ტენორი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+{{მმ}}
r2.7.1) (ბოტის დამატება: id:Tenor
ხაზი 67: ხაზი 67:
[[hr:Tenor]]
[[hr:Tenor]]
[[hu:Tenor]]
[[hu:Tenor]]
[[id:Tenor]]
[[io:Tenoro]]
[[io:Tenoro]]
[[is:Tenór]]
[[is:Tenór]]

07:24, 20 აპრილი 2012-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტენორი (მრავალმნიშვნელოვანი).

ტენორი — მამაკაცის მაღალი ხმა. დიაპაზონი: მცირემდე – მეორე ოქტავამდე. გადამსველელი ნოტები: პირველი ოქტავის მი ბემოლი. ჟღერადობით ტენორი ხასიათდება ლირიკულად და დრამატულად.


სახესხვაობები

  • კონტრატენორი
  • ტენორ-ალტინო
  • ლირიკული ტენორი
  • ლირიკა-დრამატული ტენორი
  • დრამატული ტენორი (ბარიტონალური ტენორი)
  • მეცო-სახასიათო ტენორი
  • გმირული ტენორი

ლირიკული ტენორი ყველაზე უკეთ პირველ ოქტავაში ჟღერს. ამ ხმაზე მაღლა შედარებით რბილად მიდის. ოქტავის დაბალი ნახევარი ჟღერს სუსტად. დიაპაზონი: მცირემდე – მეორე ოქტავამდე. გადამსვლელი ნოტები: პირველი ოქტავა მი ბემოლი#. ლირიკულ ტენორს სათაო რეესტრის ფართო დიაპაზონით, რომელიც ფორმირდება მარტივად და თავისუფლად ნოტ რემდე, მეორე ოქტავის მიმდე, ეწოდება ალტინო. ეს არის ძალიან იშვიათი ხმა, რომელიც სირთულეების გარეშე აჭარბებს გადამსვლელ ნოტებს, მაღალი ნოტები კი მას ჟღერადობით აახლოვებს ქალის დაბალ ხმას. ალტინო ბგერის განსაკუთრებული სიძლიერით არ გამოირჩევა, მაგრამ სასარგებლოა გუნდში დიაპაზონის გაფართოებისა და ჟღერადობის სილამაზის გამდიდრებისათვის.

დრამატული ტენორი ჟღერადობის სისავსით გამოირჩევა. გადამსვლელი ნოტები სათაო რეესტრთან იგივეა, მაგრამ აღიქმება ძნელად. მოუხერხებლობა ამ ნოტებზე მეტადაა წარმოჩენილი, ვიდრე ლირიკულ ტენორში. სათაო ნოტები წარმოიქმნებიან ძლიერად და შესაძლებელია შესრულებული იქნას ფორტეზე ან მეცო ფორტეზე. დაბალ ნოტებზე ხმა ეცემა.

ცნობილი შემსრულებლები