპუტური — ინდოეთი
კოიამპუტური

კოიამპუტური (ტამილ. கோயம்புத்தூர்), ასევე ცნობილი როგორც კოვაი — მეორე უმსხვილესი ქალაქი[1][2][3] ინდოეთის ტამილნადუს შტატში, რომლის აგლომერაციის მოსახლეობა 2 მლნ-ს შეადგენს. იგი მთავარი კომერციული ცენტრია და ხშირად „სამხრეთ ინდოეთის მანჩესტერსაც“ უწოდებენ.

ვიჯაიანაგარისა და მადურაი-ნაიაკის იმპერიების დროს კოიამპუტურის რეგიონს ჩერას, ჩოლას და პანდიას დინასტიები მართავდნენ და მიჩნეულია, რომ სახელი ტომის მეთაურ კოიანის პატივსაცემად ეწოდა. XVII საუკუნეში, ქალაქი მაისურის სამეფოს ნაწილი გახდა და ასე რჩებოდა სანამ 1799 წელს ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია დაიპყრობდა. ქალაქის თანამედროვე ისტორია 1930-იანი წლებიდან იწყება, როდესაც მისი სწრაფი ზრდა დაიწყო ტექსტილის ბუმის შედეგად. ამის შემდეგ, იგი მტკიცედ იზრდებოდა ნაყოფიერი მიწის, კლიმატისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური პირობების წყალობით.

ქალაქი გაშენებულია მდინარე ნოიალის ნაპირებზე, ტამილნადუს შტატის დასავლეთ ნაწილში და გარსშემორტყმულია დასავლეთ გჰატის ქედით. ინდოეთის სხვა ძირითად ქალაქებთან კარგადაა დაკავშირებული საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო მაგისტრალებით.

კოიამპუტური ტამილნადუს ტექსტილისა და მანუფაქტურის კვანძია. სხვა მნიშვნელოვანი ინდუსტრიები მოიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს. ინდოეთის ინვსეტირების კონფედერაციის (CII) მიერ,[4] კოიამპუტური საინვესტიციო გარემოს მხრივ ინდოეთის ქალაქებს შორის მე-4 ადგილზეა დასახელებული.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Tamil Nādu - City Population - Cities, Towns & Provinces. censusindia.gov.in. ციტირების თარიღი: 2011-07-27.
  2. Tamil Nādu - City Population - Cities, Towns & Provinces - Statistics & Map. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 2009-09-23.
  3. Tamil Nādu - Bill to expand madurai and kovai. Deccan Chronicle.de. ციტირების თარიღი: 2011-05-04.
  4. Powered by Google Docs. Docs.google.com. ციტირების თარიღი: 2011-08-30.