კევინ ბეიკონი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
Gemini1980 (განხილვა | წვლილი) + {{Link FA|fr}} |
||
ხაზი 349: | ხაზი 349: | ||
[[კატეგორია:დაბადებული 1958]] |
[[კატეგორია:დაბადებული 1958]] |
||
[[კატეგორია:ოქროს გლობუსის პრემიის ლაურეატები]] |
[[კატეგორია:ოქროს გლობუსის პრემიის ლაურეატები]] |
||
{{Link FA|fr}} |
|||
[[an:Kevin Bacon]] |
[[an:Kevin Bacon]] |
23:26, 16 აპრილი 2012-ის ვერსია
კევინ ბეიკონი Kevin Bacon | |
---|---|
საქმიანობა |
მსახიობი რეჟისორი პროდიუსერი |
მეუღლე(ები) | კირა სეჯვიკი |
კევინ ნორვუდ ბეიკონი[1] (ინგლ. Kevin Norwood Bacon; დ. 8 ივლისი 1958, ფილადელფია, პენსილვანია, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. იგი ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს გამარჯვებულია, ასევე ემის პრემიის ნომინანტი[2].
ბიოგრაფია
კევინ ბეიკონი დაიბადა 1958 წელს ქალაქ ფილადელფიაში. დედამისი რუთ ჰილდა იყო დამწყები სკოლის მასწავლებელი და ლიბერალი აქტივისტი, ხოლო მამამისი ედმუნდ ბეიკონი (1910-2005) ცნობილი არქიტექტორი. 17 წლის ასაკში კევინმა სახლი მიატოვა რათა მსახიობი გამხდარიყო. იგი ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც მუშაობდა ბროდვეის თეატრში. 20 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი სცენაზე. მოგვიანებით რამდენიმე წელი ღებულობდა პატარა როლებს. თავდაპირველად მონაწილეობას ღებულობდა სერიალებსა და მცირებიუჯეტიან ფილმებში.
კევინ ბეიკონის კინოდებიუტი შედგა 1978 წელს ფილმში „ცხოველთა სახლი“. დიდ ეკრანზე „შეიჭრა“ 1984 წელს, როდესაც ითამაშა ფილმში „თავისუფლები“, რის შემდეგ პოპულარობა მოიპოვა. შემდეგ რამდენიმე ხნით კარიერაში ვარდნა განიცადა, მანამ სანამ ოლივერ სტოუნმა არ მიიწვია ფილმში „ჯონ ფ. კენედი. გასროლა დალასში“ (1991 წელი), რომელიც იყო მისთვის საეტაპო ფილმი. შემდგომ ბეიკონის კინოკარიერამ ისევ აღმავლობა განიცადა და ამჯერად დიდი ხნით. 1994 წელს მერილ სტიპთან ითამაშა ფილმში „ველური მდინარე“. ერთი წლის შემდეგ გამოდის ფილმი „აპოლონ 13“, რომელიც რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული კინოა და მოგვითხრობს ამერიკელ თავდადებულ კოსმონავტებზე. შემდეგ იყო კინოფილმები „უჩინმაჩინი“, „24 საათი“, „იდუმალი მდინარე“, „სად იმალება სიმართლე“, „ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ“ და სხვ.
სხვადასხვა დროს თამაში მოუწია ჰოლივუდის ვარსკვლავებთან: ჯეკ ნიკოლსონთან, რობერტ დე ნიროსთან, ბრედ პიტთან, ტომ კრუზთან, შონ პენთან, ტომ ჰენქსთან, მერილ სტრიპთან, ჯულია რობერტსთან და ა.შ.
ამპლუა: დრამა, თრილერი, კომედია.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Gary Boyd Roberts. Ten Further Hollywood Figures (or Groups Thereof). New England Historic Genealogical Society. ციტირების თარიღი: January 2, 2008.
- ↑ კევინ ბეიკონის ჯილდოები IMDB