სილვი კინიგი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23: ხაზი 23:
{{დაასრულე ყუთი}}
{{დაასრულე ყუთი}}


{{ესკიზი-ბურუნდი}}
{{DEFAULTSORT:კინიგი, სილვი}}
{{DEFAULTSORT:კინიგი, სილვი}}



03:23, 18 აპრილი 2012-ის ვერსია

სილვი კინიგი
ბურუნდის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ოქტომბერი 1993 – 5 თებერვალი 1994
წინამორბედიფრანსუა ნგეზე
მემკვიდრესიპრიენ ნტარიამირა

დაბადებული1953
მუგოისი ბურუნდი

სილვი კინიგი - ბურუნდის პოლიტიკური მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (1993-1994). დაიბადა ბუჟუმბურას პროვინციაში, ეთნიკურად ეკუთვნის ტუტსის ტომს. 1993 წლის 10 ივლისს ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მელშიორ ნდადაიემ, რომელიც ჰუტუს ტომს ეკუთვნოდა ტუტსის ტომის წარმომადგენელი სილვი კინიგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ორ ტომს შორის შერიგების სიმბოლოდ მიიღო, მაგრამ 1993 წლის 21 ოქტომბერს ყველაფერი აირია. დაიწყო სამოქალაქო ომი. ტუტსის ეთნიკურმა ჯგუფმა პრეზიდენტი და მისი 6 მინისტრი დაატყვევა და სასტიკი წამების შემდეგ ამოხოცა. პრეზიდენტის პოსტი შვიდი დღის განმავლობაში ეკავა ფრანსუა ნგეზეს. პრემიერ-მინისტრმა კინიგიმ კი გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა და საფრანგეთის საელჩოს მიმართა თხოვნით მიეცათ თავშესაფარი, თუმცა პასუხის მიღებამდე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ იგი ბურუნდის დროებით პრეზიდენტად დაამტკიცა. პარალელურად ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც ბურუნდის ყოფილმა პრეზიდენტებმა პიერ ბუიოიამ და ჟან ბატისტ ბაგაზამ მისი მხარე დაიკავეს ასეთ რთულ ვითარებაში. 1994 წლის 5 თებერვალს იგი პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა სიპრიენ ნტარიამირამ. 7 თებერვალს სილვი კინიგიმ პრემიერ-მინისტრის პოსტიც დასთმო და იგი დაიკავა ტუტსის ტომის წარმომადგენელმა ანატოლი კანიენკიკომ. სახელმწიფო საქმეებს დაშორებული ქალბატონი კინიგი სამუშაოდ გადავიდა საბანკო სექტორში და მუშაობა გაგრძელა თავისი პროფესიის შესაბამისად, ხოლო 2004 წლიდან მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივ წარმომადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში

წინამორბედი:
ფრანსუა ნგეზე
ბურუნდის პრეზიდენტი

19931994
შემდეგი:
სიპრიენ ნტარიამირა