ჰიდროსფერო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.5) (ბოტის დამატება: hr:Hidrosfera
r2.7.2) (ბოტის შეცვლა: ar:غلاف الأرض المائي
ხაზი 21: ხაზი 21:


[[af:Hidrosfeer]]
[[af:Hidrosfeer]]
[[ar:غلاف مائي]]
[[ar:غلاف الأرض المائي]]
[[az:Hidrosfer]]
[[az:Hidrosfer]]
[[be:Гідрасфера]]
[[be:Гідрасфера]]

21:54, 14 აპრილი 2012-ის ვერსია

წყლის ბრუნვა ჰიდროსფეროში

ჰიდროსფერო (ძვ. ბერძნ. – Yδωρ – წყალი და σφαῖρα – სფერო) — დედამიწის წყლის გარსი, რომელიც წყვეტილად არის განლაგებული ატმოსფეროსა და დედამიწის ქერქს შორის; წარმოადგენს ოკეანეების, ზღვებისა და ხმელეთის ზედაპირული წყლების ერთობლიობას. ფართო გაგებით, მოიცავს აგრეთვე მიწისქვეშა წყლებს, არქტიკისა და ანტარქტიკის ყინულსა და თოვლს, აგრეთვე ატმოსფეროში და ცოცხალ ორგანიზმებში მყოფ წყალს. ჰიდროსფეროს საშუალო ქიმიური შედგენილობა უახლოვდება ზღვის წყლის საშუალო ქიმიურ შედგენილობას. ჰიდროსფეროს წყალი მუდმივად ურთიერთქმედებს ატმოსფეროსთან, დედამიწის ქერქთან და ბიოსფეროსთან.

ჩვენი პლანეტის წყლის 98%-ზე მეტი ოკეანეებსა და ზღვებშია. ხმელეთის წყლებზე მოდის 2%-ზე ნაკლები. მ შ. ჰიდროსფეროს დაახლოებით 2% მტკნარი წყალია. დანარჩენი წყალი მლაშეა. მტკნარი წყლების 2%-ს ჯერჯერობით კაცობრიობა იყენებს ყველა საჭიორებისათვის — მრეწველობაში, სოფლის მეურნეობასა და ყოფაცხოვრებაში.

წყლის გარსს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს დედამიწის ჰავისათვის. ცნობილია რომ წყალი ნელა თბება. იმისათვის რომ, ერთი კუბური მეტრი წყალი 1°-ით გათბეს, საჭიროა 3000-ჯერ მეტი სითბო, ვიდრე ამავე მოცულობის ჰაერის გასათბობად. ამავე დროს წყალი ნელა ცივდება. ამრიგად, ზაფხულის განმავლობაში გამთბარი ოკეანეებისა და ზღვების წყალი ზამთარში ათბობს ჩვენი პლანეტის ჰაერს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 656.
  • Kelbert A, Schultz A, Egbert G Global electromagnetic induction constraints on transition-zone water content variations (ინგლ.) // Nature. — 2009. — В. 460. — С. 1003-1006.